ნანახია: 640
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №42 აუქციონი.
ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 168 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 23 200 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 22 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 6.
აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.43%, მაქსიმალური 10.33%, ხოლო საშუალო შეწონილი პროცენტი 10.572%.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №43 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.
|