"პროკრედიტ ბანკი" ბიზნეს კლიენტებს ახალ მომსახურებას სთავაზობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "პროკრედიტ ბანკი" ბიზნეს კლიენტებს ახალ მომსახურებას სთავაზობს
ნანახია: 921

ოთხშაბათს, 29 სექტემბერს, "პროკრედიტ ბანკმა" თავისი ბიზნეს კლიენტებისათვის მიღება გამართა, სადაც მათ ახალი მომსახურება გააცნო და მადლობა გადაუხადა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დამყარებული ხანგრძლივი პარტნიორობისთვის.
"პროკრედიტ ბანკი საქართველო", როგორც ბიზნესების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს, ეკონომიკის ყველა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს უახლესი მომსახურება და პროდუქტები შესთავაზოს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. საქართველოში ბიზნესის გამოცოცხლების კვალდაკვალ ბანკი თავის ბიზნეს კლიენტებს ამჯერად სრულიად ახალ მომსახურებას – პირად ბიზნეს მრჩეველს სთავაზობს. ბიზნეს მრჩეველი კლიენტებს ყველა საბანკო საკითხის შესახებ პროფესიონალურ რჩევას მისცემს და ბანკში მათი საკონტაქტო პირი იქნება. "პროკრედიტ ბანკის" კლიენტებს უკვე შეუძლიათ ბიზნეს მრჩეველების მომსახურებით სარგებლობა, რომლებიც მათი პირადი ბანკირის ფუნქციას შეასრულებენ და მათ ბიზნესის თუ პირადი ფინანსური საჭიროების შესახებ რჩევებს მისცემენ. კონსულტანტისMმომსახურება უფასოა. ბიზნეს მრჩევლები კლიენტებს მათი ბიზნესისთვის შესაბამისი კრედიტის შერჩევაში დაეხმარებიან და ურჩევენ, თუ როგორ შეიძლება თავიანთი კომპანიის ანგარიშების ოფისიდან გაუსვლელად მართვა და ხელფასების რამდენიმე წუთში გადარიცხვა. გარდა ამისა, ისინი მეწარმეთა ოჯახებს პირადი ანგარიშებისა და დანაზოგების მართვაშიც დაეხმარებიან. საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებმა, რომლებიც პროკრედიტ ბანკის კლიენტები არიან, მიღებაზე თავიანთი პროდუქცია გამოფინეს. სადაც წარმოდგენილი იყო კომპანია "თავთავის", "წეროვანის", `ეროვნული ტანსაცმლის, "ყაზბეგის" და ა.შ. პროდუქტები. ამით ფაქტობრივად შეჯამდა პროკრედიტ ბანკის პროექტი “კლიენტის კუთხე”, რომლის ფარგლებშიც ბანკის კლიენტებს თავიანთი პროდუქციის ბანკის ფილიალებში გამოფენის შესაძლებლობა ჰქონდათ. მიღებაზე გამართულმა გამოფენამ მეწარმეებს ერთმანეთის პროდუქტებისა და მომსახურების გაცნობისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარების საშუალება მისცა. მაია მერედოვა, "პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი აცხადებს: “მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს, რომ პროკრედიტ ბანკი ბიზნესების პარტნიორი ბანკია, სადაც მათ ბიზნეს მრჩევლების დახმარებით თავიანთი ბიზნესისა და ოჯახისთვის ყოველგვარი საბანკო მომსახურების მიღება შეუძლიათ. "პროკრედიტ ბანკი" გააგრძელებს თავის ძირითად საქმიანობას – საქართველოში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას და ამით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანას”.
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა, ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ "პროკრედიტ ბანკი" ერთ-ერთი საიმედო და ბიზნესისთვის ხელშემწყობი ბანკია. Bბანკის თანადგომით მათ პროდუქციის წარმოება და დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდეს, რაც მათთვის მომავალში თანამშრომლობის გასაგრძელებლად დიდი სტიულია.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48