ეკონომიკაში ნობელანტები „ძებნის თეორიის“ ავტორები გახდნენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეკონომიკაში ნობელანტები „ძებნის თეორიის“ ავტორები გახდნენ
ნანახია: 641

ნობელის პრემიის ახალი ლაურეატები

2010 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში ერთდროულად სამმა მეცნიერმა მიიღო: პიტერ დაიმონდმა და დეილ მორტენსენმა აშშ-დან, ასევე ქრისტოფერ პისარიდესმა, რომელსაც აქვს ბრიტანეთის და კვიპროსის მოქალაქეობა. ლაურეატების ნაშრომები მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულია რამდენიმე ათეული წლის წინ, ამჟამად როგორც არასდროს აქტუალურია: კერძოდ, ისინი ხსნიან თუ რატომ რჩება ბაზარზე ვაკანტური ადგილები უმუშევრობის მაღალი დონის პირობებში.
სამეცნიერო წრეებში მხოლოდ დაიმონდი ითვლება „პატრიარქად“. სწორედ მან დაიწყო გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში „უთანხმოების თეორიის“ დამუშავება. შემდეგ მას შეუერთდნენ მორტენსენი და პისარიდესი. მათი ერთობლივი კვლევები DMP-მოდელის სახელით არის ცნობილი (დაიმონდი-მორტენსენი-პისარიდესი), რომელიც საშუალებას იძლევა დავადგინოთ, თუ როგორ მუშაობს საძიებო სისტემა საბაზრო ეკონომიკის პირობებში.


პიტერ დაიმონდი

ეკონომიკაში ნობელანტები „ძებნის თეორიის“ ავტორები გახდნენდაიბადა 1940 წლის აპრილში. 1960 წელს იელის უნივერსიტეტში მათემატიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1963 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
1970 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იგი პროფესორად დაინიშნა. 1985-86 წლებში ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ხოლო 1997 წელს პროფესორი გახდა.
დაიმონდი „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ წევრია, მისი კვლევები მოიცავს: ხელისუფლების სავალო ვალდებულებების ნაშრომებსა და კაპიტალის დაგროვებას, კაპიტალის ბაზრებსა და რისკების დაყოფას, ოპტიმალური გადასახადების დაწესებას, სოციალური დაზღვევისა და შრომის ბაზრის მოძებნასა და შეთანხმებას.

დეილ მორტენსენი

ეკონომიკაში ნობელანტები „ძებნის თეორიის“ ავტორები გახდნენ დაიბადა 1939 წლის თებერვალში. 1961 წელს ორეგონში, ვალამეტას უნივერსიტეტში ეკონომიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1967 წელს პიტსბურგში კარნეგი-ნელონის უნივერსიტეტში - ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1965 წელს ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის ფაკულტეტზე მუშაობდა.
მორტენსენი უმუშევრობისა და სამსახურის ძებნის თეორიაში პიონერი გახდა და ის შრომის გადანაწილებამდე განავრცო.

კრისტოფერ პისარიდისი

ეკონომიკაში ნობელანტები „ძებნის თეორიის“ ავტორები გახდნენ დაიბადა 1948 წელს კვიპროსში. 1970 წელს, ესეკსის უნივერსიტეტში ეკონომიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1971 წელს – მაგისტრის. შემდეგ ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში (LშE) შევიდა, სადაც 1973 წელს ეკონომიკის დარგში დოქტორის ხარისხი მიიღო. დღესდღეობით პისარიდისი LSE-ში ეკონომიკის პროფესორია.
პისარიდისი შრომის ბაზრის პოლიტიკასა და ამ ბაზარზე უმუშევრობის ზეგავლენის საკითხებში სპეციალიზირდება. ბოლო დროს იგი უმუშევრობის სტრუქტურულ ცვლილებებსა და ზრდაზე წერდა. მისი წიგნი Equilibrium Unemployment Theory უმუშევრობის ეკონომიკაში ეტალონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს პრემია ეკონომიკის დარგში ორ ამერიკელ მეცნიერს ელინორ ოსტრომსა და ოლივერ უილიამსონს ეკონომიკური ორგანიზების გამოკვლევისთვის მიენიჭა.


საჭიროს პოვნა გაიაფდა

საბაზრო ურთიერთობათა კლასიკურ თეორიაში მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს მაშინვე პოულობს, შრომითი და ფინანსური დანახარჯების გარეშე. ფასები ასეთ თეორიაში მოთხოვნის და მიწოდების თანაფარდობისგან დამოკიდებულებით მერყეობს. ამავე დროს სამართლიანი საბაზრო ფასის დადგენა იწვევს იმას, რომ შეისყიდება მთელი საქონელი, ნარჩენები არ რჩება.
გასაგებია, რომ რეალურ ცხოვრებაში მთლიანად ასე არ ხდება, სხვა შემთხვევაში შრომის ბაზარზე არ იქნებოდა ამდენი თავისუფალი ვაკანსია, უძრავი ქონების ბირჟაზე - გაუყიდავი ბინები, ხოლო მაღაზიებში არ დაგროვდებოდა არარეალიზებული პროდუქტების დიდი მასა. რეალურად, საჭირო საქონლის ძებნის პროცესი დიდ დროს იკავებს. მას შემდეგაც კი, როცა მყიდველმა და გამყიდველმა იპოვეს ერთმანეთი, გარიგება შეიძლება არ შედგეს, რადგან გარიგების რომელიმე მონაწილეს შეიძლება არ აწყობდეს ფასი, ან ყიდვა-გაყიდვის დამატებითი პირობები. საქონლის გასაყიდად გამოტანიდან შეთანხმების მომენტამდე დროის პერიოდი ასევე თანხა ღირს: ეს დანახარჯები უნდა შევიდეს ამა თუ იმ პროდუქტის საბოლოო ფასში.
სწორედ „უთანხმოება (დავა)“, მყიდველსა და გამყიდველს შორის ხელსაყრელი გარიგების ძებნის პროცესში, აინტერესებდა სამივე ლაურეატს. გამარჯვებულის გამოვლენის პროცესის განმარტებისას, რომელიც გამოქვეყნებულია ნობელის პრემიის ვებ–გვერდზე, მითითებულია, იმის შესასწავლად, მყიდველები თუ როგორ ეძებენ უკეთესს ფასს ბაზარზე არსებული ფასებისგან, მათემატიკური მოდელების გამოყენება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებში დაიწყეს. მაგრამ მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ სფეროში დაიწყო 1971 წლიდან, როცა პიტერ დაიმონდმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მან ახსნა თუ როგორ დადგინდება ფასი იმ ბაზრებზე, სადაც მყიდველი ეძებს ყველაზე ხელსაყრელ ფასებს, ხოლო გამყიდველები იმავდროულად წარმოადგენენ თავიან საუკეთესო ფასებს, რომელშიც ასახულია მყიდველის საძიებო სტრატეგია. შედეგად მივიღეთ, რომ ფასები ძებნის დანახარჯების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკურენტული წონასწორობის კლასიკური მოდელის გამოყენებასთან შედარებით.
ეს რამდენადმე განყენებულად ჟღერს, მაგრამ ეკონომიკური მეცნიერებისათვის დაიმონდის მიღწევას მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. 80-იან წლებში მან, ასევე მორტენსენმა და პისარიდესმა აქტიურად განავითარეს ძებნის თეორია და მივიდნენ შემდეგ ორ მნიშვნელოვან შედეგამდე.
პირველი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე ძებნისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ფაქტორები, რომლებიც არ გაითვალისწინება იმათ მიერ, ვინც ძებნას ახორციელებს. მარტივი მაგალითი: თუ ერთი უმუშევარი მკვეთრად ზრდის აქტიურობას ბაზარზე, და იწყებს ახალი სამუშოს ძებნას, მაშინ მისი კარგ ადგილზე მოწყობის შანსი იზრდება, ხოლო ყველა დანარჩენის - მცირდება. ამავე დროს სამუშაოს მძებნელმა სხვა პირებმა არაფერი იციან პირველის აქტიურობის შესახებ.
მეორე შედეგი. კონკურენციის კლასიკურ საბაზრო მოდელში ბრძოლის შედეგი ყოველთვის არის ერთადერთი სწორი და ყველაზე ეფქტური. რეალურ ცხოვრებაში შედეგი შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან ერთი არის ყველაზე სწორი და ეფექტური.

ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები ბოლო წლებში

2009 წელს პრემია მიიღეს ელინორ ოსტრომმა და ოლივერ უილიამსონმა „საზოგადოებრივი რესურსების მართვა: კოლექტიური მოქმედების ინსტიტუტების ევოლუციისათვის“, 2008 წელს ჯილდო მიიღო პოლ კრუგმანმა „სავაჭრო მოდელების ანალიზისა და ეკონომიკური აქტიურობის განლაგების ადგილებისათვის“, 2007 წელს ლაურეატები გახდნენ ლეონიდ გურვიჩი, ერიკ მასკინი და როჯერ მაიერსონი „ოპტიმალური მექანიზმების თეორიის საფუძვლების შექმნისათვის“, 2006 წელს პრემია მიეკუთვნა ედმუნდ ფელპსს „მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ინტერტემპორალური მიმართების ანალიზისთვის“, 2005 წელს - რობერტ აუმანს და თომას შელინგს „თამაშთა თეორიის საშუალებით კონფლიქტის და თანამშრომლობის უკეთეს გაგებაში შეტანილი წვლილისათვის“.
ლაურეატთა ამ დონემდე გამარტივებული იდეები შეიძლება მოგეჩვენოთ ან ბანალური, ან რეალობიდან ძალიან მოწყვეტილი. მაგრამ ძებნის თეორია კონკრეტული გამოკველევებისთვის უეჭველად მნიშვნელოვანია. იგი ხსნის, თუ რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება ხელფასებში, ერთი და იგივე საქონლის ღირებულებაში, ასევე გაუნაწილებელ (ბაზარზე არშეძენილ) საქონელსა და მომსახურეობაზე, რომელზეც თეორიულად უნდა იყოს მოთხოვნა.
რაც შეეხება თვითონ DMP-მოდელს, იგი, ძირითადად, დამუშავდა შრომის ბაზრის მასალებზე. მკვლევარებმა აჩვენეს, რომ როცა უმუშევარი იპოვის მის მიერ მოწონებულ ადგილს, მაშინ მისი ხელფასი დამოკიდებულია არა მარტო მის პროფესიულ ხარისხზე, არამედ სიტუაციაზე, – შრომის ბაზარზე (რაც მეტია უმუშევრები, მით ნაკლებია შანსი მიიღო კარგი ხელფასი).
ამას გარდა, 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა თავიანთი DMP-მოდელის საშუალებით, თეორიულად დაასაბუთეს „ბევერიჯის მრუდის“ წარმოშობა. ეს მრუდი აჩვენებს, რომ შრომის ბაზარი სხვადასხვა დროს ისწრაფვის ორი საწყისი წერტილისაკენ: მაღალი უმუშევრობა და ვაკანსიების მცირე რაოდენობა ერთის მხრივ და დაბალი უმუშევრობა და ვაკანსიების დიდი რაოდენობა - მეორეს მხრივ. მათ აჩვენეს, რომ ხანდახან არსებობს სიტუაცია, როდესაც ერთდროულად შეიძლება გაიზარდოს უმუშევრობა და ვაკანსიების რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ასე, უნდა მოიძებნოს არა ტრადიციულ ბიზნეს-ციკლში, არამედ თვითონ შრომის ბაზარზე. მაგალითად, ასეთი პარადოქსის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამა თუ იმ კანდიდატურის შეთანხმების პროცესმა რაიმე მიზეზით შეიძლება დიდი დრო დაიკაოს.
„ლაურეატების მოდელები გვეხმარებიან გავიგოთ უმუშევრობა, თავისუფალი სამუშაო ადგილები და ხელფასი როგორ იმყოფებიან რეგულირების და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენის ქვეშ“ - ასე წერენ 2010 წლის პრემიის დასაბუთებისას. კერძოდ, ეს მოდელები გამოიყენება მუშაკთა განთავისუფლებაზე ან დაქირავებაზე გაწეული ხარჯების უმუშევრობის დონეზე ზემოქმედების შესაფასებლად.


ინტრიგების გარეშე

ნობელის პრემიის მინიჭება ამ სამეულისთვის, რომლებიც ძებნის ეკონომიკას იკვლევენ, მოულოდნელი არ იყო, თუმცა მრავალრიცხოვან, არაოფიციალურ „მოკლე-სიებში“ ისინი არ შედიოდნენ. მათი გვარები არ ირიცხებოდა ბუკმეკერების ჩამონათვალში, არც „როიტერის“ მიერ ნობელის კვირეულის ფარგლებში ტრადიციულად გახსნილ გვერდზე - „ნობელის პროგნოზები“. 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასახელებდნენ ნეოკეინსიანელებს ნობუჰირო კიიოტაკს და ჯონ მურს, რომლებიც მაკროეკონომიკის დინამიურ მოდელებს იკვლევენ, რობერტ ბაროს და თომას სარჯენტს, ალბერტო ალესინას, რომლებიც პოლიტიკასა და მაკროეკონომიკას შორის კავშირს იკვლევენ, ასევე უილიამ ბომოლს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.
დაიმონდის დამსახურება ეკონომიკაში იმდენად აშკარაა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა ერთ-ერთ შესაძლო ლაურეატობის კანდიდატად. ასე, რომ შეიძლება ვინმემ შესარჩევ კომიტეტს დაგვიანებისათვის უსაყვედუროს. დაიმონდი უკვე მერამდემე წელია განიხილებოდა პრეტედენტად მაკროეკონომიკაში მისი ყველაზე ელეგანტური მოდელებით. ისე ჩანდა, თითქოს, დაიმონდმა უკვე განვლო ნობელის პრეტედენტობის პიკი, მაგრამ 2006 წლის არჩევანმა (პელპსი) აჩვენა, რომ კომიტეტისთვის არ არსებობს მივიწყებული ადამიანები. დაიმონდის მიღწევები უდიდესია, მაკროეკონომიკაში სახელმძღვანელოების ნახევარი მის მოდელებზეა აგებული. როგორც მინიმუმ, წინა წლების სამი ნობელიანტი მისი თანაავტორია.
თუ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ნობელის პრემიის ლაურეატების ნაშრომებს გადავხედავთ, ძალიან ძნელია გავიგოთ, თუ რით ხელმძღვანელობს ნობელის კომიტეტი და შვედეთის ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილების მიღებისას. ისინი პრემიას ხან საკმაოდ ძველი კვლევებისთვის ანიჭებენ, ხან - ახალი კვლევებისთვის, ხან - აქტუალური ნაშრომებისათვის მოცემულ კონკრეტულ მომენტში, ხან - საუკუნოვანი სამეცნიერო მნიშვნელობის გამოკვლევებისთვის, ხშირად პრემია ენიჭება სუფთა თეორიული ნაშრომებისთვის, უფრო ხშირად - პრაქტიკული გამოკვლევებისთვის.
წლეულს, ლაურეატებთან დაკავშირებით, კომიტეტმა მხედველობაში მიიღო სიტუაცია მსოფლიო ეკონომიკაში. კრიზისმა უმრავლეს ქვეყნებში უმუშევრობა გაზარდა, ზოგიერთ ქვეყანაში იგი საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა, მშპ-ს ზრდის განახლების მიუხედავად. მაგალითად აშშ-ში 10%-ს შეადგენს, ესპანეთში-20%-ს.
ამ სიტუაციის გამოსწორება, ასევე უმუშევრობის დონის შემდგომი ნახტომების პროგნოზი, შესაძლებელია ახალი ნობელის ლაურეატების ნაშრომების გამოყენებით. შემთხვევითი არაა, რომ პისარიდესმა ახალ სტატუსში თავის პირველ ინტერვიუში უმუშევრობაზე ილაპარაკა: „ჩვენ თვალყური უნდა მივადევნოთ, რომ უმუშევარი არ დარჩეს ასეთად ძალიან დიდხანს, ჩვენ მას უნდა მივცეთ სამუშაო გამოცდილება, რათა მან არ დაკარგოს სამუშაო ძალაში მონაწილეობის შეგრძნება“.
დაიმონდის მიერ შექმნილი ძებნის თეორია გახდა მოთხოვნა-მიწოდების თეორიის ალტერნატივა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა ეკონომიკაში. მისმა ორმა პარტნიორმა ეს თეორია გამოიყენა შრომის ბაზრისთვის, რათა აეხსნათ უმუშევრობის არსებობის კანონები.
მოთხოვნისა და მიწოდების მოდელი გვიჩვენებს, რომ ბაზარზე ფასი დგინდება ისეთნაირად, რომ უზრუნველყოს მათი თანაბრობა. დამსაქმებელი შეხვდება პირველ მუშაკს, დაიქირავებს ან არ დაიქირავებს მას, რადგან ყველა დანარჩენი წინადადება იყო ისეთივე. ანუ შრომის ბაზრის კლასიკური მოდელი ვერ ხსნის უმუშევრობის წარმოშობას. ცხოვრებაში ვაკანსიები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მუშაკები განსხვავდებიან კვალიფიკაციის დონით.
ამიტომ ადამიანი სამუშაოს ძებნისას არ თანხმდება პირველ წინადადებას, არამედ ეძებს ვაკანსიას, რომელიც აჭარბებს განსაზღვრულ დონეს. იგივე შეიძლება ითქვას დამსაქმებელზე. უმუშევრობის დონე ასევე იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელ პოლიტიკას იყენებს სახელმწიფო. თუ ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობა დიდია, მაშინ სამუშაოს დამკარგავს არა აქვს სტიმული პირველივე წინადადებას დახარბდეს, შესაბამისად, უმუშევრობის დონე მაღალი რჩება.
დაიმონდის „ძებნის თეორია“ გამოყენებული იქნა არა მხოლოდ შრომის ბაზარზე. ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორმა რენდელ რაიდმა “ძებნის თეორიის“ გამოყენებით, განავითარა ფულის თეორია. ეს თეორია ფართოდ გამოიყენება ნარჩენების ბაზარზე, საბინაო ბაზარზე; მისი გამოყენება საერთაშორისო ვაჭრობის თეორიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. უახლოეს მომავალში, ძნელია ნახო ეკონომიკის სფერო, სადაც ეს თეორია არ იქნება გამოყენებული.

ეკონომიკაში ნობელის პრემია ფორმალურად არაა ოფიციალური. თავის ანდერძში 1895 წელს ალფრედ ნობელს ეკონომისტების დაჯილდოვებაზე არ უთქვამს. პრემია 1969 წელს შვედეთის სახელმწიფო ბანკმა დააწესა თავისი 300 წლისთავის აღსანიშნავად. სულ 41 წლის განმავლობაში პრემია მიიღო 64 მეცნიერმა, მათგან 46 წარმოადგენს აშშ-ს.
ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ ფულად პრიზებს მიიღებენ. ყოველწლიური გადახდების ინდექსაცია ფინანსური პრობლემების გამო ჯერ კიდევ 8 წლის წინ გაიყინა. დაწესებული ექვსი ჯილდოდან თითოეულის საპრიზო ფონდი 10 მლნ შვედურ კრონს ანუ 1,5 მლნ დოლარს შეადგენს (1.078 მილიონი ევრო 2010 წლის 11 ოქტომბრის კურსით). ეს ციფრი 2001 წლიდან უცვლელია, დღეს კი, ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო, მისი რეალური ექვივალენტი 1999 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
2008 წელს კრიზისის შემდეგ ნობელის პრემიის დაჯილდოვების ფონდმა 22,3%-ით იზარალა. შარშან მისმა მოცულობამ 3,11 მლრდ კრონი შეადგინა, რაც ათი წლის წინანდელ მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ თავად ფონდის სახსრები, მისი მმართველის მაიკლ სოჰლმანის თქმით, იზრდება, რაც ბრიტანულ ფუნტთან კრონის გამყარებითა და გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების წარმატებული დაბანდებითაა გამოწვეული.


მერაბ ჯულაყიძე
თეუსუ-ს სრული პროფესორი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48