ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა აგვისტოში რეკორდულად გაიზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა აგვისტოში რეკორდულად გაიზარდა
ნანახია: 712

ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა ძალიან დიდი ხანია გაცდა კონკრეტული კრედიტორისა და მოვალის ურთიერთობებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა. პრობლემას უფრო მეტად სოციალური დატვირთვა აქვს ვიდრე ეკონომიკური, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური განვითარების პროცესიდან ასეულობით ათასი ეკონომიკურად აქტიური მოქალაქის ამოგდება, საქართველოს ეკონომიკისთვის მწვავე დარტყმა იქნება. გავიხსენოთ ის, რომ თავის დროზე სესხები აღებული აქვთ ყველაზე აქტიურ და სიტუაციაში გარკვეულ, მიზანმიმართული ქმედების უნარის მქონე ადამიანებს, ასეთი ადამიანებისთვის ხაზის გადასმა და მათი უგულებელყოფა კიდევ უფრო შეამცირებს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას და მატერიალური დოვლათის შექმნას. ეს საკითხი, პირველ რიგში აისახება ისევ საბანკო პროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე. ამ სუბიექტების, კიდევ უფრო, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანაში შემცირდება შიდა მოხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზულად გაურთულდება საქმე ეკონომიკის სხვა სფეროებსაც.
ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა უშუალოდ ეხება საბანკო სისტემას. ამგვარი სესხების მოცულობამ აგვისტოში 226 მილიონ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 4.3%-ია. ერთი შეხედვით, ეს არ არის საგანგაშო ციფრი, თუმცა, საქმე ისაა, რომ ბანკები პრობლემურ სესხებს ითვლიან თანხაში გამოხატულს და არა იმას, თუ რამდენ ადამიანს აქვს პრობლემა საქმიანობაში, ანუ ბანკები, სიტუაციას უყურებენ საკუთარი პოზიციიდან, რაც პრობლემის სოციალურ-ეკონომიკურ სიმწვავეს არ აკნინებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ტენდენციას, რომ დამრღვევი მოვალეები ძირითადად 5000 ლარამდე სესხით სარგებლობენ, გამოჩნდება, რომ პრობლემა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს უდგას და მათი პროცენტული შემადგენლობა მსესხებელთა მთლიან შემადგენლობაში 30-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ კლების ტენდენციის ნაცვლად საქართველოს საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ზაფხულის ბოლო თვეში რეკორდულად გაიზარდა. აგვისტოში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 226 მილიონ 863 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 25 მილიონით მეტია. თუმცა, ბანკების ასოციაციის მტკიცებით, 25-მილიონიანი მატება არ შეიძლება საგანგაშოდ განვიხილოთ, რადგან ბანკების საკრედიტო პორტფელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. იგი წლის დასაწყისთან შედარებით წმინდა სესხების მიხედვით გაზრდილია 4.5–დან 5,2 მილიარდ ლარამდე ანუ საშუალოდ თვეში 1.75 %-ით, რაც პოსტკრიზისული პერიოდისათვის კარგი მაჩვენებელია. ამასთან, კომერციული ბანკები მოგებაზე მაინც გადიან. აგვისტოში ბანკების საერთო მოგებამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელზე 12 მილიონით მეტია.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის მატებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მოსახლეობას სესხების გადახდა მაინც უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რესტრუქტურიზაცია მოხდა. მისი თქმით, სწორედ ესაა აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ამ ფაქტორს არ გამორიცხავს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაიაც, იგი აცხადებს, რომ მოსახლეობას ხელახლა გაწერილი სესხის გადახდა უჭირს, რაც, ექსპერტის განმარტებით, პირდაპირ კავშირშია უმუშევრობის ზრდასთან. ჯგერენაიას თქმით, სანამ ეკონომიკაში მკვეთრი მატება არ დაფიქსირდება, ასეთი სესხების მოცულობა ყოველთვის გაიზრდება. ეკონომიკაში მკვეთრ მატებას კი გარკვეულწილად ის სუბიექტებიც განაპირობებენ, რომლებიც ვერ ახერხებენ სესხების დაბრუნებას. ამიტომ საჭიროა ამ საკითხს დიდი ყურადღება მიექცეს როგორც ბანკების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48