ვაჟა ბერიძე: ჩერქეზების გენოციდი რეალური ისტორიული ფაქტია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვაჟა ბერიძე: ჩერქეზების გენოციდი რეალური ისტორიული ფაქტია
ნანახია: 809

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საქართველოს პარლამენტში ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად აფასებს.

როგორც ვაჟა ბერიძემ განაცხადა, დადგა დრო, მსოფლიომ უარი თქვას ორმაგ სტანდარტებზე ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას. ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოები არ უნდა განაპირობებდნენ ფაქტებისადმი კონიუნქტურულ მიდგომას. რუსების მიერ ჩერქეზების გენოციდი რეალობაა და ამის აღიარება, უპირველეს ყოვლისა, თვით რუსეთის მომავალს და პერსპექტივას წაადგება.

ექსპერტის აზრით, საქართველოს პარლამენტმა უნდა დააჩქაროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რათა თემა არ გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ამავე დროს პარლამენტი და საქართველოს ხელისუფლება მოცემულ ფაქტს შეფასებას აძლევს ქართველო ხალხის, საქართველოს მოსახლეობის სახელით, ჩვენმა მოქალაქეებმა კი პრობლემის თაობაზე ცოტა რამ თუ იციან. მათ უმეტესობას არც ის ესმის, ვინ არიან ჩერქეზები, რომ იგი ადიღეების საერთო სახელწოდებაა. რუსეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი რამდენიმე ათეული ათასი ჩერქეზი ძირითადად ყარაჩაი - ჩერქეზეთის 17-მდე აულში ცხოვრობს, ისინი ყაბარდოულ - ჩერქეზულ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც იბერიულ - კავკასიური ენების აფხაზურ - ადიღეურ ჯგუფს ეკუთვნის. სხვათაშორის, ჩერქეზებს ბევრი აფხაზებსაც ეძახის, ისინი ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთში, სადაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში გადასახლდნენ ჩერქეზების გენოციდის შედეგად.

ვაჟა ბერიძის თქმით, პროცესი, რომლის შედეგიც რუსების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა იყო, გენოციდისათვის აშკარად დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავდა. "ერთი მილიონი ჩერქეზის გადასახლებაც ოსმალეთის იმპერიაში, მუჰაჯირობის შედეგად, ასევე ჩერქეზების გენოციდის ნაწილი იყო. იმავე რეპრესიებს დაექვემდებარნენ, მაშინ აფხაზეთში მცხოვრები ჩერქეზების მონათესავე აბაზები, დღევანდელი აფსუა - აფხაზების წინაპრები და უბიხები. ამ საკითხებს საფუძვლიანად სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა, რომელიც რატომღაც გააუქმეს." - ამბობს ბერიძე. ბუნებრივია, გენოციდის აღიარებას, იქნება ეს "სომეხთა გენოციდი" თუ "ჩერქეზების გენოციდი" საერთაშორისო - სამართლებრივი ასპექტი აქვს. ტერმინ "გენოციდს" ნიურნბერგის ტრიბუნალიდან დაედო სათავე, თუმცა ტრიბუნალის განაჩენში სიტყვა "გენოციდი" ნახსენები არ არის. დღეს გენოციდი მიჩნეულია საერთაშორისო დანაშაულად, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ კრიმინალად და იურისტების მიერ, სათანადო დეფინიციების გამოყენებით საკმაოდ მკაფიოდ არის განსაზღვრული მისი მახასიათებლები. ასე რომ, პოლონელი იურისტის, რაფაელ ლემკინის შემდეგ, რომელმაც პირველად გამოიყენა ეს ტერმინი, ცნების არსი მნიშვნელოვნად დაკონკრეტდა. თუ ჩერქეზების გენოციდი აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, დადანაშაულებული იქნება რუსეთის იმდროინდელი ხელისუფლება და არა რუსი ხალხი, თუმცა დღევანდელმა რუსეთმა უნდა აღიაროს და მოინანიოს ის ხოცვა - ჟლეტა რითაც ხასიათდებოდა ჩერქეზების წინააღმდეგ ომებში მათი წინაპრების მოქმედება.

ექსპერტის აზრით, არის ერთი უხერხულობა და პრინციპული სიახლე, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარებას ახლავს. მნიშვნელოვნად ფართოვდება ისტორიული საზღვრები და თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ მე-20 საუკუნეში ჩადენილ გენოციდის ფაქტებზე, ჩერქეზების გენოციდის აღიარებით გადავდივართ მე-19 საუკუნეში, რითაც სხვა ხალხებსა და ერებს, ეთნოსებს, წინა საუკუნეებში მათ მიმართ განხორციელებული გენოციდის ფაქტების აღიარების პრეცედენტს ვუქმნით.

"მაშინ, როცა დღემდე საუბარი იყო გერმანელი ნაცისტების მიერ ებრაელების გენოციდზე (ჰოლოკოსტი), კამპუჩიაში, პოლ პოტისა და იენგ სარის მმართველობის დროს, 1974-1979 წლებში 3 მილიონი კამპუჩიელის განადგურებაზე და რუანდაში 1994 წელს ჰუტუს ტომის მიერ 800 000 ტუტსის ტომის წარმომადგენლის დახოცვაზე. ვფიქრობ, მორიდება და მოკრძალება არაფერ შუაშია, ექსპერტებმა, მეცნიერებმა, ხოლო შემდეგ პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ და თუ დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ადგილო ჰქონდა გენოციდს, უნდა აღიარონ იგი. მიმაჩნია, რომ ჩერქეზების გენოციდის შეფასება, როგორც რეალური ფაქტისა, ძნელი არ იქნება. ასეთია ჭეშმარიტება." - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

მედიანიუსი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48