შეინახეთ დანაზოგი საიმედოდ, ისარგებლეთ თანხის განკარგვის თავისუფლებით და მიიღეთ საპროცენტო სარგებელიგსურთ ფულის დაზოგვა, მაგრამ ყოველდღიური ხარჯების გამო ვერ ახერხებთ საჭირო თანხის გამოყოფას? თქვენთვის შეიქმნა შეგროვებადი ანაბარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად, ნებისმიერი მოცულობის შენატანებით დააგროვოთ თანხა. ზრდადი და შემნახველი ანაბრის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნებისთვის: მანქანისთვის, საოჯახო ტექნიკისთვის, მოგზაურობისთვის და ა.შ. ზრდადი ანაბარი წარმოადგენს ე.წ `ყულაბას~, რომელიც დაგეხმარებათ გამიზნულად შეაგროვოთ თანხა ყოველთვიური დანაზოგის სახით. ამ პროდუქტის ძირითად უპირატესობად ჩაითვლება ის, რომ გერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი მცირე თანხებსა და ვადებზე, ამასთანავე თანხის შეტანის გრაფიკი თავისუფალია.
ძირითადად ასეთი სახის ანაბარზე პირველადი შენატანი არ მოითხოვება. შემდგომი მინიმალური ყოველთვიური დანაზოგი შეადგენს მინიმუმ 5 დოლარს/ევროს/ლარს/გირვანქა სტერლინგს. ყოველთვიური დანაზოგის მაქსიმალური ზღვარი არ არსებობს. დანაზოგის თანხა ნებისმიერ თვეს შეიძლება განსხვავებული იყოს სხვა თვეებთან შედარებით. ანაბარზე თანხა შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვა ანგარიშებიდან ინტერნეტ ბანკის, ტელეფონ ბანკის, მობაილ ბანკისა და ავტომატური გადარიცხვების საშუალებით.
შეგროვებად ანაბარზე სარგებლის დარიცხვა შემდეგი პრინციპით წარმოებს: თქვენს ანაბარს ერიცხება მზარდი სარგებელი, რომელიც თანხის მატების პირდაპირ პროპორციულად იზრდება. რაც მეტია თქვენი ანაბრის ვადა და განთავსებული თანხა, მით მეტია საპროცენტო სარგებელი შეგროვებად ანაბარზე. სარგებელი, თანხის მატებასთან ერთად იზრდება. თუ თავდაპირველად ანაბარზე მცირე დანაზოგს განათავსებთ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ გაზრდით მის მოცულობას, თანხის გაზრდის მომენტიდანვე თქვენს ანაბარს გაზრდილი საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.
გთავაზობთ საქართველოში არსებულ წამყვანი ბანკების პირობებს მოცემულ პროდუქტზე:
"საქართველოს ბანკი” - ანაბრის შეტანა შეგიძლიათ ოთხ ვალუტაში: ლარიში, აშშ დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. მინიმალური თანხა შეადგენს 50 ლარს და მის ეკვივალენტს დანარჩენ ვალუტაში. დამატებითი შენატანის მოცულობა შეუზღუდავია. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრება იმით, თუ რა დროით განათავსებთ ანაბარზე თანხას და რა მოცულობით. რაც მეტია თქვენი ანაბრის ვადა და განთავსებული თანხა, მით მეტია საპროცენტო სარგებელი. შეგროვებად ანაბარზე საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ხდება ყოველი დღის ბოლოს ანგარიშზე არსებული ნაშთის შესაბამისად. სარგებელი ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრება 3-დან 24 თვემდე ვადით 0-დან 10 000 ლარამდე 8.50%-დან 16.00%-მდე, ხოლო სხვა ვალუტაში 5.00%-დან 9.00%-მდე. თუ გსურთ თანხის დაზოგვა, მაგრამ დროის უკმარისობის გამო ვერ ახერხებთ განსაზღვრულ პერიოდებში ანგარიშზე თანხის შემოტანას, ამ შემთხვევაში `საქართველოს ბანკის~ მუდმივი საგადასახადო დავალება დაგეხმარებათ. საკმარისია გქონდეთ ერთი აქტიური ანგარიში და თქვენ შეგიძლიათ ბანკში მისვლის გარეშე გადაიტანოთ თანხა ანაბარზე. მხოლოდ ერთხელ მიუთითეთ ბანკს, რა თანხით და პერიოდულობით გსურთ ანაბრის შევსება და თქვენს დავალებას ბანკი შეასრულებს. ამასთანავე ბანკი ანაბრის სარგებლობისთვის თქვენ ბონუს პროდუქტებს შემოგთავაზებთ.
”თიბისი ბანკი” - მინიმალური პირველადი შენატანი არ მოითხოვება. ანაბარზე დაშვებულია უნაღდო ჩარიცხვები. ნაღდი ფულის შეტანა და გატანა (ნაღდით შეტანილის ოდენობით) უფასოა. საპროცენტო სარგებელი ლარში განისაზღვრება 3%-ით ხოლო აშშ დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში 2%-ით. `თიბისი~ ბანკი ასევე მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტს ”ჩემი სეიფი”, სადაც თქვენ გეძლევათ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. საპროცენტო სარგებელი 5.25%-დან 8.20%-მდე მერყეობს. სარგებელი ანაბარზე ერიცხება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურ, ანუ ხელუხლებელ თანხას. ამასთანავე თუკი თქვენ შეიძენთ სატარიფო პაკეტს, მიიღებთ მეტ სარგებელს ანაბარზე.
”ვითიბი ბანკი” - ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ლარში/აშშ დოლარში/ევროში. ანაბრის მინიმალურ თანხას შეადგენს 100 ლარს, აშშ დოლარსა და ევროს. დამატებითი შენატანების რაოდენობა შეუზღუდავია, მაგრამ ანაბრის ნაწილობრივი გატანა არ ხდება. მოქმედების ვადას შეადგენს 3-დან 24-თვემდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი ვადის ბოლოს განისაზღვრება 3.5%-დან 11%-მდე. სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი მცირდება 0.5%-ით. ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება რეალურად განთავსებულ ვადაზე წლიური 2%. ამასთანავე თქვენ გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით. შესაძლებელია ავტომატური პროლონგაცია.
”პროგრეს ბანკი” - პირველადი მინიმალური შენატანი განისაზღვრება 20 ერთეულით. მეანაბრე ვალდებულია ყოველთვიურად შემოიტანოს დადგენილი თანხა. გრაფიკის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. ანაბარს ერიცხება მზარდი სარგებელი, რომელიც თანხის მატების პირდაპირპროპორციულად იზრდება. რაც მეტია თქვენი ანაბრის ვადა და განთავსებული თანხა, მით მეტია საპროცენტო სარგებელი ზრდად ანაბარზე. აღნიშნულ პროდუქტზე თანხის რეალიზაცია ხდება ვადის ბოლოს. დაშვებულია ოპერაციები როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. საპროცენტო სარგებელი ლარში 9.00%-დან 16.50%-მდე მერყეობს, ხოლო დანარჩენ ვალუტაში 5.50%-დან 9.50%-მდე. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ანაბარზე დასარიცხი წლიური სარგებლის გადაანგარიშება მოხდება იმ მომენტისათვის ბანკში მოქმედი მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად. ზრდადი ანაბრის უზრუნველყოფით მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%;
”რესპუბლიკა ბანკი” - პირველადი მინიმალური შენატანი განისაზღვრება 20 ერთეულით. ანაბარზე თანხის დამატება უნდა მოხდეს მინიმუმ თვეში ერთხელ (შენატანების სიდიდე შეიძლება იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული). ანაბარის განთავსება შეიძლება სამ ვალუტაში; ლარი, აშშ დოლარი, ევრო. ვადა განისაზღვრება 3-დან 24 თვემდე. საპროცენტო სარგებელი 3.50%-დან 5.75%-მდე მერყეობს, ვადისა და ვალუტის შესაბამისად. ანაბარზე განთავსებული თანხის და დარიცხული პროცენტის განკარგვა შესაძლებელია ორი მფლობელის მიერ ნოტარიალური დამოწმების და სხვა რთული იურიდიული პროცედურების გარეშე. თუ თქვენ დაგჭირდათ გარკვეული თანხის სწრაფად მიღება, თქვენ როგორც აღნიშნული ბანკის მეანაბრეს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ სესხი შეღავათიანი პირობებით.
ამასთანავე გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ განვადების იაფი ტარიფებით იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოდგენილია ბანკი `რესპუბლიკის~ განვადების პროგრამა `ოქროს თევზი~.
”პროკრედიტ ბანკი” - პირველადი მინიმალური შენატანი განისაზღვრება 10 ლარით, აშშ დოლარითა და ევროთი. მინიმალური ვადა - 6 თვე, მაქსიმალური ვადა - 24 თვე. საპროცენტო სარგებლის გატანა შესაძლებელია ანაბრის ვადის ბოლოს. წლიური საპროცენტო სარგებელი 6-დან 12 თვემდე ლარში განისაზღვრება 10.5 %-ით, დოლარსა და ევროში 6.5 %-ით, ხოლო 13-დან 24 თვემდე ვადაში ლარში განისაზღვრება 13 %-ით, დოლარსა და ევროში 8 %-ით. თქვენ შეგიძლიათ ანაბრის მოქმედების განმავლობაში მაქსიმუმ 2-ჯერ არ განახორციელოთ ყოველთვიური სავალდებულო შენატანი. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება დარღვეულად ჩაითვლება. ხელშეკრულების ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება წლიური 1.5% შესრულებულ ვადაზე. ანაბრის უზრუნველყოფით შეგიძლიათ კრედიტის აღება შეღავათიანი პირობებით.
”ლიბერთი ბანკი” - შევსებადი ანაბრის გახსნა შესაძლებელია მინიმუმ 5 ლარით/აშშ დოლარით/ევროთი და 2-დან 24 თვემდე ვადით. ანაბრის გახსნა და მომსახურება უფასოა. შემდგომი შემონატანი – შეუზღუდავი. ანაბრის შევსება ხდება სურვილისამებრ და არ არის სავალდებულო. სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც ვადის ბოლოს, ასევე ყოველთვიურად. საპროცენტო სარგებელი 2.00%-დან 12.75%-მდე მერყეობს, ვადისა და ვალუტის შესაბამისად. საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში ცხრილში მოყვანილ წლიურ საპროცენტო განაკვეთებს აკლდება 0.50%. დამატებით შენატანის გატანის შემთხვევაში გატანილ თანხას სტანდარტული საპროცენტო განაკვეთის ნაცვლად ერიცხება წლიური 3.00%. ანაბრის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება წლიური 3.00%. პირველი 30 დღის განმავლობაში ანაბრის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი არ დაირიცხება. `ლიბერთი ბანკი~ შევსებადი ანაბრის მფლობელებს სთავაზობს სპეციალურ შეღავათიან სესხს: ანაბრის პროცენტს +4.00% წლიური საპროცენტო განაკვეთი.
”კორ სტანდარტ ბანკი” - დეპოზიტის მინიმალურ თანხას შეადგენს 50 ლარს, 40 ევროსა და აშშ დოლარს. ყოველთვიური შენატანი განისაზღვრება 20 ლარით ან შესაბამისი ეკვივალენტით დოლარსა და ევროში. დეპოზიტზე თანხების შემოსავლები და გასავლები უფასოა. საპროცენტო სარგებელი 6-დან 24 თვემდე ვადით ლარში განისაზღვრება 9,50 %-დან 13,00%-მდე, დოლარში 7%-დან 9,25%-მდე ხოლო ევროში 6,50%-დან 8,7,5%-მდე. უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში დეპოზიტიდან თანხის განაღდება წარმოებს ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
მაგდა ლორთქიფანიძე