ნანახია: 1031
საბირჟო-საინვესტიციო სფეროში ახალი პროფესიული სასწავლებელი იქმნება
განათლების დარგში მიმდინარე რეფორმების ფონზე, ჩვენს ყურადღებას ამჯერად სახელობო-პროფესიული სწავლების სექტორში, სრულიად ახალი სახის პროფესიათა და სასწავლო პროგრამათა შემოტანის მოვლენა იწვევს. ამ დღეებში, განათლების ამ საფეხურში, სახელობო-პროფესიული სასწავლებლების, ახალი წესით, ავტორიზების დებულება მტკიცდება. გაგაცნობთ ერთერთ საინტერესო სასწავლებელს, რომელიც თბილისში საბირჟო-საინვესტიციო სფეროში და ზოგადად საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე მომუშავე სპეციალისტებს მოამზადებს. ინტერვიუს გვაძლევს ახალი საინვესტიციო სკოლის დირექტორი, დავით დობორჯგინიძე.
მკითხველს აინტერესებს, თუ რომელი სპეციალობებით მომზადებას ითვალისწინებს ახალი საინვესტიციო სკოლა. ასევე საინტერესოა თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად მოთხოვნილია ეს პროფესიები დღევანდელ დასაქმების ბაზარზე? მოგახსენებთ: ახალი საინვესტიციო სკოლა პირველად, საქართველოში აფუძნებს საბირჟო-ტრეიდერთა და ბროკერთა პროფესიული მომზადების პროგრამებს. ცხადია, რომ დღეს, საქართველოს კაპიტალის ბაზარი ისევე, როგორც საბირჟო-სავაჭრო საქმიანობა არ არის სათანადოდ განვითარებული, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტული ტექნოლოგიების რევოლუციური განვითარება, დღეს შესაძლებლობას იძლევა ვაწარმოოთ სავაჭრო ოპერაციები მსოფლიოს სხვადასხვა გლობალურ ბირჟებზე. მაგალითად ნიუ იორკის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე, ტოკიოს, სინგაპურის, ბომბეის, შანხაის ბირჟაზე; ასევე საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, რომელიც კვირაში 5 დღე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ეს დღეს საქართველოდან, და თუნდაც სახლის ან თბილისის ოფისის კომპიუტერიდან არის შესაძლებელი. ეს საქმე ითხოვს გარკვეულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სტატისტიკით, ბრიტანეთის ყოველი მე-4-ე ოჯახი მცირე ინვესტორია და ოჯახის საინვესტიციო პორტფელის (კუთვნილი აქციები და ობლიგაციები) საშუალო მოცულობა, 20’000 ბრიტანულ ფუნტს შეადგენს. ან კიდევ, გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი ბებიები და ბაბუები, - ისინი, ფაქტიურად დამოუკიდებლად მართავდნენ საბჭოთა, კუთვნილი ობლიგაციების ყიდვა-განაღდების საქმეს. ასე, რომ ამ საქმეს, განურჩევლად ძირითადი პროფესიისა, მეტ-ნაკლებად, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ეზიარება. ვის მიიღებს სასწავლო ჯგუფებში ახალი საინვესტიციო სკოლა და როდის იგეგმება სასწავლო პროცესის ამოქმედება? მიმდინარე ეტაპზე, გახსნილად ცხადდება პირველი საფეხურის 3 თვიან პროგრამა. სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან იწყება. წელს ჩვენ მხოლოდ 80 სტუდენტს მივიღებთ. ჯგუფებში ვიწვევთ მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებს (ძირითად სკოლასთან შეთავსებით), ასევე სხვადასხვა ბაკალავრიატების სტუდენტებს (შეთავსებით, მეორე სმენაში), კურსდამთავრებულებს და ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს, ასაკისა ზღვარისა და პირველადი განათლების გათვალისწინების გარეშე. რა ეტაპზეა ახალი საინვესტიციო სკოლის სასწავლო-მატერიალური ბაზა? რაც შეხება სასწავლო ბაზას, - ჩვენი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპისთვის შეირჩა საუკეთესო, ახლად აშენებული, ცალკე მდგომი 3 სართულიანი სასწავლო შენობა, რომელიც განლაგებულია თბილისში, სასტუმრო ”შერატონ მეტეხის” გვერდით ( თელავის ქ.7 ). დამონატაჟებული შიდა კომპიუტერული ქსელი, ჩართულია სატელეკომუნიკაციო და სპეციალური ინტერნეტ-სისტემები, დამონტაჟდა და მზადაა სასწავლო ოთახების გათბობა, ახლა კომპლექტდება სასწავლო ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა. რომელ კონკრეტულ სპეციალობებს წარმოადგენთ სასწავლო პროგრამებში? მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში ჩვენ მოვამზადებთ შემდეგი მიმართულებების სპეციალისტებს, ტრეიდერებსა და ბროკერებს: - საბირჟო-სავაჭრო ოპერაციები საერთაშორისო საფონდო ბაზარზე (Stock); - სავაჭრო ოპერაციები გლობალურ სავალუტო ბაზარზე (Fx); - ფიუჩერსული (სამომავლო) კონტრაქტებით ვაჭრობა (Futures); - ოფციონებით (შესყიდვის უფლებებით) ვაჭრობა; პროგრამის თეორიულ ნაწილთან ერთად, სტუდენტები გაივლიან 2 თვიან პრაქტიკას და სწავლის შედეგების მიხედვით, მათ მიეცემათ არა მარტო ჩვენსავე ფონდში (კავკასიის საინვესტიციო სატრასტო კომპანია) დასაქმების შესაძლებლობა, არამედ დამოუკიდებელი ბიზნესის წარმოების, ან თუნდაც სახლიდან თვითდასაქმების პერსპექტივა. ჩარიცხულ და გარეშე სტუდენტებს დამატებით ასევე მიეცემათ სწავლის შესაძლებლობა, შემდეგ მოკლევადიან სასერთიფიკაციო კურსებზე: - პრაქტიკული ბუღალტერია; - ბიზნეს-ინგლისური (ინტენსიური კურსი); - კომპიუტერული საოფისე და სავაჭრო პროგრამები; - სავალუტო რისკების ჰეჯირება (კონტრაქტების ჰეჯერი); - შრომის კოდექსი (3 დღიანი ტრინინგ-კურსი); - სამეწარმეო კოდექსი (4 დღიანი ტრეინიგი). ჩვენი მიდგომა განათლებისადმი ორიენტირებულია დასაქმებაზე. იგი პრიორიტეტულად ითვალისწინებს საკმაოდ პრესტიჟულ, მატერიალურად უზრუნველყოფილ სფეროში დასაქმებას. 3 თვის პრაქტიკული სწავლების პერიოდშივე სტუდენტს გაუჩნდება, ჩვენს ფონდთან თანამშრომლობის გზით, დამოუკიდებელი შემოსავალის მიღების შესაძლებლობა. მომდევნო პერიოდში, კი კურსდამთავრებულები განაგრძობენ ჩვენთან თანამშრომლობას, - კონსულტაციების, კონფერენციების, ცალკეულ პროფესიონალთა მასტერკლასების და სხვა თემატიკით, - როგორც ამ დარგის ძირითად სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრთან. ვინ წარუძღვება სასწავლო პროგრამებს? ლექტორთა ჯგუფში, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად მოწვეულია უცხოელი, მოქმედი პროფესიონალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და სლოვენიიდან. უახლოეს მომავალში ამ ჯგუფს შემოუერთდებიან გერმანელი სპეციალისტები. ექსპერტთა კონსულტაციების გათვალისწინებით, ჩვენს მიერ შემუშავებული, ინტენსიური 3 თავიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს 1 თვის თეორიულ და 2 თვის პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. ნაწილი პრაქტიკული მეცადინეობებისა (მასტერკლასები) გაიმართება ღამის და ადრე დილის საათებშიც, - მაშინ, როდესაც მუშაობს დედამიწის მეორე ნახევარი და იქ მოქმედი გლობალური მნიშვნელობის ბირჟები (ტოკიო, სინგაპური, შანჰაი). მეცადინეობების დროს, გასაგები მიზეზის გამო, ამ დროს იმოქმედებს ყავა-ცენტრი და მოსასვენებელი ოთახი.
დავით დობორჯგინიძე ახალი საინვესტიციო სკოლის დირექტორი
ახალი საინვესტიციო სკოლა თბილისი 0109, აკაკი წერეთლის გამზ. #116, დიდუბე პლაზა, მე-3 სართული. ტელ: 354-358 მობ: 898 210000 Web-site: www.nsi.ge E-mail: info@nsi.ge
|