სებ-ი ლარს "კბილებით"იჭერს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : სებ-ი ლარს "კბილებით"იჭერს
ნანახია: 850

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

2009 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,004 პუნქტით გაუფასურდა. ამ წელს ლარის დევალვაციის ტენდენცია თებერვლიდან დაიწყო. იანვარში აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 0,0010 ნიშნულით გამყარდა. თვის დასაწყისიდან $1/1.6680 ლარის ნიშნულიდან გაცვლითი კურსი თვის ბოლომდე $1/1.6670-მდე გამყარდა.
იანვარში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე (თბსბ) შემდგარ გარიგებებზე ლარის კურსი უცვლელად 5-26 იანვრის პერიოდში $1/1.6680 ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო 28 და 29 იანვარს 1.6650 გამყარდა. აშშ დოლარის მიმართ ლარი მხოლოდ, 30 იანვარს გაუფასურდა.
იანვარში თბსბ-ზე, დეკემბერთან შედარებით, 19-ით ნაკლები გარიგება დაიდო და მათმა მთლიანმა რაოდენობამ 93 ერთეული შეადგინა (112 გარიგება დეკემბერში), რომელთა საერთო მოცულობამ 115 970 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც დეკემბრის (177 830 000) ანალოგიურ მაჩვენებელზე 61 860 000 აშშ დოლარით ნაკლებია. გარიგებების მაქსიმალურმა ოდენობამ 5 იანვარს 31 800 000 დოლარი შეადგინა, რაც 14 600 000 დოლარით მეტია დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე (17 200 000). თვის განმავლობაში მინიმალური გარიგება 14 იანვარს შედგა და მისმა მოცულობამ 300 000 დოლარი შეადგინა, რაც 200 000 დოლარით ნაკლებია დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე (500 000 აშშ დოლარი).
თბსბ-ზე შემდგარ გარიგებებში კომერციულმა ბანკებმა 97-ჯერ მიიღეს მონაწილეობა (დეკემბერში 115-ჯერ). მათ შორის, გამყიდველის სტატუსით 40-ჯერ (დეკემბერში 12) და მყიდველის - 57-ჯერ (დეკემბერში 103-ჯერ). საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იანვარში გამართულ ვაჭრობებში 17-ჯერ მიიღო მონაწილეობა (ნაცვლად დეკემბრის 23-სა), აქედან 8-ჯერ (ნაცვლად დეკემბრის 1-ისა) მყიდველის სტატუსით და 9-ჯერ გამყიდველის სტატუსით (ნაცვლად დეკემბრის 22-ისა).
იანვრის დასაწყისში სავალუტო ბირჟაზე დოლარზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვებით მთლიანად დააკმაყოფილა. 5, 6, 8 და 9 იანვარს სებ-მა შესაბამისად 31,8 მლნ; 9,73 მლნ; 14,5 მლნ და 12,3 მლნ. დოლარი გაყიდა, რამაც საერთო ჯამში 68,33 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც მთელი თვის დოლარის მოთხოვნის 82%-ია.
თვის ბოლოს, 28, 29 იანვარს, უკვე ლარზე დაფიქსირდა მცირედი მოთხოვნა, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,6671-დან 1,6650 ნიშნულამდე გამყარდა. ამ დღეებში სებ-მა შესაბამისად 3,53 მლნ და 2,9 მლნ დოლარი შეისყიდა. 30 იანვარს, თვის ბოლო ვაჭრობაზე თავდაპირველმა მოთხოვნამ 6 150 000 აშშ დოლარი, ხოლო მიწოდებამ 400 000 აშშ დოლარი შეადგინა. ვაჭრობაში უცხოური ვალუტის გამყიდველის სტატუსით 2 კომერციული ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო მყიდველის სტატუსით 3 კომერციული ბანკი მონაწილეობდნენ. სულ 5 საბირჟო გარიგება დაიდო, რომელთა საერთო მოცულობამ 4 150 000 აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევის ვაჭრობაზე 3 750 000 აშშ დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც ლარი დოლართან მიმართებაში 1,6670 ნიშნულამდე გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იანვრის განმავლობაში ბირჟაზე შემდგარი გარიგებების მთლიან მოცულობაში 26 480 000 აშშ დოლარი შეისყიდა და 83 230 000 აშშ დოლარი გაყიდა.
იანვარმა, ასე თუ ისე, მშვიდად ჩაიარა. თებერვლის დასაწყისიდან კი ლარის გაუფასურება კვლავ გაგრძელდა. 2, 3, 4, 5 და 6 თებერვალს შესაბამისად სებ-ს 6,8 მლნ; 11,2 მლნ; 7,4 მლნ; 8,4 მლნ და 6,15 მლნ. დოლარის გაყიდვა მოუხდა. ეროვნულ ბანკმა ამ პერიოდში სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა სრულიად მხოლოდ 6 თებერვალს დააკმაყოფილა. თებერვლის პირველ კვირაში სებ-ის სავალუტო რეზერვები 39,95 მლნ დოლარით შემცირდა. ამისდა მიუხედავად, ამ პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 1,6670-დან 1,6720-მდე გაუფასურდა.
ასე თუ ისე, ლარი ნელ-ნელა კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. ავადმოსაგონარ პარასკევს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ლარი მიზანმიმართულად გააუფასურა, როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ექსპერტების უმრავლესობამ სებ-ს ურჩია, რომ ლარი თუ გაუფასურდებოდა, ეს მხოლოდ ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა მომხდარიყო.
უცნობია ეროვნულმა ბანკმა ექსპეტების აზრი გაითვალისწინა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ სებ-ის ნებით თუ მისგან დამოუკიდებლად, ლარი პერიოდულად და ნელ-ნელა უფასურდება. მართალია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმპორტირებულ პროდუქციას გააძვირებს, საქართველოში არსებული პროდუქტის 80% კი იმპორტირებულია, მაგრამ ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ექსპორტის ზრდას ხელს შეუწყობს. ჩვენი ქვეყნის მცირეოდენ ექსპორტს კი ეროვნული ბანკისაგან ნამდვილად სჭირდება დახმარება და ხელშეწყობა.


მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48