აჭარა თავიდან ბოლომდე ჩააბარეს თურქეთს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : აჭარა თავიდან ბოლომდე ჩააბარეს თურქეთს
ნანახია: 817

"თურქები აიღებენ მიწებს, გათავისუფლდებიან 15 წელი გადასახადებისგან და მთავრობაც წილში ჩაუჯდება"

შავიზღვისპირეთი წელს წინა წლებთან შედარებით გამოირჩეოდა ტურისტების სიმრავლით, რასაც ამინდებმაც შეუწყო ხელი, ამით არა მარტო ტურიზმის დეპარტამენტი, არამედ პრეზიდენტიც ამაყობდა. საწუწუნო არც სასტუმროების მფლობელებს და ზღვისპირელებს ჰქონდათ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თავს ზაფხულში დამსვენებლებისთვის სახლის მიქირავებით ირჩენენ თავს. თუმცა როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ტურისტული ბუმის, რომელიც შემდეგ წლებში მთელ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში იქნება. თადარიგი კი აქედანვე დაიჭირეს და საქართველოში მომრავლებულ ათასგვარ თავისუფალ ზონებს კიდევ ერთი დაემატება – "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონა".
"ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით ე.წ "ფიჭვნარის" ტერიტორიაზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, სასტუმროების მშენებლობისთვის გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 27 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის განხორციელების მსურველს შეუძლია ამათგან გააკეთოს არჩევანი. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტი მზად იქნება 24 სექტემბრისთვის. დამკვეთის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. აღსანიშნავია, რომ: სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად; დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ; ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით. თითოეულ სასტუმროში ინვესტორმა 2-დან 4 მილიონ ლარამდე უნდა ჩადოს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ინვესტორი გათავისუფლებული იქნება 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან. განაცხადები მიიღება შესაძლებელია 30 ოქტომბრამდე.
პროექტი საკმაოდ მიმზიდველია და აღფრთოვანებაც გამოიწვია, თუმცა როგორც ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, საქართველოში ამ ინიციატივას ცოტა ვინმე თუ გამოეხმაურება - "რას ნიშნავს ეს, როცა პრეზიდენტი ერთ მშვენიერ დღეს აცხადებს, რომ გაძლევ მიწას უფასოდ, მერე 15 წლით გათავისუფლებ გადასახადებიდან და ამით აღფრთოვანებულები იყვნენ. ძალიან მაინტერესებს საქარველოში ბევრს ნახავს, რომელსაც აქვს 2 და 4 მილიონი, რომელიც მივა რიგში ჩადგება და 10-10 მილიონს ჩადებს და ააშენებს სასტუმროს. პრეზიდენტმა რომ თქვა მუთაქებიდან გამოიღეთ ფულები და იმით ააშენეთო, მუთაქებში ვისაც აქვს, იმიტომ აქვთ, რომ ამ ხელისუფლების ეშინიათ და ეხლა ის გამოიტანს იმიტომ რომ ქობულეთში მუქთად მაძლევენ მიწასო. ამ დროს 1% არ ექნებათ გარანტია რომ არ წაართმევენ მუთაქიანად. მეორე და მთავარი, მთავრობის სხდომაზე აცხადებენ ისეთ რაღაცას რისი გადაწყვეტის უფლებაც მთავრობას არ აქვს, გადასახადიდან გათავისუფლება არის პარლამენტის პრეროგატივა. საკვირველია პირდაპირ ამგვარ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი რომ იღებს."
ექსპერტების განმარტებით, ინვესტორებს 2011 წლის 1 აგვისტომდე სასტუმრო-კომპლექსების მშენებლობა, მცირე დროის გამო შესაძლოა შეუფერხდეთ. ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი ვალდებულებას აიღებს, რომ 9 თვეში ახალ სასტუმროს ააშენებს, თუმცა თუ კონტაქტი დაირღვევა მაშინ ინვესტორს ფინანსური სანქციის დაწესება არ ასცდება.
მათივე განცხადებით, თუკი საკანონმდებლო ინიციატივა დროულად არ იქნება მომზადებული, შესაძლოა მთავრობამ პირობის კორექტირება მოახდინოს, რითაც ისევ ბიზნესი დაზარალდება.
აქვე გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ მოკლე ვადაში ინვესტიციების მოზიდვას და თან იმ პირობებში, როდესაც პროექტი ჩაშვებულია, ხოლო საგადასახადო შეღავათები დაკანონებული არ არის გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურ ინვესტორებს შესაბამისი გარანტიები ესაჭიროებათ.
ქობულეთში მდებარე სასტუმროს "ჯორჯია პალასი"-ს მფლობელი თემურ ჭყონია ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" შექმნას მიესალმება და მისი სასტუმროს ისეთივე საგადასახადო რეჟიმში მოქცევას მოითხოვს. მისი აზრით, თუ მსგავსი რამ შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს სხვა სასტუმროებზე, რატომ არ შეიძლება მის მფლობელობაში არსებული სასტუმროც გათავისუფლდეს აღნიშნული გადასახადებისგან. ჭყონია მეორე წელია ქობულეთის თვითმმართველობისგან ქონების გადასახადის შემცირებას ითხოვს. მისი თქმით, თვითმმართველობას შეუძლია ეს გადასახადი 0–დან 1%-მდე დაგეგმოს, თუმცა გადასახადი 1%–ია.
ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში უკვე 2 კომპანია შევიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული ზონით დაინტერესება მაღალია და დღეში საშუალოდ 20-30 ინვესტორი ცდილობს ამ თემაზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. მათივე ცნობით, ტურისტულ ზონაში შესული ორი ინვესტორი სასტუმროების მშენებლობას ნოემბერში დაიწყებს.
თუმცა არსებული პროექტის წარმატებაში ნოდარ ჯავახიშვილს მაინც ეჭვი ეპარება - "არ შეიძლება ფეშენებელური სასტუმრო იყოს ქობულეთში იმდენი, რამდენი დამსვენებელიც ჩამოვა, ვერანაირი სამთვიანი დატვირთა ვერ უზრუნველყოფს დარჩენილ 9 თვეს. საეჭვოა ეს გაკეთდეს, მაგრამ რომ გაკეთდეს შედეგი იქნება ის, რომ მთელი ზღვისპირეთის მოსახლეობა რითაც ცხოვრობს, გამოაცლიან ბოლო ლუკმას. ყველაზე კარგ შემთხვევაში კატასტროფულად დაეცემა ფასები კერძო სექტორზე, რომლითაც ფაქტიურად მთელი ზღვისპირეთი ცხოვრობს. ჩემი აზრით ეს კეთდება, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან გაუჭირდათ, რადგან მეც არაერთხელ მითქვამს, რომ როგორც კი შეწყდება უცხოური დახმარებები ქვეყანას კატასტროფულად გაუჭირდება და ეს სახეზეა, ამიტომ ყველაფერს აკეთებს ჩვენი პრეზიდენტი რომ ინვესტიციები შემოიტანოს. აქ ფაქტი იქნება ერთი, როგორც აქამდე თავიდან ბოლომდე აჭარა ჩააბარეს თურქეთს, ესეც მათთვის მიღებული გადაწყვეტილებაა. თურქები აიღებენ ამ მიწებს, გათავისუფლდებიან 15 წელი გადასახადებისგან და მთავრობაც წილში ჩაუჯდება".

ნინო თამაზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48