ოპტიმისტი ეროვნული ბანკი და ინფლაციით გაბერილი მშპ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ოპტიმისტი ეროვნული ბანკი და ინფლაციით გაბერილი მშპ
ნანახია: 782

"საქართველოს საბაზრო ეკონომიკის ქვეყანასთან კავშირი არ აქვს" - ნოდარ ჯავახიშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მესამედ შეცვალა. ამჯერად, ბანკის პროგნოზით 2010 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზრდება, რაც ნომინალური მშპ-ის 13.4 პროცენტამდე ზრდას მოასწავებს. ეს კი 1.5%-ით მეტია წინა კვარტალში მიღებულ შეფასებასთან შედარებით, რომელიც 4.5%-იან ზრდას გულისხმობდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის ანალიზით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 1.5-2%-ით განისაზღვრებოდა.
საქართველოს მშპ-ს კრიზისამდე პერიოდის მაჩვენებლის გადაჭარბებაზე საუბრობენ სს "ბი ჯი კაპიტალშიც". "ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის ზრდა 4.9%-ს შეადგენს, რაც მთლიანად გააბათილებს გასული წლის ვარდნას. ჩვენი პროგნოზით, გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ-ს წლიური ზრდა 5%-ს გაუტოლდება, რასაც ხელს შეუწყობს დიდი მოცულობის ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სფეროში", - განაცხადეს "ბი ჯი კაპიტალში". ეროვნული ბანკის ინფორმაციით კი, ეკონომიკის სწრაფი ზრდა ფისკალური სტიმულისა და ბანკების მიერ დაკრედიტების ზრდის შედეგია.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზს უარყოფითად და არარეალურად აფასებენ ექსპერტულ წრეებში. მაგალითად ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ეროვნულ ბანკს ოპტიმიზმში ადანაშაულებს. `ეროვნული ბანკის პროგნოზი წლის დასაწყისში დაახოლოებით 1.5-2% იყო, შემდეგ ითქვა, რომ 4%-მდე გაიზრდებოდა ეს პროგნოზი, ახლა კი 6%-ით გაზარდეს, როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში უფრო მეტად ოპტიმისტები მუშაობენ და ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ” – აღნიშნავს ხადური.
"მშპ-ს ზრდა ეროვნული ბანკის მიღწევადი მაჩვენებელი არ არის. როგორ არ გაზრდიან, მშპ-ს თუ უნდათ 15%-მდეც აიყვანენ, სტატისტიკა მაგათია და რასაც უნდათ იმას იტყვიან. მით უმეტეს თავისუფლად შეუძლიათ ვარირება გააკეთონ, რამდენსაც უნდათ იმდენს აჩვენებენ მშპ-ს და ასე აკეთებენ ყოველთვის. წარმოიდგინეთ შარშან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 30%-ით შემცირდა და ქვეყანაში, რომელიც 80%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, მშპ მხოლოდ 3.9%-ით შემცირდა? როგორ ხდება ეს? ეს მხოლოდ ისე ხდება, რომ თვითონ აკეთებენ ციფრებით მანიპულაციას. ანუ ამაზე კომენტარის გაკეთება სისულელეა, რადგან რამდენსაც უნდათ იმდენს მიაღწევენ და არაფერი კავშირი არ ექნება რეალობასთან?", _ განმარტავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის გათვლებით, მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების მთლიანი მოცულობის რეალურ ზრდიდან გამომდინარეობს, მათი განმარტებით 2010 წელს ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ვაჭრობა (+2.3%), გადამამუშავებელი მრეწველობა (+1.7%) და ტრანსპორტი (+1%). უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ღირებულების მთლიანი მოცულობის ზრდის პირდაპირ მასტიმულირებელია ლარის დევალვაცია, რომელიც ამა წლის ივნისში მოხდა და ინფლაცია, რაც ბოლო თვეებია საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.
მიმდინარე წლის მაისის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირდა პროდუქტის ფასების კატასტროდული ზრდაც და მაღალი ინფლაციაც. ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდას უკვე ბოლო ორი თვეა ზედიზედ ადასტურებს. სებ-ის ინფორმაციით, ივლისში დაფიქსირებული 7 პროცენტიანი მაჩვენებლის შემდეგ, აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი 9.5 პროცენტამდე გაიზარდა.
"ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის ძირითადი მიზეზი საგარეო ფაქტორით გამოწვეული სურსათის ფასების მატება იყო, რაც თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე ფასების მომატებამ განაპირობა. აგვისტოში ზრდა დაფიქსირდა აგრეთვე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვითაც", - განაცხადეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში.
ივნისში ლარის გაუფასურებამ, დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის ზრდა გამოიწვია და საქართველოს დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გამო ინფლაციის ზრდაც, რამაც თავის მხრივ გაზარდა ბიუჯეტში შემოსულობების რაოდენობა. ამასთან სწორედ მაღალ ინფლაციას შეიძლება მიეწეროს მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა, რადგან ბოლო დროს ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ინფლაცია აძვირებს მთელ ქვეყანაში არსებულ პროდუქციას, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ერთი შეხედვით მშპ გაიზარდა, თანხობრივად, მაგრამ რეალურად პროდუქციის რაოდენობა იგივე დარჩა, უბრალოდ ამ პროდუქტების ფასები გაიზარდა. სწორედ მაღალ ინფლაციას შეიძლება მიეწეროს სებ-ის ოპტიმისტური პროგნოზი ეკონომიკის 6%-იან ზრდასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში ინფლაციას დიდი წვლილი, რომ მიუძღვის რამდენიმე სტატისტიკური ინფორმაციის ნახვაც კმარა. მაგ.: მშპ (საბაზრო ფასი) 2009 წლის მაჩვენებლით 17 948,6 მლნ ლარს შეადგენს, 2003 წლის ფასებით კი 11 999.5 მლნ ლარს შეადგენდა. გამოდის რომ, 2009 წელს პროდუქტებზე ფასები, რომ არ გაზრდილიყო 2009 წელს ქვეყნის მშპ 1/3-ით ნაკლები იქნებოდა. ანუ, 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე მშპ-ს ზრდაში ინფლაციის წილმა 6 მლრდ ლარამდე შეადგინა. ასე რომ, ამ შემთხვევაში მაღალი ინფლაცია მშპ-ს ზრდის მასტიმულირებელია. ინფლაცია კი წელს, რომ მაღალი იქნება ამას აგვისტოს მაჩვენებელიც ადასტურებს და ექსპერტებიც მის ზრდას მოელიან.
ექსპერტთა მოსაზრებით, წლიურმა ინფლაციამ შესაძლოა ორნიშნა ნიშნულს მიაღწიოს, ეს კი კანონმდებლობით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაში მიცემას მოასწავებს. "9.5% სულაც არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ თვითონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს შეწუხებული, რადგან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-იანი ჰქონდათ. კანონით კი, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ იცავს მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა გადააყენო. ახლა მაგას იმისთვის სცალია, რომ მთლიან შიდა პროდუქტზე ილაპარაკოს? მშპ რა ეროვნული ბანკის საქმეა, მაგაზე რომ საუბრობს, მან უნდა ისაუბროს იმაზე თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ადგილი. თავისი მაჩვენებელი ვერ შეასრულა და სხვისაზე ლაპარაკობს", - განმარტავს ნოდარ ჯავახიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7 პროცენტამდე გაზარდა, ქვეყანაში ინფლაცია კვლავ იზრდება. `ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და ინფლაციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან საქართველოს, როგორც გითხარით 80%-იანი იმპორტი აქვს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, ფაქტობრივად ქვეყანა ცხოვრობს უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტებით, თითქმის მთლიანად და ყველა პოზიციაში ხელისუფლება ზის წილში. გაუჭირდება და ფასებს მოუმატებენ და იმატებს მაგათი წილიც. იმიტომ მოიმატა ეხლა ყველაფერზე ფასებმა, რომ აღარ არის უცხოური ინვესტიციები, არავინ აღარ გვეხმარება, დარჩნენ მარტო და ამიტომ ჩვენ უნდა გვატყაონ, თქვენს გაზეთშიც იწერებოდა, რომ მხოლო წამლებში რამდენი აქვთ ფასნამატი, საბაზრო ეკონომიკის ქვეყანასთან არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოს, რამდენიც უნდა სააკაშვილს იმდენით იზრდება ფასი, რა მადაზეა გააჩნია”, - საუბრობს ნოდარ ჯავახიშვილი.
ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა, ქვეყანაში ინფლაციის დაბალი ნიშნულის შენარჩუნებისთვის დროულად არ იზრუნეს, ახლა კი მთავრობამ მაღალ ინფლაციას სხვა გამოყენებაც მოუძებნა და მისი მეშვეობით მშპ-ს ზრდაზე აპელირებს. ექსპერტთა ნაწილის აზრით წლის ბოლოსთვის შესაძლოა ორნიშნა წლიური ინფლაცია დაფიქსირდეს. თუმცა ხელისუფლებისთვის პროდუქტზე ფასების მატება და ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა უპრიანია, რადგან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ნომინალურ ზრდაზე სასაუბრო კიდევ ჰქონდეს.

თეონა ჭიტაძე



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48