Symteco ქართულ საბანკო ბაზარზე ინოვაციური პროექტით შემოდის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : Symteco ქართულ საბანკო ბაზარზე ინოვაციური პროექტით შემოდის
ნანახია: 917

ლოკალური სისტემა “HandyPay Georgia” მობილურ გადახდებს და ფულად გზავნილებს ერთ სისტემაში გააერთიანებს


საბანკო სერვისების დახვეწამ კარგა ხანია მოხსნა ისეთი პრობლემა, როგორიცაა რიგები ფილიალებთან კომუნალური, თუ სხვა გადახდების განხორციელების მიზნით. ბანკომატებმა, ნაღდი ფულის მიღების ფუნქციით, (cash-in) ბანკში მისვლის გარეშეც გახადა შესაძლებელი დეპოზიტის შევსება და ა.შ.

საერთაშორისო კორპორაცია Symteco-ს მიერ შემოთავაზებული ახალი სისტემა უკვე, კომუნალური და სატელეფონო გადასახადების გადახდას და თანხის გადარიცხვას, მათ შორის ფულადი გზავნილის გაკეთებას, შესაძლებელს ხდის კომპიუტერთან მიუსვლელად – მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა ქვეყნებში წლიდან წლამდე მობილური ოპერატორების მენეჯერები ცდილობენ და აცხადებენ, რომ მობილური ტელეფონი უნდა იყოს მომხმარებლისთვის მთავარი ანგარიშსწორების საშუალება. რადგან, დღევანდელ საზოგადოებაში, ჩვენ ხშირად ვამჯობინებთ სახლში დავტოვოთ ფული და ბარათი, მაგრამ აუცილებლად თან წავიღებთ ტელეფონს.

გააცნობიერეს რა ბანკებმა აღნიშნული, განახორციელეს დისტანციური მართვის სისტემაზე გადასვლა, მაგრამ საბოლოოდ საბანკო ანგარიშების და მობილური ტელეფონის "შერწყმაზე" საუბარი მაინც ნაადრევი აღმოჩნდა, რამდენადაც:
- ნებისმიერი ბანკი, ამ სერვისს მხოლოდ საკუთარ კლიენტებს სთავაზობს და სხვა ბანკებთან, მითუმეტეს სხვა ქვეყნის ბანკებთან ინტეგრაციაზე საუბარიც არ არის.
- მობილურით სრული მართვის სისტემის შექმნის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ დიდ ბანკებს. შედარებით პატარა ბანკები და მათი კლიენტები კი ამ ყველაფრის მიღმა რჩებიან.

კორპორაცია Symteco, რომელიც 2005 წელს საინფორმაციო ტექნოლოგიებში და ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა იმთავითვე ორიენტირებული გახდა, უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, იაფი და სწრაფი ახალი საბანკო სერვისების შექმნაზე. Symteco-ს სპეციალისტები ამ დასკვნამდე მივიდნენ, რადგან, მათი აზრით, შემდეგი ფაქტორებიდან გამომდინარე, მალევე დადგებოდა გადახდების ინტეგრირებული და იაფი სისტემების დანერგვის აუცილებლობა.
ეს ფაქტორებია:

1. საბარათო ტექნოლოგიების "მორალურად მოძველება", გამომდინარე ამ ინფრასტრუქტურის სიძვირიდან (ბანკომატებისა და ბარათების დამზადების ღირებულება)
2. საბარათო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, საერთაშორისო გადახდის სისტემებში არსებული შეზღუდვები და ჩარჩოები.
3. OnLine გადახდის გასახორციელებლად, ძვირიანი e-Commerce-ს ტექნოლოგიების ალტერნატივის არ ქონა.


ამ ფაქტორების საპირწონედ Symteco-ს სპეციალისტები აფიქსირებენ, რომ არსებობს შეღწევის მაღალი დონის მქონე ფიჭური ქსელის ოპერატორთაგან შემდგარი გამზადებული საკომუნიკაციო გარემო. ასევე, მოსახლეობის მიერ ფიჭური ქსელის გამოყენების სტაბილური კულტურა. ამდენად, რჩებოდა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის გამოჩენა, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს საბანკო მომსახურეობები, ფიჭური ქსელი და ფულადი ნაკადების მართვა.

ყველა ბანკის, მობილური გადახდებისა და გზავნილების ერთ სისტემაში გაერთიანების იდეა, კომპანია Symteco-ს სპეციალისტებს მოუვიდათ, როდესაც ისინი მობილური ბანკინგის დანერგვას ერთ-ერთ ყაზახურ მსხვილ ბანკში ასრულებდნენ და როცა სხვა წვრილ მოთამაშეებთან მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ ცალკე სერვისის შეძენის შესაძლებლობა მათ არ აქვთ.

გადაწყვეტილებამ მოსალოდნელზე მეტი სინერგიული ეფექტი მოიტანა, რამაც ბანკებს შესაძლებლობა მისცა მთლიანად დაევიწყებინათ გადახდების მიმღებთან მუშაობის აუცილებლობა და კლიენტებს შესაძლებლობა მისცა, არამარტო გადაეხადათ ანგარიში, არამედ ერთმანეთთან გზავნილები განეხორციელებინათ, იმის მიუხედავად, თუ რომელ ბანკში აქვთ ანგარიში გახსნილი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ კლიენტებმა საერთოდ დაივიწყეს ანგარიშის ნომრები და ბანკები, რომელშიც მათ აქვთ ანგარიში გახსნილი. რადგან, გზავნილისთვის მხოლოდ ერთი რეკვიზიტი იყო საკმარისი, რომელიც მათ ზუსტად იცოდნენ - მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი. როგორც ნებისმიერ სერვისში, უბრალოებამ ლოიალურობა ჩაანაცვლა და სისტემის კლიენტებს შორის უმეტესობა სწორედ იმათმა შეადგინეს, რომლებიც მომსახურეობებს რეგულარულად მოიხმარს.

HandyPay- გზავნილების, საქონლის გადახდის და მომსახურების ყველაზე ხელსაყრელი საშუალება აღმოჩნდა. მისი მეშვეობით, ბანკის ანგარიშიდან აუცილებელი ფინანსური ინფორმაციის მიღება, მობილური ტელეფონით ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

რა უპირატესობა მისცა სისტემამ ბანკებს:

1. ახალი კლიენტების მოზიდვა
2. გადახდების მიღებისა და ფულადი გზავნილებიდან საკომისიოს ხარჯზე არაპროცენტული შემოსავლების გაზრდა.
3. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია და მათი თვითმომსახურეობის რეჟიმზე გადაყვანა


ამ ინტერესების მიხედვით, ბანკი მობილური გადახდების განვითარებას თავისი კლიენტების ხარჯზე დაიწყებს და შეეცდება გადახდებისა და გზავნილების უმეტესი ნაწილის, სხვა არხებიდან HandyPay-ის მომსახურეობაში გადაყვანას.
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბანკებთან პარტნიორობის ფარგლებში, HandyPay-ში ჩართვა ბანკებს, აბსოლუტურად უფასოდ შეეძლებათ.

ბანკი, აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფასა და პროცესების მომსახურეობას HandyPay-ში მიიღებს, რომელთა რეალიზებასაც ბანკისთვის დამატებითი საკომისიო მოაქვს და რომელსაც ბანკს გადამხდელი გადახდის დროს უხდის.
ამასთან, სატრანზაქციო საკომისიოს ბანკი მობილური გადახდების სისტემის ოპერატორს ყოველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ გადაუხდის.

საერთაშორისო კორპორაცია Symteco-ს წარმატებული პროექტები

2009 წლის ბოლოს, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროექტი “HandyPay Kazakhstan” დაიწყო. ყაზახეთში დაახლოებით 16 მილიონი მცხოვრებია, ფიჭური ქსელის 4 ოპერატორი მუშაობს და დაახლოებით 30 კომერციული ბანკი მოქმედებს.

2010 წლის ზაფხულის ბოლოსთვის, ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა უკვე მზად იყო - ყველა ფიჭურ ქსელთან მიღწეულია შეთანხმება, პროექტში ჩართულია 6 უმსხვილესი კომერციული ბანკი და 40-ზე მეტი მომსახურეობის მიმწოდებელი. ახლა უკვე შესაძლებელია, საკაბელო ტელევიზიის მომსახურეობის, ქსელის, ინტერნეტისა და სხვა გადასახადების მობილური ტელეფონით გადახდა. უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ფულადი გზავნილების განხორციელებაც.
2010 წელს, კომპანია Symteco International-მა, “HandyPay Russia”-ს სისტემისა და ფულადი გზავნილების სისტემის, ჩონტაცტ-ის ინტეგრაციის საპილოტო პროექტი გაუშვა.

საერთაშორისო კორპორაცია Symteco-ს ლოკალური სისტემა “HandyPay Georgia” გლობალური ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდება, რომელსაც კომპანია Symteco International-ი აშენებს. “HandyPay Georgia”-ში ჩართული სისტემის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში ფინანსური ოპერაციების ჩატარებას ისე შეძლებენ, რომ საზღვრებსა და მანძილს ყურადღებას არ მიაქცევენ.

კომპანია Symteco International-ი თავისი სისტემის სრულყოფისთვის უნაღდო გადახდების რიცხვის გაზრდის მიზნით შეუსვენებლად მუშაობს. ახალი გადახდების სერვისის მთავარი პრინციპი უკვე მონიშნულია, ახლა მხოლოდ მისი საბოლოო მომხმარებლისთვის გამარტივება დარჩა - PIN-კოდების მოსაწყენი შეყვანისა და რთული “სოფტის” დაყენების გაუქმება. საუკეთესო შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთი შეხებით უნდა ხდებოდეს. ახალი ტექნოლოგია ამის შესაძლებლობას იძლევა.


ალექსანდრე ჭელიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48