მთავრობა ინვესტორების ადგილს იკავებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მთავრობა ინვესტორების ადგილს იკავებს
ნანახია: 610

საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანას კრიზისის მინიმალური დანაკარგებით დაძლევაში უნდა დაეხმაროს. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გილაურის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება და ეკონომიკის განვითარება იქნება. თუმცა, რამდენად შეუწყობს ხელს ეს გეგმა კრიზისის დაძლევას და მოსახლეობის დასაქმებას, ალბათ, სხვა საკითხია. ის, თუ რამდენად შესაბამისია ეს გეგმა შექმნილი ვითარებისა, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ მანამდე გარკვეული შეფასებები შეიძლება გაკეთდეს.
ეკონომიკის ექსპერტ პაატა შეშელიძის აზრით - "ნებისმიერი გეგმის შესადგენად აუცილებელია, რომ თვითონ ამ კრიზისის არსში ვიყოთ გარკვეული. ამ ეტაპზე პრობლემა რამდენიმე ასპექტისგან შედგება. პირველი ფინანსური კრიზისი, რომელიც, მართალია არ დაწყებულა საქართველოში, მაგრამ მასზეც გავრცელდა და იგივე ფინანსური ინსტრუმენტები, რაც უცხოეთში იყო კრიზისის გამომწვევი, ჩვენთანაც ანალოგიურად მუშაობდა. ამას ემატება ქართულ ეკონომიკურ სისტემაში არსებული გაუმჭვირვალობის პრობლემა, რაშიც იგულისხმება ის, რომ ძნელია დაადგინო ფული იხარჯება დანიშნულებით თუ არ იხარჯება. განსაკუთრებით საუბარია ბიუჯეტზე, თუმცა არა მარტო ბიუჯეტზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ხელისუფლების მიერ წარმატებული კომპანიები ისჯება და ხალისდება ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ პოლიტიკური კავშირები. ბოლო ასპექტად უნდა მივიჩნიოთ აგვისტოს მოვლენები, რომელიც საქართველოში ინვესტიციების შემცირებაში აისახა."
ფაქტია, რომ ფინანსური კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. უარყოფითი ზეგავლენის გაძლიერება 2009 წელსაა მოსალოდნელი, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში. 2008 წელს განსაკუთრებით დიდი პრობლემები შეიქმნა საბანკო და სამშენებლო სექტორებში, იმ დროს, როცა ორივე მათგანი საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგებია. თუმცა არსებული პრობლემების მთლიანად გლობალურ კრიზისსა და ომზე გადაბრალება არ იქნება სწორი, რადგან ქართულ ეკონომიკაში პრობლემები 2008 წლის პირველ ნახევარში უკვე არსებობდა. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მსოფლიო კრიზისის ჩვენს ეკონომიკაზე გავლენასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ "საქართველო აქამდე პარტნიორების დახმარებასა და იმპორტირებულ საქონელზე იყო დამოკიდებული და ბუნებრივია, მათი გაჭირვება ჩვენთანაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია და იგი, სავარაუდოდ, 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება. რაც, რა თქმა უნდა, ქართულ ეკონომიკაზე მოახდენს საკმაოდ დიდ გავლენას. რომ არა ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი დახმარებები, საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად ქართული საფინანსო სისტემა კრახის წინაშე აღმოჩნდებოდა. თუმცა, ერთი მხრივ, კარგი იქნებოდა, რომ ეს თანხები არ მოეცათ, მაშინ მთავრობა და ბიზნესი იძულებული იქნებოდა ეფიქრა რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციაზე და კრიზისიდან თავის დაღწევის საკუთარ გზებზე.
კარგი იქნებოდა ერთხელ მაინც გვეცადა რთული მდგომარეობიდან გამოსვლა სხვების დახმარების გარეშე. რაც შეეხება, ანტიკრიზისულ გეგმას ჯერ-ჯერობით მას არავითარი ეფექტი არ აქვს და ვერც გამოჩნდება, რადგან ცოტა ხანია გასული. ერთადერთი ვხედავთ, რომ სამუშაო ადგილები თანდათანობით იკარგება და ბიზნესის აქტიურობა ეცემა. ამ გეგმაში ცუდი ის არის, რომ ყველაფერი ორიენტირებულია სახელმწიფოს გააქტიურებაზე ეკონომიკაში და არა კერძო სექტორის აქტიურობის შენარჩუნებაზე. მე არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს ეკონომიკაში, მან თავისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა უნდა განახორციელოს. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ეს გააქტიურება ეკონომიკაში კარგ შედეგს არ მოიტანს."
ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით სახელმწიფო უნდა გახდეს მთავარი ინვესტორი ქვეყანაში, რაც გამოწვეულია ინვესტორების შემცირებით. უკეთესი იქნებოდა მთავრობას საკუთარი ხარჯები შეემცირებინა და საგადასახადო გარემოს მეტ ლიბერალიზაციაზე ეზრუნა. თუმცა, რა უფრო ესაჭიროება ეკონომიკას განვითარებისათვის სახელმწიფო ინვესტიციები თუ ეკონომიკის რეალური ლიბერალიზაცია, ამასთან დაკავშირებით პაატა შეშელიძე მიიჩნევს: "ქართული ანტიკრიზისული გეგმა ძირითადად არის სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ შემორჩენილი მეწარმეები კიდევ უფრო უნდა დაიბეგრონ, მითიური სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ის გარემოება, რომ სახელმწიფო სამუშაო ადგილებს ქმნის არის დიდი ტყუილი. გზების მშენებლობისთვის 520 მლნ. გამოიყო და თითქოს ამით უამრავი ადამიანი უნდა დასაქმდეს. სინამდვილეში გზები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია შენდება. აქედან გამომდინარე, ეს სიახლე ნამდვილად არ არის. ამავდროულად გზების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა გამოგზავნილი და სწორედ ისინი ავალებენ მთავრობას თანხების ამ მიმართულებით დახარჯვას. ამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგენლებმა აქცენტები პოპულისტური ამოცანის გადაწყვეტაზე გააკეთეს და არა რეალურად კრიზისის დაძლევაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს გეგმა ვითარების არაადეკვატურია. არანაირი ეკონომიკის წახალისება არ დევს ამ გეგმაში და ვერც იარსებებს."
ქართულ და წამყვანი ქვეყნების მეთაურთა მიერ კრიზისის დასაძლევად შემუშავებულ გეგმებს შორის შეიძლება გარკვეული პარალელების გავლება. თუმცა იქ სულ სხვა მასშტაბებისა და სხვა სიღრმის პრობლემებია. დასავლეთში ასე მარტივად არ დგას სიტუაცია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებით მოიხსნას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ჩვენ უბრალოდ მიჩვეულები ვართ კრიზისში ცხოვრებას და ამიტომ არ განვიცდით შექმნილ მდგომარეობას. დასავლეთის ქვეყნებში ასეთი სტრუქტურული პრობლემები რომ იყოს, ალბათ, მათი ეკონომიკა დაინგრეოდა, ჩვენ კი უკვე მრავალი წელია ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც წარმეობა გაჩერებულია, მაღალი ინფლაცია და უმუშევრობაა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამ პრობლემებს უკვე დიდი ხანია ვუძლებთ, თუმცა აქ არის ყველაზე საშიში ფაქტორი, რაც მდგომარეობს შემდეგში: ჩვენი ეკონომიკა ვერ ვითარდება. მთავრობის ინვესტირებით შექმნილი სამუშაო ადგილები დროებითია და იგი ამ პროგრამის დასრულებასთან ერთად გაქრება, ამიტომ უკეთესი იქნებოდა ეს თანხები კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ხელისუფლება, რომელიც ფულს აბანდებს ეკონომიკაში, ხელს უშლის ბიზნესში კონკურენციას, რადგან იგი ხდება მთავარი მოთამაშე. ასეთ ვითარებაში ინვესტორებიც ქვეყანაში თანხების დაბანდებისაგან თავს შეიკავებენ ან შემოვლენ ისინი, ვინც მთავრობასთან ერთად იქნებიან ბაზრის მონოპოლისტები. რაც ქართული ეკონომიკისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48