ნანახია: 343
საქართველოში მოქმედი უცხოური ბანკების ნაწილი მიმდინარე წლის პირველ კვარტალს მოგებით ასრულებს. HSBS -ბანკის მოგებამ 31 მარტის მდგომარეობით მილიონ 200 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2010 წლის მესამე კვარტალში ბანკს 3 მილიონზე მეტის ზარალი ჰქონდა. 4 მილიონამდე მოგება მიითვალა ვითიბი ბანკ ჯორჯიამ, მაშინ როდესაც გასული წლის მესამე კვარტალში ვითიბის ზარალი 7 მილიონს აჭარბებდა. ზარალის მაჩვენებელი შეამცირა, თუმცა მაინც უარყოფითი ციფრი მიიღო პრივატ ბანკმა. მიმდინარე წლის პირველი კვარტალში პრივატ ბანკის ზარალი 140 ათას ლარზე მეტია, ხოლო გასული წლის მესამე კვარტალში ზარალი 6 მილიონს აღწევდა.
|