რა პირობებით სთავაზობენ ქართული ბანკები მომხმარებელს საკრედიტო ბარათებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რა პირობებით სთავაზობენ ქართული ბანკები მომხმარებელს საკრედიტო ბარათებს
ნანახია: 1334

საკრედიტო ბარათი ის საბანკო პროდუქტია, რომელსაც ბოლო დროს ჩვენი მოსახლეობა ყველაზე ხშირად მოიხმარს, რადგან საკრედიტო ბარათები მომხმარებლისთვის მეტად პრაქტიკული და მოსახერხებელია. ქართული ბანკები მოსახლეობას სხვადასხვა დასახელების და სხვადასხვა პირობების მქონე საკრედიტო ბარათებს სთავაზობს.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკები საკრედიტო ბარათებზე მომსახურების პირობების შეცვლას გეგმავენ,იზრდება განაღდების საკომისიო საპროცენტო განაკვეთი, რაც მომხმარებლისთვის არცთუ ხელსაყრელი იქნებოდა. შევეცადეთ გაგვერკვია,თუ რა პირობებით გვთავაზობენ ქართული ბანკები საკრედიტო ბარათებს და რა ცვლილებები იგეგმება რეალურად.
"ტაოპრივატბანკი" მომხმარებელს PRIVATE CARD-ს სთავაზობს, რომლითაც ნებისმიერი ბანკის ბანკომატში შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა და მოახდინოთ უნაღდო ანგარიშწორება სავაჭრო ობიექტებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრება 50-დან 2500 ლარამდე (საწყის ეტაპზე 300 ლარი). საპროცენტო განაკვეთი კი თვეში 3%-ია.
თანხის განაღდების საკომისიო შემდეგნაირია: "ტაოპრივატბანკის"ბანკომატებში-4%, საქართველოში მოქმედი სხვა ბანკების ბანკომატებში-4%+2 ლარი, საზღვარგარეთ არსებული ბანკების ბანკომატებში-4%+6 ლარი, ხოლო საკუთარი სახსრების შემთხვევაში-1%.
თუ თქვენ ხართ 18-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე და გაქვთ გარკვეული შემოსავალი, შეგიძლიათ გახდეთ პრივატსერიის საკრედიტო ბარათების მფლობელი
როგორც "ტაოპრივატბანკის" ოფიციალირ ვებ-გვერდზეა მითითებული, PRIVATE CARD-ს მრავალი უპირატესობა ახასიათებს. კერძოდ, უპროცენტო კრედიტი 30 დღის განმავლობაში; უვადო საკრედიტო ლიმიტი; უფასო საბარათე ანგარიშის გახსნა და მომსახურება; ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობა ავტომატურად ან თქვენი მოთხოვნით; დაბალი საპროცენტო განაკვეთი და არანაირი დამატებითი საკომისიო.
საკრედიტო ბარათის მიღება "ტაოპრივატბანკში" ხელფასის ცნობის გარეშეც შეგიძლიათ.
"თიბისი" ბანკი კლიენტებს თBშ ჩარდ-ს სთავაზობს. TBS Card-ი საკრედიტო ბარათია ყველაზე ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით. TBS Card--ით ადვილად მოიძიებთ საჭირო თანხას, 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი კი საშუალებას მოგცემთ აუჩქარებლად დაფაროთ გამოუყენებელი თანხა.
TBS Card--ის უპირატესობად ბანკის მესვეურები შემდეგ პირობებს ასახელებენ: უპროცენტო კრედიტი საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით და უვადო საკრედიტო ლიმიტი. ისინი აცხადებენ, რომ ესაა კრედიტი უზრუნველყოფისა და თავდებობის გარეშე.
TBS Card--ს მიიღებთ მარტივად, თუ ხართ არანაკლებ 20 წლისა, გაქვთ ექვსთვიანი სამუშაო გამოცდილება და თქვენი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 300 ლარს.
TBS Card--ის დავალიანების დაფარვა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: "თიბისი" ბანკის ნებისმიერ ფილიალში მისვლით, ტელეფონ-ბანკით, ინტერნეტ- ბანკით და სხვა ბანკიდან თანხის გადმორიცხვით. საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთი კი თვეში 2,75%-დან 3,25%-მდეა.
TBS Card--ის საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების დღიდან თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარათით-გადაიხადონ სავაჭრო ობიექტებში და გაანაღდოთ თანხა ნებისმიერ ბანკომატსა თუ ბანკში.
როგორც "თიბისი" ბანკის წარმომადგენელმა მაია ძირკველიშვილმა განგვიმარტა, უახლოეს მომავალში ბანკი საკრედიტო ბარათზე მომსახურების პირობების შეცვლას არ გეგმავს.
"საქართველოს ბანკს" სამი სახის საკრედიტო ბარათი გააჩნია. ესენია - orange card,magti card და populi credit. საკრედიტო ბარათ populi credit- ით სამთვიანი უპროცენტო კრედიტით სუპერმარკეტ "პოპულის" სავაჭრო ქსელში შეგიძლიათ ივაჭროთ..
populi credit-ით მუდმივად შეძლებთ უპროცედენტო კრედიტით სარგებლობას, თუ კრედიტს თანხის ათვისებიდან ერთი თვის განმავლობაში სრულად დაფარავთ.
populi creditის სამთვიანი "გაცნობითი პერიოდის" დასრულების შემდეგ, მინიმალური გადასახადის ნაწილ-ნაწილ დაფარვის შემთხვეაში, კრედიტს შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით მიიღებთ.
ბარათზე მომსახურების ტარიფები შემდეგნაირია: განაღდების საკომისიო "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრებსა და ბანკომატებში - 3,9%, მინ. 3,9 ლარია; განაღდების საკომისიო სხვა ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებშიც იგივეა- 3,9%, მინ. 3,9 ლარი.
საკრედიტო ბარათი Magti Card-ი ექსკლუზიურ ბარათს წარმოადგენს და იგი მხოლოდ "მაგთის" რჩეული აბონენტებისთვისაა განკუთვნილი. Magti Card-ით მუდმივად ისარგებლებთ უპროცენტო კრედიტით, თუ მისი ათვისებიდან ერთი თვის მანძილზე,სრულად დაფარავთ დავალიანებას.
Magti Card-ით ისარგებლებთ ყველაზე შეღავათიანი, წლიური 15%-იანი კრედიტით, თუ თანხას ნაწილ-ნაწილ, მინიმალური გადასახადის სახით დაფარავთ.
Magti Card-ით თანხის განაღდება საქართველოს ყველა ბანკომატში 1,5%-ს შეადგენს, მინიმალური საკომისიო კი არ არის.
Magti Card-ით თანხის განაღდება მსოფლიოს ყველა ბანკომატში უფასოა.
Orenge Card-ი კი არის საბანკო კრედიტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მიზნისთვის. Orenge Card-ით ყოველთვიურად ისარგებლებთ ერთთვიანი უპროცენტო კრედიტით, დაანგარიშების თარიღამდე დავალიანების სრულად დაფრვის შემთხვევაში. ბარათი დამტკიცდება მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. მისი გამოყენება შესაძლებელია მთელ მსოფლიოში. Orenge Card-ით სარგებლობისას არ მოგეთხოვებათ უზრუნველყოფა, პროცენტის დარიცხვა ხდება მხოლოდ ათვისებულ თანხაზე. აუთვისებელ ლიმიტზე კი პროცენტი არ დაგერიცხებათ.
როგორც გაირკვა, "საქართველოს ბანკში" ცვლილებები ამ დროისთვის მხოლოდ Orenge Card-ს შეეხება: 5 თებერვლიდან, საკრედიტო ბარათზე Orenge Card, იცვლება ბანკომატებიდან განაღდების საკომისიო პირობები. ამის თაობაზე, მომხმარებლების ინტერესების დაცვით, 5 იანვარს შეტყობინება განთავსდა ბანკის ყველა სარვის ცენტრში და ასევე "საქართველოს ბანკის" ვებ-გვერდზე. ცვლილებები შეეხება ყველა არსებულ და Oრანგე ჩარდ-ის ახალ მფლობელს. მას კი, ვისაც სურს, რომ ახალი პირობებით აღარ ისარგებლოს, შეუძლია სრულად დაფაროს ათვისებული თანხა. განაღდების საკომისიოს გაზრდით. "ჩვენ ვცდილობთ, საკრედიტო ბარათის პირობები შესაბამისობაში მოვიყვანოთ საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, ერთგვარი ბიძგი მივცეთ ჩვენს მომხმარებელს, ანგარიშწორება მოახდინონ ბარათით, ანუ ე.წ. პოს-ტერმინალებით. ამ შემთხვევაში, მომხარებელი არ იხდის არანაირ საკომისიო გადასახადს", - განმარტავენ "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48