"საქართველოს ფოსტა" და ”რეფერალური ჰოსპიტალი” მალე გაიყიდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "საქართველოს ფოსტა" და ”რეფერალური ჰოსპიტალი” მალე გაიყიდება
ნანახია: 699

სამინისტრო შპს ”საქართველოს ფოსტის” გაყიდვის მიზნით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა. პრივატიზაციის საკითხებში პრეს-სპიკერის, გიორგი კალანდაძის ინფორმაციით, სამინისტრო შპს "საქართველოს ფოსტის” გაყიდვის მიზნით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი კომპანიებისთვის.

”საქართველოს ფოსტა” 100 პროცენტით სახელმწიფო მფლობელობაშია, იგი ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი საფოსტო კომპანიაა. ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით და მის კუთვნილებაშია დაახლოებით 87, 000 კვ.მ. მიწის ფართი და 100, 000 კვ.მ. შენობის ფართი.

”საქართველოს ფოსტა” ყველაზე დიდი და სანდო საფოსტო ოპერატორია მთელ ქვეყანაში, თბილისის გარდა ფილიალების ქსელი აქვს საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში. უშუალოდ თბილისში ”ფოსტა” წარმოდგენილია რამდენიმე ათეული განყოფილებით. ყოველივე ეს ”საქართველოს ფოსტას” საინვესტიციო თვალსაზირისით მიმზიდველს ხდის.

”საქართველოს ფოსტა” თავის სტრუქტურაში აერთიანებს ”საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას”, რომელიც 2001 წლიდან ჩართულია ”Express mail services”-ის მსოფლიო ქსელში. მისი მეშვეობით ხორციელდება წერილებისა და ამანათების გაგზავნა 200 ქვეყნისა და საქართველოს ყველა რეგიონში.

საქართველოს მთავრობა მზადაა, განიხილოს კომპანიის განვითარების სხვადასხვა კონცეფცია პოტენციურ მყიდველებთან. ინტერესთა გამოხატვის ვადა 20 დეკემბერს იწურება.

ამასთან, საჯარო აუქციონზე გამოდის შპს ”რეფერალური ჰოსპიტალის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი, რომლის საწყისი გასაყიდი ფასია 500 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში. ჰოსპიტალი მდებარეობს ისნის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის პირველ ნომერში. აუქციონი ჩატარდება 9 ნოემბერს.

აუქციონის პირობებით, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში სამი მილიონი ევროს ღირებულების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაატაროს და ჰოსპიტალის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განაახლოს. აღნიშნული სამუშაოები უნდა ჩატარდეს საქართველოს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით. ამასთან, მყიდველი იღებს ვალდებულებას, შვიდი წლის განმავლობაში შპს ”რეფერალურ ჰოსპიტალს” სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ორივე კომპანიის თაობაზე შესაძლებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე ვებ-გვერდზე www.privatization.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48