ვინ იყიდა ,,სახალხო ბანკი’’ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვინ იყიდა ,,სახალხო ბანკი’’
ნანახია: 2840

,,სახალხო ბანკს’’ ახალი მფლობელი ჰყავს. იგი არაბულმა საინვესტიციო ჯგუფმა ,,ღაკ Gეორგია Hოლდინგ’’ –მა შეიძინა. კომპანიის ინფორმაციით, ბანკის საკონტროლო პაკეტის, 69 %-ის მფლობელი ,,ევრო ოილია’’, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული ,,რაკინ ჯგუგში’’ შემავალი ბიზნეს-ერთეულია.
ახალი მფლობელი საქართველოს საბანკო სექტორში განსაკუთრებით საბანკო- საკრედიტო პროდუქტების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, რაც არსებული კრიზისის პირობებეში ბანკებისთვის ხელის დროული წაშველებაა.
,,საქართველოს სახალხო ბანკი’’ 2002 წელს დაფუძნდა. Bბანკის აქციონერები იყვნენ: გიორგი გოგუაძე (9,59%), ირინა ჯინჭარაძე (24,88%), შპს ,,სტარქორდ რესურსიზი’’ (20,18%), ელენე კოვალენკო (20,18%) და სხვა წვრილი აქციონერები.
,,ევრო ოილმა’’ აქციები ირინა ჯინჭარაძისგან, ელენე კოვალენკოსა და შპს ,,სტარქორდ რესურსიზგან’’ შეიძინა. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი სულ რაღაც 12,51 მილიონად გაიყიდა და ბანკის ერთი აქციის ფასმა 1,2 თეთრი შეადგინა.
საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემებით, სულ გაიყიდა 1 085 917 600 აქცია. საინტერესო მომენტია, რომ აღნიშნული თანხა წინა ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ფასზე ნაკლებია. 6 იანვარს არასაბირჟო გარიგების დროს, აქციის ფასი 5 თეთრი იყო.
,,სახალხო ბანკის’’ ახალი მფლობელის ,,ევრო ოილის’’ წარმომავლობის, საქმიანობის და გეგმების შესახებ ინფორმაცია თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. Gგავრცელებული ინფორმაციით, ,,ევრო ოილს’’ საქართველოში წარმოადგენს მოლდოვას მოქალაქე, 25 წლის ეგორ პადურარი.
რაც შეეხება, ,,რაკ საქართველო ჰოლდინგს’’ იგი ,,რაკია’’-ს საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლობაა საქართველოში. ჯგუფი საქართველოში 2006 წელს 2 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო კაპიტალით შემოვიდა. ,, რაკია ‘’ 2008 წლის დეკემბრიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურის 100 % -იანი წილის მფლობელია.
,,სახალხო ბანკის’’ აქციათა საკონტროლო პაკეტის არაბი ინვესტორის ხელში გადასვლი შემდეგ აქტუალური საკითხია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პენსიების და სოციალური შემწეობების გაცემა. Gგამოიწვევს თუ არა ,,სახალხო ბანკში’’ არაბი ინვესტორის შემოსვლა პენსიების და სოციალური შემწეობების საკითხის გაუქმებას? ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ,,სახალხო ბანკს’’ კარგი ქსელი აქვს და შესაბამისად, პენსიებსა და სოციალურ დახმარებების გაცემას გააგრძელებს. სამინისტროს ბანკთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. რა იქნება ხელშეკრულების ვადის გასვლი შემდეგ ეს უცნობია.
უცხოური კაპიტალის შემოსვლის შესახებ მოსაზრება გამოთქვა "საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტმა – ზურაბ გვასალიამ. როგორც მან განაცხადა, უცხოური კაპიტალის შემოსვლით ბანკებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ რეალური სექტორის დასაფინანსებლად. გვასალიას განცხადებით, დღეს მოსახლეობას მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სესხის გაცემის პროცესის გართულება აწუხებს. ხოლო ბანკებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ამ პრობლემის მოგვარებასაც შეუწყოფს ხელს.
როგორც ჩანს, არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში გამოსავალი ქართული ბანკებისთვის უცხოური ინვესტიციაა. შესაბამისად, ისინი ახალი ინვესტორით ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას.


ლამარა გულმაგარაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48