"დღეს საინვესტიციო პოლიტიკაზე საუბარი ძალიან ადრეა" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "დღეს საინვესტიციო პოლიტიკაზე საუბარი ძალიან ადრეა"
ნანახია: 769

ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. ქართული ეკონომიკის მდგრადი განვითარება სწორედ ინვესტირებაზეა დამოკიდებული. საინტერესოა რამდენად მართებულად და წარმატებით ხორციელდება ეს პროცესი, რა მოთხოვნების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, ვინ არის მყარი გარანტი და ეშველება თუ არა დასაქმების პრობლემას. სწორედ ამ თემებზე გვესაუბრება "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სრული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ღაღანიძე.

- როგორ დაახასიათებდით ბოლო წლების მონაცემებს ინვენსტიციებში და რომელ ქვეყნებზე კეთდება აქცენტი ძირითადად?
- ყველასთვის ცხადია, რომ 2008 წლის შემდეგ ინვესტიციებში ძალიან სერიოზული ვარდნა გვაქვს. თუ 2008 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანად 1 მილიარდ 564 მილიონი შეადგინა, შარშან ის 658 მილიონი იყო, წელს კი, პირველი კვარტლის მონაცემით, 75 მილიონია, მეორე კვარტალში - 197 მილიონი გახდა. თუ შევხედავთ ინვესტიციების განაწილებას, აღმოვაჩენთ, რომ ევროკავშირი, მიუხედავად არასასიამოვნო მოვლენებისა, მაინც დარჩა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე სტაბილურ ინვესტორად. თუ 2008 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების 30,4% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა, 2009 წელს მისი წილი 34%-მდე გაიზარდა.
საკმაოდ დიდი იყო საქართველოდან ინვესტიციების გადინებაც. ეს ფაქტორი დსთ-ს ქვეყნებთან მიმართებაში წმინდა პოლიტიკურმა ფაქტორმა გამოიწვია. დსთ-ს ქვეყნებიდან ინვესტიციების ნაკადის შეწყვეტის შემდეგ 2009 წელს დსთ-დან მხოლოდ ერთი მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. იგივე ხდება ჩვენი უახლოესი მეზობელი სასომხეთის შემთხვევაში, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ცდილობს თავისი პოლიტიკა მასთან დააბალანსოს. ასევე საკმაოდ დიდი ინვესტიციების გადინება მოახდინა ყაზახეთმაც.
ამიტომ აქცენტი უნდა ავიღოთ იმ ქვეყნებზე, რომლებიც უფრო სტაბილურები არიან. პირველ რიგში, ესენი არიან ევროკავშირის სახელმწიფოები, თურქეთი, აშშ. თუმცა, თუ გადინების დინამიკას დავაკვირდებით, 2009 წლის ბოლოსთვის სიტუაცია სტაბილური ხდება. როგორც ჩანს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ არსებობდა ძალიან დიდი საფრთხე და განცდა იმისა, რომ რუსეთი თავის აგრესიულ ქმედებას კვლავ გააგრძელებდა, რაც 2009 წლის ბოლოსთვის ინვესტორებში შენელდა. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 2008 წელს 306 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, 2009 წელს კი 162 მილიონი. 2009 წელს იაპონიიდან შემოსული ინვესტიციები გავიდა, თუმცა 2010 წლის I და II კვარტალში ისევ უკან მობრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ძირითადად ინვესტიციები ისევ ევროკავშირიდან შემოვიდა, რასაც დაემატა იაპონია, I კვარტალში 15,5 მილიონი, II კვარტალში 18 მლნ.
- გარდა რუსეთის აგრესიისა, რა გავლენა იქონია ჩვენზე მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა?
- რასაკვირველია, შემოსული ინვესტიციების ძალიან დაბალი მაჩვენებლები არ უნდა განვიხილოთ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისგან მოწყვეტით. თუ 2003 წლიდან მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარეობდა პროცესები, რაც გულისხმობდა საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, 2008 წლის სექტემბრიდან ეს ტრენდი შეიცვალა. მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და ყველგან, ასე ვთქვათ, კაპიტალის დეფიციტის პრობლემა გაჩნდა, რამაც ინვესტიციების შემცირება განაპირობა. ბუნებრივია, ამან საქართველოზეც იმოქმედა, მითუმეტეს, ეს პროცესი აგვისტოს საომარ მოქმედებებს დაემთხვა. დღეს მსოფლიო ეკონომიკა ნელ-ნელა გამოდის ამ კრიზისიდან, თუმცა გადაჭრით საბოლოო დასკვნის გამოსატანად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
- რა თანხა სჭირდება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის წელიწადში და რამდენად მართებულია ხელისუფლების, კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიციატივა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით?
- მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის წელიწადში ჩვენ 2 მილიარდის ფარგლებში ინვესტიციები გვჭირდება. იმის ფონზე, რაც მთლიანად მსოფლიოში ხორციელდება, ეს დიდი ციფრი არ არის. ჩვენს ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას წლების მანძილზე ამარტივებდა ლიბერალიზაციის პროცესი. რაც შეეხება ხელისუფლების ინიციატივას, ეს არ არის ცალკეგანზომილებიანი საკითხი. საერთოდ მცდელობა, რომ გავამარტივოთ ამ საკითხში ჩვენი აზროვნება, ბოლშევიზმის კლასიკური მოდელია. თეთრი ან შავი, კარგი ან ცუდი და არაფერი შუალედური, - რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. რაც გაკეთდა, მთლიანად ჯამურად უნდა შევაფასოთ. აქ შედის ისიც, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო. ის, რომ ქვედა დონეზე კორუფცია უნდა დაძლეულიყო, პოლიცია პოლიციას უნდა დაემსგავსოს და საბაჟო საბაჟოს, რომ ქვეყანაში გზა უნდა არსებობდეს, ლიცენზიები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, - საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სწორია. წლების მანძილზე ბიზნესის მარტივად კეთებას საქართველოში ძალიან აღმავალი ტრენდი აქვს. მაშ, რა არის პრობლება? ჩვენთან ბევრს აქვს უდიდესი პრეტენზია, მაგრამ არა აქვთ ელემენტარული განათლება. ამის გამო ხშირად იწყებენ სისულელეების კეთებას.. ამ თემაზე საუბარი ჩვენთან ნაკლებად უყვართ. საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანობის ანგარიში, ბოლო წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, ამ კუთხით საქართველო მსოფლიო რეიტინგებში ერთი და იმავე ადგილას ტრიალებს, 85-დან 90 ადგილამდე. ჩვენ ამის გამო ხაზგასმით გვითხრეს, რომ ჩვენთან არასტაბილური გარემოა და, მეორეც, გვყავს არაადექვატურად გაწვრთილი სამუშაო ძალა. ანუ ის, რაშიც ძალიან დაბალი ქულები დაგვიწერს, აბსოლუტურად სწორია.
- ე.ი. ვერა ქობალიას მონდომება პროფესიული კადრების მომზადებაზე, მისაღებია და საჭირო?
- ხელისუფლების მიერ განათლების პრიორიტეტულ სფეროდ გამოცხადება ისეთი სამუშაო ძალების შექმნის მცდელობაა, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ არის არაადექვატურად გაწვრთნილი. თავის დროზე შრომით კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებამ, რომლის მიხედვით დამქირავებელს შეეძლო დაქირავებულის სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაშვება, მაგრამ დაქირავებულს წასვლის თაობაზე ერთი თვით ადრე უნდა განეცხადებინა, აშკარად დისბალანსი გამოიწვია ეთიკური და მორალური თვალსაზრისით. მაგრამ, როცა ინვესტორი არაადექვატურად გაწვრთნილ სამუშაო ძალად გთვლის, მას აუცილებლად უნდა მიეცეს დაქირავების დროს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ანუ ეს იყო პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა, გრძელვადიანი კი ისაა, რომ ადგილობრივი სამუშაო ძალა უფრო ეფექტური გახდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავანგროით მითი, რომ საქართველოში იაფი სამუშაო ძალაა. ეს სულელური მითი გაუნათლებლობისა და გაუთვითცნობიერებლობის პრობლემაა.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იზომება სამუშაო ძალის ღირებულება. როცა გინდა კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა გყავდეს, ჯერ უნდა ჩაატარო რეფორმა განათლების სფეროში, რაღაც შედეგები მიიღო და რეფორმირებულ სისტემაში უნდა მოითხოვო პრობლემების აღმოფხვრა და ადექვატურობა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა აწუხებთ დიდ ინვესტორებს, ამას გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და, ბუნებრივია, მის შედეგებს ვენდობი. გამოკითხვისას ინვესტორთა საკმაოდ მაღალმა პროცეტმა ყველაზე სერიოზულ პრობლემად სახელმწიფო მოხელეთა მიერ ბიზნეს-საქმიანობაში სრულიად დაუსაბუთებელი ჩარევა დაასახელა. ხოლო თუ ვისი მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი პრობლემის მოგვარება, დაახლოებით იგივე პროცენტმა განაცხადა, რომ ამ პროცესს სერიოზულად აფერხებს დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა. აქედან ნათლად ჩანს, რომ როდესაც წარმოიშობა ბიზნეს-დავა, უნდა არსებობდეს მისი სწრაფად, ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმი და, რაც მთავარია, მისი აღსრულების მექანიზმი.
რატომღაც ბიზნეს-დავა ყველას მეწარმე-სუბიექტსა და სახელმწიფოს შორის არსებული დავა ჰგონია. ბიზნესი საგადასახადოს სამსახურის არამართლზომიერი ქმედების გამო დაზიანდება თუ სხვა მეწარმე-სუბიექტის არაკეთილსინდისიერი მიდგომის გამო, ამას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც ხდებოდა პედალირება დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებლობაზე. აქ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით ფონს ვერ გახვალ, ეს სპეციფიკური საქმეა. ბიზნეს-დავას მარტივად და ძალიან ეფექტურად გადაწყვეტს ისეთი არბიტრაჟი, რომელსაც მეწარმე ენდობა.
სწორია, პროფესიული კადრების მომზადების ინიციატივა, არაადექვატურ სამუშაო ძალად როცა მიგიჩნევენ, აბა რა უნდა ვქნათ? სამუშაო ძალა ადექვატური უნდა გახადო. ამას ვერ შეძლებ, თუ არ იქნა გაწვრთნილი. მე რომ ინვესტორი ვარ, მჭირდება პროფესიონალი შემდუღებელი და ნაკლებად მაინტერესებს მისი ცოდნა ბასიანის ბრძოლის შესახებ. უნდა ვეძებოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება.
- ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ბენდუქიძის მინისტრობის დროს იყო საუბარი, რომ ინვესტიციები კარგად არ ხორციელდებოდა, რომ ყველაფერი არ უნდა გაიყიდოს, რომ არ შეიძლება ვენდოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ისტორიის მქონე ერი და არ უნდა მოხდეს ამის უგულებელყოფა. რამდენად სამართლიანია ეს მოსაზრება?
- დამისახელეთ ნაკლებად ისტორიული ერი. როგორც კი გაიჟღერებს ასეთი მენტორული ტონი, იქ უკვე ასპარეზი შარლატანებისაა, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის და ტანზე მაისურებს შემოიხევს, მე მიყვარს საქართველოო. როგორ შეიძლება ამას სერიოზულად შევხედოთ. მთელ მსოფლიოში არსებობს ეროვნული ღირებულება, რომელიც ხელშეუხებელია, არც ერთ შემთხვევაში არ იყიდება და ამას კანონი არეგულირებს. კი, ბატონო, კარგი ხარ, მაგრამ თანამედროვე ცხოვრება არ გინდა? მაშინ გადააგდე მობილური, მე-12 საუკუნეში ხომ ისინი არ ჰქონდათ?! რა ლოგიკაა. როგორც წესი, ეს, გაუნათლებლობის შედეგია. ჯანსაღ შემთხვევაში უნდა იყოს პედალირება პრობლემაზე და სწორი გამოსავალის პოვნაზე. ამიტომ ასეთი საუბრები ზოგადად არსს მოკლებულია. სჯობს ვილაპარაკოთ პრობლემებზე, ვთქვათ, იმაზე, თუ რატომაა სოფლის მეურნეობაში დაბალი ინვესტიციები და როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია.
- როგორ უნდა განვითარდეს საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში? ძირითადად რა სფეროზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?
- საინვესტიციო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ცალკე არ არსებობს. არსებობს ეკონომიკური პოლიტიკა და მასში ჯდება საინვესტიციო პოლიტიკა. ჩემი ღრმა რწმენით უდიდესი შეცდომა იყო, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა, რომ არ გვაქვს ეკონომიკური პოლიტიკა, რომ პრიორიტეტების არქონა, აი, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სანამ არ განისაზღვრება რა ეკონომიკური გეზი გვაქვს, მანამ საინვესტიციო პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებთ. ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, რადგან ჩვენ გვაქვს წარმატებული მაგალითები თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგალითად, სლოვენიასა და ჩეხეთში. ძალიან მარტივად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში ინვესტიციები და ექსპორტი ერთი მედლის ორი მხარეა. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ეკონომიკური პოლიტიკა და მასში შემავალი საინვესტიციო პოლიტიკაც გარკვეული მიზნების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს. ამის გარეშე საქმე გვაქვს მხოლოდ მოზიდვასთან და არა პოლიტიკასთან. მოზიდვა ყველა ინვესტორის შემოსვლას გულისხმობს, პოლიტიკა კი გარკვეულ სექტორებში, სადაც პრიორიტეტები განისაზღვრება, განსაკუთებულ დადებით პირობებს გულისხმობს.
- გასაგებია, რომ ინვესტორს ბასიანის ომის ცოდნა არ სჭირდება, მაგრამ რა ეშველება დასაქმების პრობლემას?
- ინვესტორების შემოსვლის შედეგად სამუშაო ადგილების რაოდენობის შემცირება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოხდა. ცნობილია, რომ ინვესტიციების შემოდინებას რეალურ სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება მოჰყვება. ამის გამო ინვესტიციებზე უარს ვერ ვიტყვით. ჩვენი ხელისუფლება ბრმად გაყვა ლოზუნგებს, რომ მთავარია ეკონომიკური ზრდა და დანარჩენი პრობლემა ავტომატურად მოგვარდება. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას არ დამართნია. ამ პრობლემაზე, მექსიკაში მხოლოდ მას შემდეგ დაფიქრდნენ, როცა ინვესტორების შემოსვლის შედეგად კატასტროფულად გაიზარდა მდიდარსა და ღარიბს შორის ზღვარი და მდგომარეობა ყველაზე ღარიბი ფენისათვის არ შეცვლილა. ამის შესახებ გაეროს დაფინანსებით სპეციალური კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგები სახელმძღვანელოს სახით გამოქვეყნდა. მაშინ გაეროში ვმუშაობდი და საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული მინიშნება გავუკეთე, მაგრამ ჩვენთან ეს არ მოხდებაო. სამწუხაროდ, მოხდა. ეკონომიკურ კანონებს ობიექტური ბუნება აქვს, რაც ერთნაირად მუშაობს ე.წ. განსაკუთერებულ და არაგანსაკუთრებულ ერებში. მესმის, რომ შინაგანად სწამდათ ასე, მაგრამ სხვების მაგალითებს უნდა შეხედო, სადაც იფიქრეს ამაზე, გააცნობიერეს ობიექტური რეალობა და გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. იმის ძახილი, რომ განსაკუთებულები ვართ, სისულეელა, თუ ადექვატურად არ ვიმოქმედებთ. პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული პირობები უნდა შექმნა და შენს რეალობას მოარგო.
- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ?
- ჯერჯერობით მხოლოდ ბედს ვართ მინდობილი და მთლიანად დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რამდენად კარგად გააპიარებენ რომელიღაც შეხვედრაზე საქართველოს, ან რამდენად დამაჯერებლად დაელაპარაკება საქართველოს პრეზიდენტი კონკრეტული ქვეყნების მეთაურებს. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს ვერ შექმნის მდგრადი და სტაბილური ინვესტიციებისთვის საფუძველს. ჩვენ გვჭირდება ამისთვის უამრავი მცირე მოცულობის ინვესტიცია. რასაკვირველია, გაცილებით მარტივია ერთ სამასმილიონიან ინვესტორთან მუშაობა, ვიდრე ას სამმილიონიანთან, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო რეალობა. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ეგეთი სამასმილიონიანი პროექტები უსასრულოდ ხომ არ ექნება და რას ვიზამთ მათი დასრულების შემდეგ.

დათო ქაქუთია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48