ნანახია: 1116
2009 წლის აგვისტოში მსოფლიო ფინანსური კრიზისის ყველაზე რთული პერიოდი უკან დარჩება გაზეთ "ბანკები და ფინანსების" წინა ნომერში ჩვენ გარკვეულწილად მიმოვიხილეთ, თუ რას უნდა ველოდოთ სხვადასვა სფეროში 2009 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე. არსებული ვითარებიდან სავსებით ნათელია, რომ წელს არც თუ სახარბიელო მდგომარეობა გველის როგორც ფასებისა და საკრედიტო სექტორებში, ასევე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის მხრივაც. საერთაშორისო ორგანიზაციათა უმეტესი ნაწილი ჩართულია მთელ რიგ გლობალურ პროგრამაში, რათა ინდუსტრიულად წამყვანი ქვეყნების ბანკები და კომპანიები გაკოტრებისაგან იხსნან, თუმცა მდგომარეობა კვლავაც კრიტიკულია. ამერიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2009 წლის აგვისტოს მიწურულისკენ ფინანსური კრიზისის ყველაზე რთულ დროს უკვე უკან მოვიტოვებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით რეცესია დასრულდება, სხვადასხვა ქვეყანათა ფულის ერთეული კვლავ არასტაბილური იქნება და ბანკებიდან კრედიტების გამოტანა კვლავ გაჭირდება. წელს უფრო მეტი კომერციული ბანკი დაზარალდება ძვირი კრედიტის გამო, აშშ-სა და ევროპის ცენტრალური ბანკები კი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას დაიწყებენ ფინანსური კრიზისი 2009 წლის პირველ ნახევარში მეტად გამწვავდება და ბუნებრივია, რისკიც ამავე სექტორში საკმაოდ გაიზრდება, ამიტომ დაკრედიტებაც სუსტი დარჩება. Associacion for Financial Professionals-ის ექვსიდან ხუთ ექსპერტთა თქმით, 2009-ში ბიზნესვითარებასა და საკრედიტო მარკეტში სასიკეთო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ; მათივე თქმით, მსოფლიო ზარალი დაუთვლელია, ჯერ მხოლოდ აშშ-მ ორ მილიონამდე სამუშაო ადგილი დაკარგა, ამასათან ერთად საკრედიტო მარკეტში ზარალმაც იმატა; მოსახლეობა იძულებული ხდება ბანკებიდან კრედიტი გამოიტანოს, რათა ელემენტარულად დაფაროს ბინის ქირა ან თუნდაც საკუთარ მცირე ბიზნესში არ გაკოტრდეს. AFP-ს გამოკვლევის თანახმად, 800 გამოკითხული პროფესიონალური ექსპერტიდან 55% წელს ბიზნესპირობების გაუარესებას მოელის, 29% კი ფიქრობს, რომ სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება და საპროცენტო განაკვეთებიც იგივე დარჩება. მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციები და კომპანიები უფრო მეტი ზარალის თავიდან ასაცილებლად ეგრეთ წოდებულ `თავდაცვით~ ტაქტიკას იყენებენ, კერძოდ კი ამცირებენ კერძო მშენებლობებსა და ინვესტიციებს, სავაჭრო პარტნიორებთან საკრედიტო სტანდარტთა შენარჩუნებას ცდილობენ, ხურავენ ოფისებს და ამცირებენ სამუშაო პერსონალს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური მომსახურების სტრუქტურა მთლიანად შეიცვლება; გადაისინჯება ისეთი ფუძემდებელი საფინანსო მეთოდი, როგორიცაა სეკიურიტიზაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლის ბოლოსკენ მწვავე საფინანსო კრიზისის დამთავრებას უნდა ველოდოთ, თუმცა გაკოტრებულ კომპანიათა და ბანკთათვის არც თუ ადვილი იქნება მსოფლიო ბაზარზე უწინდებური ადგილის დამკვიდრება; აშშ-სა და სხვა ქვეყნების გადასახადის გადამხდელებს დააწვება ბანკებისა და სხვა კომპანიებისათვის გასაწევი ფინანსური დახმარების ტვირთი, რასაც გარდაუვალად მოჰყვება ფინანსური სისტემის სახელმწიფო რეგულირების მნიშვნელოვანი გაფართოება. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დაეცემა მოთხოვნა ბევრ საბანკო პროდუქტზე, შემცირდება გარიგებათა მოცულობაც, თუმცა-ღა რისკიან ინვესტორთა დონეც არანაკლები იქნება. 2009 წელს სუსტი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნებში კრედიტთან დაკავშირებით არსებული პრობლემები უძრავი ქონების ბაზარზე, ავტოკრედიტებსა და კორპორაციულ სესხებზე გავრცელდება. ხოლო რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის შემცირებას კი იგი სწორედ ეკონომიკისა და ინფლაციის შემცირების კვალობაზე მოხდება. ასახულიდან აშკარაა, რომ დაკრედიტების ნორმალურ პირობებთან დაბრუნება ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება. რეცესიას ძირითადი ლითონების გაიაფება მოყვება, კარგი პერსპექტივა მხოლოდ ოქროს მწარმოებლებს ექნებათ. შარშანდელი წლის ნოემბერში ნავთობის ფასის განუწყვეტელმა ვარდნამ ინდუსტრიულ პროდუქტებსა და ნედლეულზე ფასთა შემცირება გამოიწვია. კანადის სტატისტიკური დეპარტამენტის კვლევის თანახმად ნედლეულის ფასმა 13.4%-ით დაიწია. ინდუსტრიული პროდუქტის ფასის რეკორდულმა მაჩვენებელმა სამთვიანი განუწყვეტელი ფასის ვარდნის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში მიაღწია; კანადის ექსპერტთა დაკვირვების თანახმად, ასეთი ციფრები ამ სფეროში 1956 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ლითონის მწარმოებლები წელსაც დაზარალდებიან აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რესურსტევადი ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების შედეგად, თუმცა Bლოომბერგ Nეწს-ის ცნობით, აზიის ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად შენელდება, მაგრამ ნედლეულზე მოთხოვნა მაინც არ შემცირდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი. მეტად გასაკვირია, თუმცა შარშან მაინც დარჩნენ კომპანიები, რომლებმაც მოგებაც კი ნახეს ამ მძიმე რეცესიის დროს, ასეთია მაგ. ანგლო-ავსტრიული გიგანტური კომპანია, 15.4 მლნ. დოლარიანი მოგებით. აფრიკისა და ჩილეს მაღაროზე ელექტროენერგიის შეწყვეტამ ალუმინისა და სპილენძის ფასის დაცემა კიდევ ერთხელ განაპირობა და მათი ფასი, სავარაუდოდ 25 და 19 პროცენტით შემცირდება; ფოლადთან და ნედლეულთან შედარებით ოქროს ბაზარი წელსაც საკმაოდ პესპექტიული დარჩება, ვინაიდან ამ ყველაზე ძვირადღირებული ფოლადის ფასი ისევ რეკორდულად მაღალი დარჩება. როგორც საინფორმაციო ცენტრი შეეSeeking Alpha იტყობინება, ოქროს ფასი პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში უცვლელი დარჩება, თუმცა იგი საკმაოდ გაძვირდება. ამერიკული დოლარის დასუსტებისა (მსოფლიო ბაზარზე დოლარი ბოლო თვეების განმავლობაში სერიულად ეცემოდა ევროსთან მიმართებაში) და მიმდინარე ეკონომიკური არამდგრადობის ფონზე UBS-ის ანალისტებმა დაასკვნეს, რომ ოქროს ფასი სწორედ ამ რეცესიის დროს წინა წლებთან შედარებით უფრო მყარი იქნება. მაღალი ფასების მიუხედავად გასული 12 თვის განმავლობაში ოქროსა და ძვირფასეულობაზე მოთხოვნა არ შემცირებულა, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მსოფლიო ბაზარზე დოლარის დაბალი კურსი გახლდათ, ინვესტორები ცდილობენ ფულის გარკვეული ნაწილი სწორედ ოქროზე გადაცვალონ, რადგანაც ეს უკანასკნელი უსაფრთხოების გარანტია. "ამჟამად ოქრო გადაჭარბებულად ძვირია, რასაც შესაძლოა გარკვეული კონსოლიდაციები მოჰყვეს, მაგრამ ჩვენ კიდევ მოველით ინვესტიციათა ტალღების გაგრძელებასა და სპეკულაციებს მომავალი 12-18 თვის განმავლობაში," - განაცხადა UBS-ს ანალისტმა ბატონმა რიდმა. ლითონსა და ნედლეულზე საუბრისას აღსანიშნავია ბოლოდროინდელი მოვლენები აღმოჩენების მხრივაც. მეცნიერებმა ახლახანს დაასკვნეს, რომ მარსზე შესაძლოა ლითონთა, სპილენძისა და ნიკელის მდიდარი მარაგიც არსებობდეს, რაც ასტეროიდების დაცემის ადგილას უფრო შეინიშნება. რასაკვირველია, კვლევები გაგრძელდება, თუმცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყება 2025 წლამდე არ იგეგმება. Oოცნებები 21-ე საუკუნის არქიტექტურაში და კრიზისი აწმყოს რეალობაში. ნედლეულის ბიზნესთან, რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია თანამედროვე სახის არქიტექტურაც, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ფუნქციის მატარებელი სწორედ ფოლადი და რკინაა. ამ უკანასკნელის ანალოგიურად, ეკონომიკური სიძნელეები კომერციული უძრავი ქონების ბაზარშიცაა მოსალოდნელი, უფრო მეტიც, სიტუაცია სექტორში გაცილებით უფრო ცუდი იქნება. უკვე 2007 წლის შემოდგომისკენ, საერთაშორისო ბანკთა კრიზისის დაწყებისას, საცხოვრებელი ფართის ფასმა საგრძნობლად იწყო ვარდნა. ინვესტიციებმაც ამ სექტორში იკლო, მუშათა დიდი ნაწილი ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში გაათავისუფლეს, ათასობით გაუყიდავი აგური კი საწყობებში გადაიტანეს. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, ფასების ვარდნა წელსაც გაგრძელდება. ჯერ კიდევ 2008 წლის მიწურულისაკენ კერძო ფართზე ფასი 15-20%-მდე შემცირდა. რეცსიის შედეგები ექსპერტთა ვარაუდით 2010 წლამდე გასტანს, როდესაც ფასები სახლებზე ჯერ კიდევ საგრძნობლად დაბალი იქნება, მეტიც ამ დროისათვის შესაძლოა 2007 წლის ზაფხულიდან მოყოლებული რეკორდული მაჩვენებელიც კი დაფიქსირდეს, თუ წელს ფასები კიდევ 15%-ით იკლებს, მაშინ ორი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 32%-ს გაუტოლდება. "მდგომარეობა ჯერ კიდევ მეტად ცვალებადია, დაკრედიტებაც შემცირებულია, საპროცენტო განაკვეთის დონე და სესხთა გაცემის ხარჯები კლებულობს, თუმცა ფულის ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ შეზღუდულია,"- აღნიშნავს სიმონ რუბინსონი, სამეფო ინსტიტუტის მკვლევარ ეკონომისტთა ხელმძღვანელი. დიდი ბრიტანეთის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "პერსიმინი" 2009 წელს თავის ხუთასათასიან შტატს ერთ მეხუთედზე მეტით შეამცირებს და ამით 119 მლნ. დოლარს დაზოგავს. მძიმე რეცესიის მიუხედავად 21-ე საუკუნის დიდი ოცნებების ასრულება კვლავ გრძელდება. 2009 წელს მსოფლიოში მორიგი უმაღლესი ცათამბჯენის მშენებლობის დამთავრებაა ნავარაუდევი; ორი წლის შემდეგ კი ყველაზე მაღალი, 120 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აღიმართება დუბაიში. აღსანიშნავია ასევე პროექტი "მცურავი" სახლები, ანუ საცხოვრებელი კომპლექსის ოკეანეში აშენება, სადაც მოსახლეობა 2020 წლიდან შეძლებს ცხოვრებას. რეცესია საავტომობილო ბაზარსაც მტკივნეულად დააჩნდება. დიდი ავტოინდუსტრიული კრიზისი თავდაპირველად აშშ-ში 2008 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, შემდგომში იგი გავრცელდა კანადაში, ევროპასა და იაპონიაში რეცესიამ CNN-ის ცნობით, ყველაზე მეტად "დიდი სამეულის" მარკეტი დააზარალა, რომელშიც თავის მხრივ, შედიან General Motors, Ford და Chrysler. საავტომობილო სექტორი პირველად გაძვირებული საწვავის შედეგად `შეირყა.~ დიდი საავტომობილო მწარმოებლები აზიის ქვეყნებთან კარგავენ წილს გაზრდილი ხარჯებისა და სუსტი საფირმო დიზაინის გამო. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა საავტომობილო კომპანია Volksvagen-მა განაცხადა, 2009 წელს ავტოინდუსტრია არც თუ სასიკეთო ცვლიებებს უნდა მოელოდეს, მაგრამ დაამატა, რომ მისი კომპანია- ევროპის უმსხვილესი საავტომობილო მწარმოებელი- მაინც აპირებს თავისი გეგმების პროდუქტიულად ასრულებას. ევროპის ბევრმა ავტომწარმოებელმა ფირმებმა უკვე განაცხადეს მომავალი გეგმების, კერძოდ პროდუქციისა და სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ; ამის მიზეზი, ერთის მხრივ, რასაკვირველია, გლობალური ფინანსური კრიზისი გახლავთ, ხოლო მეორე მხრივ, ნაკლები მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან. აღსანიშნავია კერძო ქვეყნების მდგომარეობაც; მაგ. ჩინეთმა ახლახანს იაპონიას გაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა ავტომობილების ბაზრის მოცულობის მიხედვით, მსგავსი სიჩქარით გაიზრდება ორი ავტოგიგანტიც, რუსეთი და ინდოეთი. ისინი ამ მხრივ ავტომობილების გლობალურ წარმოებაში შეიტანენ თავის წვლილს. აშშ-ს ანალისტების თანახმად, წელს ამერიკაში ავტომობილთა გაყიდვა 13%-ით შემცირდება; პრობლემების მიუხედავად, აშშ მაინც რჩება მსუბუქი ავტომობილების უმსხვილესი ბაზარი და მისი მსოფლო ჯამური წილი 25% გაუტოლდება. ასე რომ, ნათელია რეცესია საავტომობილო ბაზარსაც წელს მეტად მტკივნეულად დააჩნდება. ტურიზმის მსოფლიო ბაზარი ბევრი ნეგატივის მიუხედავად ზრდის მეექვსე წლისთავის მოლოდინშია გაძვირებული საწვავი არამარტო საავტომობილო ბაზარზე, არამედ ტურიზმზეც იმოქმედებს, ამას კიდევ ერთვის გაძვირებული ავიაბილეთები და სამომხმარებლო ხარჯის საერთო შემცირება. მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ტურიზმის სფეროში, მაინც იგრძნობა ზრდა, კერძოდ მოგზაურობათა რაოდენობა მსოფლიოში მხოლოდ 2.7%-ით გაიზრდება, ხოლო მოგზაურთა ხარჯი სასტუმროსა და რესტორანზე- 3.8%-ით. ევროპის ქვეყნები კვლავ რჩებიან მოგზაურობისათვის სასურველ ადგილებად; წელს ამ მხრივ საფრანგეთი ისევ ლიდერობს, მას 2009-ში დაახლოებით 83 მლნ. ტურისტი ეწვევა; აღსანიშნავია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც. აშშ-ს ყველაზე მიმზიდველი საკურორტო შტატი კალიფორნია წელს დიდ დანაკარგს განიცდის. წლის სწორედ ამ დროისათვის კალიფორნიის სანაპიროზე, როგორც წესი, უამრავი ხალხია, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხის ნაკადმა საგრძნობლად იკლო, მეტიც, სანაპიროები და ბარები ნახევრად დაცლილია; მოსახლეობა წელს დასვენებისა და ფულის ხარჯვისაგან თავს იკავებს, ეს კი, თავის მხრივ, ცუდად მოქმედებს ქვეყნის შიდა ეკონომიკაზე. კალიფორნიისაგან განსხვავებით, ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის ჩინეთი და პირველად ისტორიაში იგი მეორე ადგილზე გავა, მესამეზე კი ესპანეთი გადაინაცვლებს. 2009 წელს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ავიაკომპანიები. საჰაეორო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის პროგნოზით, ზარალი 4 მლრდ. დოლარს მიაღწევს; უფრო მეტად კი დანაკარგს ამერიკა იგრძნობს, აზიის გადამზიდებსა და საბიუჯეტო სასტუმროებს კი აყვავების ხანა ელით. ჯანმრთელობა `ძვირდება~ _ მედიკამენტთა ფასი წელსაც ზრდას განაგრძობს. თჰე National Drug Administration-მა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ წელს სულ უფრო მეტი ფარმაცევტული კომპანია შეამცირებს პროდუქციას, ხოლო მედიკამენტთა ფასი შარშანდელთან შედარებით უფრო აიწევს, ერთი მხრივ, ამის მიზეზი ქვანახშირისა და ბენზინის მაღალი ფასებია, მეორე მხრივ კი ფარმაცევტიისთვის საჭირო გადაუმუშავებელი მასალების გაძვირება. მედიკოსთა თვალსაზრისით, წლევანდელთან შედარებით შარშანდელი ფარმაცევტული მარკეტის ფასები უფრო სტაბილურადაც კი გამოიყურება. მედიკამენტების ფასმა უკვე 9.43%-ით მოიმატა; ყველაზე მეტად ფასის მომატება კი იმპორტირებულ მედიკამეტებზე აღინიშნება, თუმცა განვითარებად ქვეყნებში მაინც გაიზრდება წამლებზე მოთხოვნა. ბევრი ქვეყნის მთავრობა უკვე ცდილობს შეიმუშაოს ალტერნატიული გზა წამლების ფასების ზრდის პარალელურად, რათა ეს უკანასკნელი არც თუ მტკივნეულად შეეხოს მომხმარებელს. სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს დააწესოს მედიკამენტთა სადისტრიბუციო ფონდი და გაუხსნას გზა სხვა კომპანიებსაც სადისტრიბუციო ჯაჭვში მონაწილეობის მისღებად; გარდა ამისა, იზრდება სამთავრობო შეღავათები ხანდაზმული ადამიანებისათვის. შესაბამისად, ყოველივე ეს ამ სექტორის ზრდას განაპირობებს. 2012 წლისათვის მედიკამენტების გაყიდვის საერთო მოცულობა 1.2 ტრლნ. დოლარს მიაღწევს. წელს ასევე იწყება სიმსუქნესა და კიბოსთან ბრძოლა და შესაძლებელია მალე კიბოს გამოვლენა ადრეულ სტადიაზე პაციენტის ამოსუნთქული ჰაერის ანალიზის გზით გახდეს შესაძლებელი. ყოველივე ზემოთ ასახულიდან ნათელია, რომ წლევანდელი წელი ყველა სფეროში საკმაოდ რთული იქნება, იქნება ეს გართობის მხრივ, თუ ინდუსტრიულ ბიზნესში.
ნინო ფარიზოვა
|