თავისუფალი ეკონომიკის სტატუსი და ნანგრევებად ქცეული ქართული ეკონომიკა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : თავისუფალი ეკონომიკის სტატუსი და ნანგრევებად ქცეული ქართული ეკონომიკა
ნანახია: 728

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი არის გავლენიანი ანგარიში, ქვეყნების წლიური ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისთვის. 1995 წლიდან, პოლიტიკის კვლევის წამყვანი ცენტრები ვაშინგტონში - "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი" და "უოლ სთრით ჯორნალი", წლის დასაწყისში აქვეყნებენ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
საქართველოში ბოლო წლებში გატარებულმა ლიბერალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანა ლიდერად აქცია ყოფილ საბჭოთა სივრცეში. საქართველოზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ესტონეთმა აჩვენა. ზოგადად, მსოფლიოში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ეკონომიკური თავისუფლების შემცირება შეიმჩნევა. საქართველო ერთგვარი გამონაკლისი არისო, - ჯერ კიდევ იანვარში აღნიშნავდა საქართველოში სტუმრად მყოფი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი ავტორი რობერტ ლოუსონი.
აღნიშნული ინდექსი დგება 10 სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებლების მიხედვით (მაჩვენებლები ფასდება IMF, World Bank, და Economist Intelligence Unit-ის მონაცემებზე დაყრდნობით). ეს მაჩვენებლებია: ბიზნესის თავისუფლება; ვაჭრობის თავისუფლება; მონეტარული თავისუფლება; მთავრობის ჩარევის დონე (Government Size); კერძო საკუთრების თავისუფლება; ინვესტიციების თავისუფლება; კორუფციის დონე; შრომის თავისუფლება (Labor Freedom); ფისკალური თავისუფლება; ფინანსური თავისუფლება.
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 26-ე ადგილზე მოხვდა და გასული წლის მაჩვენებელი საგრძნობლად გააუმჯობესა. საქართველო "ძირითადად თავისუფალი ეკონომიკის" მქონე ქვეყნების რიგებში მოექცა. რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს ბიზნესის, შრომითი, სავაჭრო, ფისკალური თავისუფლებისა და მთავრობის მოცულობის მხრივ. ბიუროკრატიული რეგულაციები ნაკლებია, გადასახადები დაბალია, უცხოელ ინვესტორებს მათთვის სასურველ სფეროში შეუძლიათ ფულის დაბანდება. თუმცა, მათივე განმარტებით, საქართველოს ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი აქვს კერძო საკუთრების და კორუფციისგან დაცვის მხრივ. სასამართლო სისტემაში კორუფცია ისევ პრობლემაა, ქართველი და უცხოელი ინვესტორები ეჭვით უყურებენ სასამართლოს უნარს დაიცვას მათი კერძო საკუთრება და კონტრაქტები. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ კანონის აღსრულება კი სუსტია.
რეიტინგის ავტორებს ექსპერტებიც ეთანხმებიან და ქართული ეკონომიკის სუსტ მხარედ სასამართლოს მიერ კერძო საკუთრების დაცვის დაბალ უნარს მიიჩნევენ. მათი აზრით, ასეთი რეიტინგების გამოქვენყება ქვეყნისათვის თავისთადავად კარგია და ნებისმერი რეიტინგის შედგენისას სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენება ხდება, რომლის საფუძველზეც საბოლოო რეიტინგები ქვეყნდება, მაგრამ ცხადია ცალკეული რეიტინგებით ვერ ვიმსჯელებთ, რამდენად წარმატებული ქვეყანაა საქართველო. მითუმეტეს როდესაც საქმე ისეთ ქვეყანას ეხება, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი კრიზისიდან და მისი ეკონომიკა ნანგრევებიდან აღდგენას მხოლოდ ეხლა იწყებს.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48