"შავ სიაში" მოხვედრილებს, "შავი დღე" ელით » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "შავ სიაში" მოხვედრილებს, "შავი დღე" ელით
ნანახია: 1386

რა შემთხვევაში მოხვდებით "კრედიტინფოს" სიაში,
აიღებენ თუ არა ოდესმე კრედიტს იქ მოხვედრილები,
ვინ დაუდგება გვერდით 150 ათასზე მეტ უმძიმეს მდგომარეობაში მოხვედრილ საქართველოს მოქალაქეს,
რამ გამოიწვია ასეთი მასობრივი არგადახდები და რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა ვითარების განმუხტვის მიზნით

ბოლო წლებში კომერციული ბანკების მიერ გამოცხადებულმა თუ გამოუცხადებელმა ე.წ. საკრედიტო ბუმმა თავისი ნეგატიური შედეგი მოიტანა. ამას საბანკო საქმის ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ კიდეც, თუმცა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და საქართველოს ეკონომიკაში ომის შემდგომ შექმნილმა ვითარებამ ეს პროცესი, ერთის მხრივ, საგრძნობლად დააჩქარა და, მეორეს მხრივ, დაამძიმა. შედეგი ერთია - საკრედიტო ხელშეკრულებების დამრღვევთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც კრედიტს ვეღარ ისტუმრებს, დღითიდღე იზრდება.
საკრედიტო ბუმის პირობებში, ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობის და ეკონომიკის ვირტუალური ზრდის შთაბეჭდილება შეიქმნა. კრედიტების ხელმისაწვდომობამ საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ საბანკო პროდუქტების დახმარებით ყველას შეეძლო ნებისმიერი საქონლისა თუ მომსახურების შეძენა. სამწუხაროდ, ის, თუ რა ვალდებულებებთან იყო დაკავშირებული სამომავლოდ, საბანკო მომსახურების ანგარიშმიუცემლად გამოყენება, მომხმარებლებს კარგად არ ჰქონდათ გააზრებული. საბანკო ინსტიტუტებს კი, თავის მხრივ, როგორც აღმოჩნდა, არც ბაზარი ჰქონდათ სულფასოვნად შესწავლილი და ახალ-ახალ საკრედიტო სერვისების თანამდევ რისკებსაც არაადეკვატურად ითვლიდნენ. ანუ, სათანადო ყურადღებით არ ეკიდებოდნენ უმთავრესი საკითხის შესწავლას, - თუ რამდენად უპრობლემოდ შეეძლო მათ კლიენტურას აღებული ვალდებულებების დაფარვა.
ერთი შეხედვით, ხელმისაწვდომი, თუმცა მაინც საკმაოდ ძვირი კრედიტები, სამწუხაროდ, ვერ გახდა ეკონომიკის გამოცოცხლების წინაპირობა და ეს ბუნებრივიცაა. ბანკების მიერ ანგარიშმიუცემლად გაზრდილი საკრედიტო პორტფელის დიდი ნაწილი, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და არა გრძელვადიანი, ან თუნდაც საშუალოვადიანი ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად. ომისშემდგომ სიტუაციაში, როდესაც კომერციულმა ბანკებმა პრაქტიკულად შეაჩერეს საკრედიტო აქტივობა, კრედიტორთა უმრავლესობა საკუთარი საქმისა და შემოსავლების გარეშე დარჩა. სიდუხჭირეში ჩავარდნილი მოქალაქეები, რომელთაც ლუკმაპურის პრობლემა დაუდგათ, ბუნებრივია, ბანკების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვეღარ ფარავენ.
დღეისათვის ურჩ გადამხდელთა ბაზაში, რომელსაც კომერციული ბანკების შეთანხმებით შპს "კრედიტ-ინფო საქართველო" აყალიბებს, 150 ათასზე მეტი ურჩი გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირია მოხვედრილი. "კრედიტ ინფოს" საინფორმაციო ბაზაში ასევე თავმოყრილია ინფორმაცია დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე პირების, ანუ კარგ გადამხდელთა შესახებაც. თუმცა, "კრედიტ-ინფო" საზოგადოების ცნობიერებაში უფრო "შავ სიად" მოიაზრება, ვიდრე საინფორმაციო ბიუროდ და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ.
ნებისმიერი ბანკის ნებისმიერი კლიენტი, იქნება ის უბრალო მომხმარებელი, მსხვილი ბიზნესმენი თუ იურიდიული პირი, საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობისას, ვადის დადგენილი დროით გადაცილების შემთხვევაში ე.წ. "შავ სიაში" ავტომატურად ხვდება. კომერციული ბანკები საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტენ, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევიდან რამდენი ხნის შემდეგ გადასცენ დამრღვევი"შავ სიაში". ეს ვადა 30-იდან 60 დღემდე მერყეობს.
"ბანკები და ფინანსებს" "კრედიტ-ინფოში" განუცხადეს, რომ ურჩ გადამხდელთა რაოდენობამ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე დაიწყო ზრდა. თუმცა, ომის შემდეგ მათმა რაოდენობამ გაცილებით მოიმატა. ამას ხელი ცხადია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურმა გავლენამაც შეუწყო ხელი.
"შავ სიაში" მოხვედრილ კრედიტორებს, შეიძლება ითქვას, მართლაც შავი დღე ელით. კერძოდ, ურჩი გადამხდელი ბანკიდან სესხის აღებას მომდევნო 7 წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს და მანამდე მინიჭებული ბევრი სხვა საბანკო პროდუქტით სარგებლობის უფლებაც ჩამოერთმევა. ხშირად `შავ სიაში~ ურჩ გადამხდელთა თავმდებიც ხვდება და მასაც იგივე შეზღუდვები უწესდება. უნდა ითქვას, რომ ომამდე თავმდები პირები, როგორც წესი, ამ ბაზაში არ ხვდებოდნენ, მაგრამ აგვისტოს შემდეგ, ბანკებმა მათ მიმართაც გაამკაცრეს სანქციები. აგვისტოს ომამდე და ეკონომიკური კრიზისის გამწვავებამდე საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ურჩი გადამხდელი ბანკებთან საკრედიტო ურთიერთობას მაინც ახერხებდა. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი "ურჩთა" ბაზაში მოხვედრის მიზეზი, ანუ ვადაგადაცილებაში არსებული მისი სესხი სრულად იყო დაფარული. ბანკებშიც და "კრედიტ-ინფოშიც" აცხადებენ, რომ სადღეისოდ ასეთი რამ პრაქტიკულადაც გამორიცხულია და თეორიულადაც.
"შავი სიაში" მოხვედრილის "შავი დღე" იმაშიც მდგომარეობს, რომ გარდა ბანკებთან საკრედიტო ურთიერთობის ფაქტობრივი აკრძალვისა, მას სხვა სახის ბევრი ჯარიმა და თუ სახდელიც ეკისრება, როგორიცაა პირგასამტეხლო, არბიტრაჟისა თუ სასამართლო წარმოების ხარჯები და ა.შ.
უკიდურესობამდე გართულების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვადაგადაცილებული სესხი გირაოთი არ არის უზრუნველყოფილი, ბანკების პრობლემური სესხების განყოფილებები ურჩ გადამხდელებთან ურთიერთობაში სპეციალურ, ძირითადად, იურიდიული პროფილის სამსახურებს რთავენ. ბანკების სასარგებლოდ ვალების ამოღებაზე სწორედ ისინი იწყებენ ზრუნვას და, ბუნებრივია, ამაში სოლიდურ საკომისიოსაც იღებენ.
ვალების ამოღების ბაზარზე რამდენიმე კომპანია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ესენია: შპს "საიმედო აუქციონი", შპს "კაპტო რეალთი", შპს "თრიბა", შპს "აქტივების მართვის ჯგუფი" და PIM ჯგუფი. იურიდიული სამსახურები "როგორღაც" ახერხებენ და უკავშირდებიან ურჩ გადამხდელ კლიენტებს და მათთან დავალიანების გადახდის მკაცრი და საბოლოო გრაფიკის შედგენაზე მუშაობენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ურჩ გადამხდელთა უმრავლესობა ფსიქოლოგიური წნეხის და უსახსრობის გამო უკიდურესად დათრგუნულია და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობს ბანკთან ურთიერთობას თავი აარიდოს, თუმცა მათაც კარგად ესმით, რომ თავის არიდება საბოლოო ჯამში, გამოსავალი ვერ იქნება. ურთიერთობა ურჩ გადამხდელებთან ხშირად სცილდება კანონიერების ფარგლებს, ჰგავს ფსიქოლოგიურ ტერორს და შანტაჟს. ე სკი არც ამ ფირმებს უნდა აძლევდეს ხელს, არც ბანკებს და არც, მით უმეტეს, სახელმწიფოს.
დღეისათვის ხშირია შემთხვევები, როცა საქმე ქონების დაყადაღებამდე და სასამართლომდე მიდის. მართალია, ოფიციალურად არავინ აცხადებს, თუმცა არცაა დასამალი, რომ ქონების დაყადაღება იმ შემთხვევებშიც ხდება, როცა ესა თუ ის ქონება ამ თუ იმ კონკრეტული სესხის უზრუნველსაყოფად არაა განსაზღვრული, ანუ გირაოში ჩადებული არ არის. ბუნებრივია, ბანკებმა გასესხებული სახსრები განსაზღვრული სარგებლით უნდა დაიბრუნონ, თუმცა, მორალურად რამდენად გამრთლებულია ზემოაღნიშნული მიდგომა, როცა ბანკებს, თავის დროზე, ადეკვატურად არ აქვთ რისკები დათვლილი, შესაძლოა საკამათოც იყოც. მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ბანკი "კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი~ არ არის მასთან ურთიერთობისას მომხმარებელმა თავადაც უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და კარგად შეაფასოს საკუთარი აქტივები. მაგრამ ცალსახაა, რომ თუ თავის დროზე ბანკმა გარისკა, უნდა ზღოს კიდეც ამისთვის და გირაოთი უზრუნველყოფილ კრედიტებზე მოქალაქეს ქონებას არ უნდა ედავებოდეს. ასეთი ლოგიკით თუ წავედით, ამ მოქალაქის დაჭერაც შეიძლება. ეს ხომ უფრო შთამბეჭდავი შურისძიება იქნება?!
აქვე ერთი საგულისხმო დეტალიც, - "შავ სიაში" მოხვედრილი პირების მიერ გადახდილი ვალდებულებები არ იბეგრება. ანუ, 100%-ით დარეზერვებული სესხების ამოღებისას (100 %-ით სესხის დარეზერვება კი ვადაგადაცილებიდან 5 თვის თავზე ხდება) ეს თანხა სრულად მიიმართება ბანკის აქტივში.
ასეა თუ ისე, კომერციული ბანკები ვადაგადაცილებულ სესხებთან მიმართებაში ვითარების მართვას ჯერჯერობით ახერხებენ. თუნდაც იმის ხარჯზე, რომ ურჩ გადამხდელებთან ურთიერთობაში ისინი უკვე უკიდურეს, შეიძლება ითქვას, დრაკონულ, ზომებს მიმართავენ.
კრიზისი მწვავდება, ურჩ გადამხდელთა რაოდენობა ლამის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. საბანკო საქმის ექსპერტულ წრეებში უკვე საუბრობენ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა საკრედიტო რესურსი გაჩნდეს, მაგრამ მისი მომხმარებელი აღარ იყოს ვინმე, რამდენადაც ამა თუ იმ ფორმით, პოტენციური კლიენტურა უკვე იქნება "შავი სიის" "ლაურეატი". ექსპერტთა აზრით, გარკვეული გამოსავალი შეიძლება იყოს, თუკი ეკონომიკური აქტივობის დაწყების კვალდაკვალ, ბანკები შეთანხმდებიან, დათქვამენ გონივრულ ვადას და ვადაგაცილების სრულად დაფარვის შემთხვევაში, კლიენტურას "კრედიტ-ინფოს" "შავი" ბაზიდან ამოიღებენ.


ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48