რა პრობლემები აქვთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რა პრობლემები აქვთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს
ნანახია: 1495


დედაქალაქი გადამცვლელი პუნქტების სიმცირეს არ უჩივის. გადასაცვლელი კურსი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც განსხვავებულია. გარეუბნებში დაბალი, ცენტრალურში - მაღალი. სავალუტო ჯიხურები ყოველდღიურად სოკოებივით მრავლდებიან. რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გახსნის მსურველმა და საერთოდ, რამდენად მომგებიანია ეს საქმიანობა, ამის გარკვევას `ბ&ფ~ შეეცადა.
როგორც გაირკვა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გახსნა, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამისათვის მსურველს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფართი და მცირეოდენი ტექნიკური უზრუნველყოფა. შემდეგ ეროვნულ ბანკში უნდა შეიტანოს განცხადება და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავს: 1. ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის თაობაზე: საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის, ან საიდენტიფიკაციო ნომერი, მომსახურე კომერციული ბანკ(ებ)ის დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკ(ებ)ში; 2. ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართობის და ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე: პუნქტის ადგილსამყოფელის მისამართი, საოპერაციო ფართობი კვადრატულ მეტრებში და პუნქტის სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები-ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება, კომპიუტერული ტექნიკა მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების აღსარიცხავად, სისტემატიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა; 3. პუნქტის მფლობელისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დადასტურება, რომ ისინი გაცნობილნი არიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს.
როგორც სავალუტო ჯიხურების მფლობელები აცხადებენ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გახსნის პირობები, ადრინდელთან შედარებით, საგრძნობლად გამარტივებულია. უწინდელთან შედარებით აღარც თანხაა გადასახდელი ლიცენზიის მისაღებად და ისეთი დეტალები, როგორიცაა ყალბი ფულის ამომცნობი აპარატი და დამცავი მინა, მხოლოდ მათივე უსაფრთხოებისთვის კეთდება.
სხვადასხვა ობიექტზე სხვადასხვა კურსის არსებობა იმით აიხსნება, რომ მფლობელს უფლება აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კურსი 5%-ით გაზარდოს ან შეამციროს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელები ყოველთვიურად საგადასახადო ინსპექციაში მოგების 20%-ს იხდიან, არცთუ შორეულ წარსულში, გადასახადი მოგების 25%-ს შეადგენდა. ეს თანხა კი, ეროვნული ბანკის გავლით, საქართველოს ბიუჯეტში შედის.
როგორც გადამცვლელი პუნქტის მფლობელები ამბობენ, პუნქტის გახსნა მარტივია, მაგრამ ნაკლებად მომგებიანი. მფლობელები კლიენტების ნაკლებობას უჩივიან. "ამ მთავრობის მოსვლის შემდეგ სავალუტო ჯიხურის გახსნა გაიოლდა, მაგრამ ეს ბიზნესი ნაკლებად მომგებიანი გახდა. ერგნეთის ბაზარი რომ დაიხურა, მას შემდეგ ჩვენი საქმე უკან წავიდა. იქიდან დიდი რაოდენობის საქონელი შემოდიოდა და დიდი რაოდენობის თანხის გადახურდავებაც იყო საჭირო. ადრე, წუთითაც ვერ ვჩერდებოდი, კლიენტების რიგი მედგა, ახლა კი დღის განმავლობაში რამდენიმე კაცი თუ შემოვა. ამ კრიზისის პერიოდში ხომ საერთოდ ერთ ადგილზე ვართ გაყინულები. ხალხს, უბრალოდ, დასახურდავებელი თანხაც აღარ აქვს",- აცხადებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი რამაზ ქიტუაშვილი.
კრიზისამდე, თითქმის ყველა სავალუტო ჯიხურს სხვადასხვა ქართულ წამყვან ბანკთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგალითად: "თიბისი ბანკთან", "საქართველოს ბანკთან", "პროკრედიტ ბანკთან", ბანკ "რესპუბლიკასთან" და ა.შ, მაგრამ ახლა ვალუტის გადამცვლელებს აღარ ჰყავთ იმდენი კლიენტი და აღარ იღებენ ისეთი რაოდენობის თანხას, რომ ბანკების დახმარება დასჭირდეთ. ამიტომაც, ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ბევრი მფლობელი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დახურვასაც კი გეგმავს.

თაკო მათეშვილი





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48