ლარი მყარდება და პროდუქტი ძვირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ლარი მყარდება და პროდუქტი ძვირდება
ნანახია: 665

ეს კიდევ უფრო ზრდის იმპორტიორების მოგებას და მძიმედ აწვება მოსახლეობას

ბოლო ორი თვეა ლარი მყარდება. ამ ხნის მანძილზე ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 10 პუნქტით გამყარდა. ჩვეულებისამებრ, ლარის გამყარება იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებას აიაფებს. ლარის 5,5% გამყარების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ფასის შემცირება არ შეინიშნება. ინფორმაციისთვის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2010 წლის 3-10 ივნისს ლარი დოლარის მიმართ 9 პუნქტით, 4,4%-ით გაუფასურდა, რაზეც იმპორტიორებმა სწრაფადვე მოახდინეს რეაგირება და პროდუქციის ფასები გაზარდეს. მაგალითად ფარმაცევტებმა 9 ივნისს ყველა წამალი გააძვირეს 7-15%-ით. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროდუქციის იმპორტიორებზე, რომლებმაც მაშინ ლარის გაუფასურებისგან, იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულების ზრდა დაასახელეს. გაუგებარია, თუ ლარის კურსის დევალვაცია იმპორტის გაძვირებას იწვევს, რატომ არ ხდება იგივე პროცესი ეროვნული ვალუტის რევალვაციის დროს?

შოთა მურღულია: "ზოგადად, ფასების მატება მონეტარული პოლიტიკის საკითხია და კურსის ისეთი ცვლილება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და რაღაც ნახტომისებურია, იწვევს პანიკას. შესაბამისად, ამ დროს ბაზარზე მოლოდინი ჩნდება. ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში (კურსზეა აქ საუბარი, რადგან ინფლაცია კიდევ სხვა რამე არის), ათი დღის განმავლობაში თუ ნახტომისებრი, პერმანენტული ხასიათი მიიღო და პლიუს ამას ზოგადად ბაზარს, იმპორტიორებსა და გამყიდველებს ახსოვთ ე.წ. 2008 წლის 7 ნოემბერი, ე.წ. "შავი პარასკევი", როცა ერთ დღეში მოხდა ლარის კურსის ძალიან დიდი დაკორექტირება, შეიქმნება შიში და პანიკა. წელსაც იმპორტიორები მსგავს "პარასკევს" ელოდნენ, რომელიც კურსს ძალიან დააკორექტირებდა. შესაბამისად, ფასების ცვალებადობა, მხოლოდ კურსის ცვალებადობით არ იყო გამოწვეული, რადგან თუ დავაკვირდებოდით, კურსის გაუფასურება გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ფასების მატება. იმასაც თუ დავაკვირდებით, ძირითადად რომელმა სფერომ მოუმატა პროდუქციაზე ფასები, უფრო გასაგები იქნება ეს ყველაფერი. მოუმატეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა, ანუ მედიკამენტებზე გაიზარდა ძირითადად ფასები, ეს ოლიგოპოლურ ბაზარს ჰგავს, ეს კონკურენცია არაა და შესაბამისად, ხელოვნურად ხდება ხოლმე ფასების დაკავება.
რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, თუ გარკვეული პერიოდით ასე გაგრძელდა, შესაძლოა პროდუქციის ფასები დაკორექტირდეს. პირველ შემთხვევაში პანიკასთან გვქონდა საქმე, მეორე შემთხვევაში პანიკის საფუძველი არ არის და პირიქით, აკვირდება იმპორტიორი, უყურებს რამდენ ხანს გასტანს კიდევ ლარის გამყარება და თუ კვლავ დაფიქსირდა და დოლარის სხვა ვალუტებთან გაუფასურების ხარჯზე არ მოხდება, რა თქმა უნდა, შემდეგ ფასებიც დარეგულირდება.
ჩვენი ბაზრის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქტს უკავია, ამ პროდუქტის თვითღირებულება კი განისაზღვრება იმ ქვეყნის ვალუტაში, რომელი ქვეყნიდანაც მოხდა მისი იმპორტირება, პლიუს ამას ტრანსპორტირება და განბაჟება. თუ დოლარში იგივე დარჩა პროდუქციის ღირებულება, მაგრამ ლარში გაიაფდება, ეს პროდუქტის ღირებულებას გააიაფებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიწოდება, როგორც ასეთი, გაიზრდება და გამოიწვევს ფასების შემცირებას. თეორიულად ეკონომიკაში ასეა, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება".

სოსო არჩვაძე: "აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი არის წმინდა ობიექტური მიზეზებით იმიტომ, რომ ეკონომიკურ თეორიაში, როდესაც ფასები იზრდება და დავუშვათ ზრდა არის 100%, შემდეგ პირობები რაც არ უნდა შეიცვალოს, ვთქვათ, პროდუქტის ფასები მსოფლიო ბაზარზე გაიაფდეს, ჩვენთან ფასი არ იწევს ძველ ნიშნულამდე, იგი მაღალ საფეხურზე რჩება. თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, საგრძნობია და პირდაპირ ურტყამს მომხმარებელთა ჯიბეს. კურსი გამყარდა იმიტომ, რომ სექტემბრის თვეში ინფლაცია თითქმის მიუახლოვდა ორციფრა ნიშნულს, 9.8% დაფიქსირდა და იმ კატეგორიის მიხედვით, რომელზეც მოსახლეობას ყველაზე მეტად მგრძნობიარე დამოკიდებულება გააჩნია, იქ 20%-ზე ავიდა, თავის ობიექტურ მაჩვენებელთან შედარებით. ე.ი. ორნიშნა ნიშნულს საკმაოდ დიდი ნახტომით გადავახტით.
მეორე მომენტი არის ის, რომ მდგომარეობას შიდა ბაზარზე ამძიმებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაბალი წილი. სწორედ ამაში უნდა ვეძებოთ იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში ფასები ასეთი მაღალია და იოლად არ ექვემდებარება საბაზრო კონიუნქტურის გაუმჯობესებას მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა მცირე წილი მცირე და საშუალო ბიზნესისა, ესაა ბაზრის სეგმენტიზაცია მონოპოლიების მიერ და მაღალი წილი მსხვილი წარმოებისა. ევროკავშირთან შედარებით, მსხვილ ბიზნესს ჩვენთან ორჯერ და მეტით მაღალი წილი უკავია და დღეის მდგომარეობით, ოფიციალური სტატისტიკით 85%-ია. ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და არანორმალური სიტუაციაა. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს იმპორტიორების დივერსიფიცირება, ეს მაქსიმალურად ცენტრალიზებულია, რაც არ უწყობს ხელს იმპორტირებული პროდუქციის ფასების თავისუფალ მოძრაობას ბაზარზე".

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48