რას გულისხმობს "შავი სია" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რას გულისხმობს "შავი სია"
ნანახია: 1101

ამბობენ, რომ ამქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ალბათ, ბევრს გაუკვირდება, თუ ეტყვით, რომ თურმე ნათელი მხარე მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსაც ჰქონია და შეიძლება არც დაგიჯეროთ კიდევაც, რადგან სიტყვა კრიზისის ხსენებაც კი ბევრს უკვე შიშის ზარს სცემს და ნებით თუ უნებლიედ, მაშინვე ამოუტივტივდება არასასიამოვნო ფიქრები: შემცირებული ხელფასი, თითქმის ყოველდღიურად, გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ფასები პროდუქტებზე, უსამსახუროდ დარჩენილი ახლობელი და ასე შემდეგ..…ეს ყოველივე სრულებით საკმარისია, რომ ნორმალური ადამიანის ცნობიერებაში ეკონომიკური კრიზისის განსაზღვრებამ ძალზედ უარყოფითი ადგილი დაიკავოს, აფიქრებინოს, რომ აპოკალიფსმა კარზე მიუკაკუნა და გაჩენის დღე აწყევლინოს; ..მაგრამ თუ ამ სიტუაციას მცირედი იუმორით მივუდგებით, თუკი ეს შესაძლებელია (ამბობენ, რომ იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს), მაშინ შევძლებთ რამდენიმე "ნათელი წერტილის" დანახვას.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს არცთუ ისე მრავალრიცხვოვან ერს პოლიტიკოსები უკვე რამდენიმე წლის წინ ანებივრებდნენ უცხოური და ძნელად გასაგები სიტყვების კორიანტელით, რომელთა აზრშიაც წვდომა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, საქართველო სულ უფრო და უფრო დაემსგავსა ევროპულ ქვეყანას და თავგადაკლულმა პატრიოტებმაც კი, რომლებიც ამ უცხოურ სიტყვებს პროტესტის ნიშნად არ ითვისებდნენ, აქაოდა, რა გვჭირს სამაგისო ქართველებს, როცა ერთ უცხოურ მოდურ სიტყვაზე ხუთი ქართული სინონიმი მოდისო, აზრი შეიცვალეს და მათ ათვისებას შეუდგნენ. რას იზამ, როცა ევროპულობაზე გაქვს პრეტენზია, რაღაც დათმობებზეც გიწევს წასვლა.
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კი არნახულად ბევრი უცხო ტერმინი, თუ "ბიზნესგამოთქმა" შემატა ქართულ რეალობას.
ბევრს მათი მნიშვნელობა არ ესმის, მაგრამ მაინც იმეორებს კრიზისთან დაკავშირებულ, ტელევიზორში გაგონილ და უკვე დაზეპირებულ ფრაზებს, თავისი აღშფოთება რომ გამოხატოს.
ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ფრაზაა შავი, იგივე კრედიტ სია. მაშ ასე, რას გულისხმობს ეს სია!
`შავ სიას~, საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოციალურად მაღალ ფენას ვაჭრები წარმოადგენდნენ, გაკოტრების შემთხვევაში, ისინი ირიცხებოდნენ სიაში, რომელსაც სამეზობლო რაიონის სხვა ვაჭრები აწარმოებდნენ. ასეთი სიის ფუნქციონირების აზრი ის იყო, რომ `შავ სიაში~ შეყვანილ ადამიანებს უარს ეუბნებოდნენ ფულის სესხებაზე და სხვადასხვა სავაჭრო მომსახურებაზე. ხანდახან ასეთ სიებს საქვეყნოდაც აცხადებდნენ, რაც დიდ სირცხვილად ითვლებოდა სიაში მყოფი ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
დროთა განმავლობაში, ყოველდღიურ სალაპარაკო ენაში ასეთ სიას `შავი სია~ ეწოდა. დღევანდელ რეალობაში, იმ შემთხვევაში, თუკი ინდივიდუალური ადამიანების ჯგუფი, ან გარკვეული ორგანიზაცია ასეთ სიაში ხვდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მან დაიმსახურა გარკვეული და ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესება თავისი არალეგალური ქმედებიდან გამომდინარე. მაგალითად, ამერიკაში, გარკვეულ ინდუსტრიებში, ცუდად მომუშავე მუშახელის "შავ სიაში" შეყვანა ჩვეულებრივი ამბავია. ასეთ სიაში მოხვედრილ უიღბლოებს თითქმის საერთოდ ეცლებათ შანსი შემდგომში მსგავს სფეროში სამუშაოს პოვნისა.
"შავი სიის" ლეგალურობა ყოველთვის განსხვავდება, და როგორც წესი, ის რომელიმე კერძო შემთხვევაზეა დამოკიდებული. ადამიანების გარკვეული ნაწილი მას ლოგიკურსა და კანონიერს უწოდებს, მეორე ნაწილი კი დისკრიმინაციად მიიჩნევს.
"შავ სიას" იყენებენ, რათა აუკრძალონ გარკვეულ ინდივიდებს შესვლა სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებაში, რესტორნებში და მაღაზიებშიც კი.
ასევე, კერძო მწარმოებელს უფლება აქვს გააკეთოს "შავი სია" ქვეყნებისა, სადაც მას არ სურს რომ მისი პროდუქცია გაიყიდოს.
ცნობილი "შავი სიებიდან" აღსანიშნავია 1950-იანი წლების "ჰოლივუდის შავი სია", რომელშიც ხალხი ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან თავიანთი პოლიტიკური მრწამსის, კერძოდ, კომუნიზმისადმი სიმპათიის გამო მოხვდა. სხვათა შორის, ამ ხალხის რიგებში ჩარლი ჩაპლინიც იყო.
`შავ სიაში~ შეყვანა ფინანსური მოსაზრებების გამო საკმაოდ აქტუალურია და ასევე კანონიერი. ამ შემთხვევაში, სავაჭრო დაწესებულება უარს ამბობს სერვისის გაწევაზე. Aასევე, მაღაზიის მეპატრონეს შეუძლია "გააშავოს" გამყიდველი, რომელიც ცუდად გამოწერს ჩეკებს. ზოგიერთ ქვეყანაში, სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულების მეპატრონეებს "შავ სიაში" შეჰყავთ ყველა საეჭვო პიროვნება, რომელიც მათი სერვისით სარგებლობს. ასეთ ადამიანებს შეიძლება უარი უთხრან ბანკში მომსახურებაზე.
როდესაც ადამიანი, იქნება ის უბრალო მომხმარებელი თუ მსხვილი ბიზნესმენი, აგვიანებს გადასახადების დაფარვას სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო, ის ავტომატურად "შავ სიაში" ხვდება. ინფორმაცია მათი საკრედიტო ბარათების შესახებ კრედიტ ბიუროში ინახება. კრედიტ ბიურო ობიექტურ ინფორმაციას ამა თუ იმ ინდივიდის საკრედიტო ბარათის შესახებ გასცემს. ცნობები გადასახადების გადაუხდელობის თუ სხვა დარღვევის შესახებ, საკრედიტო ბარათის მფლობელს მომენტალურად "აშავებს". შემდგომში, ასეთ ადამიანს შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის ჩატარებაზე უარი უთხრან. ის ვეღარ შეძლებს ბანკიდან სესხის აღებას და ჩამოერთმევა მანმადე მინიჭებული ბევრი სხვადასხვა პრივილეგია.
როგორც ვხედავთ, იმ "შავ სიას", რომელსაც რამდენიმე საუკუნის წინ ვაჭრები აწარმოებდნენ და თანამედროვე კრედიტ სიას შორის დიდი განსხვავება არ არის. შეიძლება მაშინ არც ბანკები არსებობდა და არც მსოფლიოს ემუქრებოდა ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ შავი, იგივე კრედიტ სიის მთავარი პრინციპი უცვლელია: დროულად არ იხდი დაწესებულ გადასახადებს, არ ფარავ ვალებს და შენი ადგილი უცებ გამოიძებნება "შავ სიაში", რომელშიც ყოფნა, გარდა იმისა რომ უამრავ შეზღუდვას და აკრძალვას გულისხმობს, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, უბრალოდ, სამარცხვინოა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიები სულაც არ არის ახალი ფენომენი ან დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირმშო, მათში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, სწორედ ამ კრიზისის დამსახურებით. მიზეზები კი, ალბათ, ყველასათვს ნათელია. დღევანდელ ვითარებაში გადასახადების გადახდა უმსხვილეს ბიზნესმენსა და უბრალო მოკვდავსაც თითქმის ერთნაირად უჭირს.
დღესდღეისობით "შავ სიაში" ბევრი და ზოგი საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი თუ კომპანიაა მოხვედრილი, მაგრამ ამის გახმაურებას ყველანაირად ერიდება, რათა როგორმე პრესტიჟი შეინარჩუნოს, თუმცა ზოგიერთის სახელი მაინც საქვეყნოდ ცნობილია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ვინაობას:
"ინტელიგრუპი" (intelligroup)
"სისტექი" ( systech) კალიფორნიაში
"კაპრიკორნ სისტემზ" (Capricorn Systems Inc) ატლანტაში
"სიბიესი" (CBS)
"ამერიქან მეგა თრენდ" (American MEGA trend)
FComputer people inc.
ნინო კავკასიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48