
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) კომპანიებისთვის სესხებს ეროვნულ ვალუტაში გასცემს.
დოლარიზაციის შემცირებას ემსახურება EBRD-ის, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი პროგრამა, რომლის განხორციელებაზე მხარეებს შორის მემორანდუმი 2011 წლის 25 აპრილს გაფორმდა.
"მხარს დავუჭერთ ხელისუფლებას არა მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში სესხების უზრუნველყოფით, არამედ მზად ვართ ასევე ტექნიკური დახმარება გამოვყოთ და ეკონომიკური პოლიტიკის დარგში რეკომენდაციები გავწიოთ, განსაკუთრებით იურიდიულ და მარეგულირებელ საკითხებზე, ვალსა და კაპიტალური ბაზრების ინფრასტრუქტურაზე”, - თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ევრობანკის მმართველმა დირექტორმა ოლივიე დეკამპმა.
ევრობანკის დირექტორთა საბჭომ 2011 წლის თებერვალში უცხოური ვალუტის რისკისა და საგარეო დაფინანსების შემცირების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა.
ამ ინიციატივას მხარი დონორმა ქვეყნებმა დაუჭირა.
სესხები ადგილობრივ ვალუტაში რისკის გაზიარების მიზნობრივი პროგრამის ფონდიდან გაიცემა, რაზეც ევრობანკის აქციონერთა სპეციალურმა ფონდმა, აშშ-ის ხაზინამ და განვითარებადი ქვეყნების მრავალ-დონორულმა ფონდმა მზადყოფნა გამოთქვა.
`ლარიზაცია კრედიტის მსურველთა მიერ სასურველ ვალუტაში სესხის აღებისა და ანაბარზე თანხების განთავსების შესაძლებლობაა. დოლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკაში ბევრ პრობლემას განაპირობებს. სებ-ის გრძელვადიანი სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა”, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ
ევრობანკსსაქართველოში120 პროექტში 1 მილიარდი ევრო აქვს დაბანდებული და ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია განხორციელებული.