ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ხმალაძესთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ხმალაძესთან
ნანახია: 832

"გადასახადის გადამხდელი უდანაშაულო დამნაშავის როლში გამოდის"

ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ხმალაძესთან

- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, იმ პირობებში, როცა მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, საქართველოში ექსპორტს იმპორტი ბევრად აღემატება, მოსალოდნელია უმუშევრობისა და ინფლაციის დონის მკვეთრი ზრდა, მაშინ, როდესაც ეროვნული წარმოება კატასტროფულ მდგომარეობაშია, როგორი საგადასახადო პოლიტიკა უნდა გაატაროს ხელისუფლებამ?
- ის ფინანსური კრიზისი, რომელიც მსოფლიოშია, ბუნებრივია, ჩვენ ქვეყანაზეც მოქმედებს. საქართველოს კიდევ დამატებით აგვისტოს მოვლენებმა მიაყენა უდიდესი ზიანი და ცხადია, რომ ამის გამოსასწორებლად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საგადასახადო სისტემა მხოლოდ ერთი კომპონენტია, რომელმაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმოქმედოს, თუმცა არც თუ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ისიც გარკვეულ ეკონომიკურ ფონს განაპირობებს. მათ შორის საინვესტიციო გარემოს სახეს. საგადასახადო სისტემა ნორმალურ პირობებში ყალიბდება. საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საქართველოში საწარმოთა სტაბილური და მშვიდი მუშაობა ქვეყანაში არსებულ საგადასახადო რეჟიმზე პირდაპირაა დამოკიდებული. საგადასახადო რეჟიმი, თავის მხრივ, მხოლოდ გადასახადების სახეობები და გადასახადების განაკვეთები არ არის. მისი სიკარგე და სიცუდე მხოლოდ იმით არაა განპირობებული, მეწარმეს და ფიზიკურ პირს, რა მოცულობის გადასახადი ეკისრება. საგადასახადო რეჟიმს დიდწილად გადასახადების ადმინისტრირების საკითხი განაპირობებს.
- როგორი უნდა იყოს საგადასახადო სისტემის ადმინისტრირება და შევადაროთ ის ჩვენთან არსებულ სიტუაციას.
- ამ რეჟიმზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ადმინისტრაციის ურთიერთობა თანამშრომლობის ხასიათის წარმოადგენს. რაც გულისხმობს, რომ ორივე მხარეს კარგად გვესმის, რომ გადასახადები არის გადასახდელი და მათ ხარჯზე მთელი სახელმწიფო მექანიზმი ფუნქციონირებს. ამიტომ მზად ვართ იმისთვის, რომ ერთმა მხარემ კეთილსინდისიერად გადაიხადოს გადასახადი და მეორემ ასევე კეთილსინდისიერად შეამოწმოს ამ პროცესის მიმდინარეობა. აი, ეს არის თანამშრომლობის რეჟიმი. ასევე არსებობს მეორე რეჟიმი, რომელსაც რეპრესიულ რეჟიმს უწოდებენ, როდესაც საგადასახადო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი იმთავითვე არის არაკეთილსინდისიერი გადამხდელი და ამიტომ მას ექცევა, როგორც არაკეთილსინდისიერ გადამხდელს, აქ უკვე თანამშრომლობაზე საუბარი ზედმეტია. ანუ, იქმნება ისეთი სურათი, რომ ყველა გადასახადის გადამხდელი ან უმეტესი ნაწილი არის ისეთი, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს გადასახადის გადახდას, ხოლო საგადასახადო ადმინისტრაცია არის ის, ვინც იცავს სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესებს და დასდევს ამ გადასახადის გადამხდელებს კეტით, მათრახით, იჭერს, ართმევს და ა. შ. აი, ეს ურთიერთობები განსაზღვრავენ იმას, თუ როგორი არის ქვეყნის თვითონ საგადასახადო სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენი საგადასახადო სისტემა რეპრესიული ხასიათისაა. ამაზე რამდენიმე ელემენტი მიუთითებს: - თავად იდეოლოგიურად ის, თუ როგორ არის ჩვენთან განმარტებული რა არის გადასახადი, იძლევა იმის ნიშანს, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა არ არის იმ პრინციპზე დაფუძნებული, რომელსაც ჰქვია თანამშრომლობა გადასახადის გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის.
ყველა გადასახადის გადამხდელი შეუძლებელია საგადასახადო კანონმდებლობის კარგი მცოდნე იყოს, რადგან საგადასახადო კანონმდებლობა საკმაოდ რთული რამაა და მისი გამოყენებისათვის პროფესიული ცოდნაა საჭირო. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთა დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით ფიზიკური პირები და და მცირე საწარმოები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი სახსრების იმისათვის, რომ დაიქირაონ მაღალკვალიფიციური ბუღალტრები, იურისტი, რომ მათ წარმართონ ეს საქმეები, ისინი ძალიან ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უნდათ მოიქცნენ კანონის შესაბამისად, არ უნდათ კანონის დარღვევა, მაგრამ არ იციან როგორ, რა ან როდის გადაიხადონ. ასეთ შემთხვევაში ისინი შეკითხვით მიმართავენ საგადასახადო ორგანოებს. ამას დავამატოთ ისიც, რომ საგადასახადო სისტემა ვერ ამოწურავს ნორმატიული სახით ყველა შესაძლო შემთხვევას იმდენად დაწვრილებით, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო კანონმდებლობის შესწავლისას მასში იპოვოს ზუსტად ის ნორმა, რომელიც შეესაბამება მის რაღაც კონკრეტულ მდგომარეობას. ვთქვათ, რაღაც ოპერაცია ჩატარდა და შეიძლება ეს ზუსტად არ არის საგადასახადო კანონმდებლობაში ასახული, მაგრამ სხვადასხვა ნორმათა ერთობლიობით შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადასახადის გადამხდელი, თუ ის არ არის პროფესიონალი, როგორც ეკონომისტი და როგორც იურისტი, ის ვერ პოულობს, ვერ ერკვევა და უგზავნის შეკითხვას საგადასახადო ორგანოს. კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მას უპასუხოს შეკითხვაზე. აი, ამის მერე იწყება ყველაფერი. საქმე ის არის, რომ საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, საგადასახდო ორგანოს პასუხს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად შესაბამისი კომპეტენციის არმქონე მეწარმეს ეკისრება.
- რა შემთხვევაში?
- თუ საგადასახადო შემოწმებისას შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ ის რეკომენდაცია, რომელიც საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელს მისცა, არ შეესაბამებოდა კანონს და იყო არასწორი, მაშინ გადამხდელის მიმართ გამოყენებული იქნება ყველა საგადასახადო სანქცია, დაარიცხავენ საურავს და დააკისრებენ კიდევ ჯარიმის გადახდას (არასწორი მონაცემების წარდგენისთვის, გადასახადის გადაუხდელობისთვის და ა. შ. და ამან შეიძლება ჯამურად შეადგინოს ძალიან დიდი თანხა, ბევრად მეტი იმაზე, ვიდრე იქნებოდა ეს გადასახდელი მაშინ, როცა საგადასახადო ორგანომ რეკომენდაცია გასცა). ამ შემთხვევაში ისჯება ისეთი მოქალაქე, რომელმაც საგადასახადო სამსახურის რეკომენდაცია ზუსტად შეასრულა. კანონმდებელი ამას საპატიო მიზეზად არ მიიჩნევს.
კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პირმა გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართოს კომპეტენტურ უწყებას და მიიღოს მისგან ისეთი რჩევა, რომლის შესაბამისად მოქცევის შემთხვევაში, ის თავისუფალი იქნება პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უდანაშაულო დამნაშავის როლში გამოდის. როგორადაც არ უნდა მოიქცეს პირი, ის ვერანაირ გარანტიას ვერ იღებს, რომ მომავალში არაკეთილსინდისიერ გადამხდელად არ იქნება მიჩნეული. ეს ძალიან ცუდი ნორმაა. გადასახადის გადამხდელს, თუ არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას, შეუძლია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ანუ შეუძლია დაიწყოს საგადასახადო დავა. ამ დავის დაწყების შემთხვევაში არის მექანიზმები, ნორმები, რომლებიც გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს ისევ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, თუ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელს წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა და თუ გადასახადის გადამხდელმა ამ მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში არ დაიწყო საგადასახადო დავა ანუ 20 დღის ვადაში, თუ მან არ გაასაჩივრა დადგენილი წესით ეს საგადასახადო მოთხოვნა მაშინ ჩაითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა აღიარა საგადასახადო მოთხოვნა.
- თქვენ განაცხადეთ, რომ კოდექსის ცვლილებათა პაკეტში დევს მუხლი, რომლის თანახმადაც, რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება უკუდაბეგვრის წესით დაიბეგრება დღგ-ს სახით. რას გვეტყვით ამ მუხლის შესახებ?
- ეს მუხლი შეცვალეს. პრაკტიკაში იყო ასეთი ნორმა, რომ რეზიდენტ ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება უკუდაბეგვრის წესით დაიბეგრებოდა დღგ-ს სახით. არარეზიდენტზე ეს ნორმა დღესაც მოქმედებს. ეს არის საწარმოს მიერ გადასახდელი გადასახადი. ბუნებრივია, რომ რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურებისთვის აი, ამ გადასახადის დაწესება გამოიწვევდა მომსახურების ღირებულების გაზრდას.
- აქ დროებით დაქირავებულ ადამიანებზეა საუბარი. ვინ იტვირთავდა ამ გადასახადის სიმძიმეს - კომპანიები თუU დროებით დაქირავებული ადამიანები?
- როცა თქვენ ხართ საწარმოს თანამშრომელი, მაშინ თქვენ გიხდიან ხელფასს და ეს არ ითვლება, რომ თქვენ მას უწევთ მომსახურებას. თქვენ ხართ დაქირავებული, მაგრამ როდესაც ვინმე სხვა პირს რაღაცა კონსულტაციისთვის, თუ მის მიერ გაწეული რაღაცა გაანგარიშებისთვის უხდით ფულს (დროებით ხელშეკრულებით მოიყვანეთ) აი, ეს დაიბეგრებოდა დღგ-თი. ეს, ბუნებრივია, გაზრდიდა საწარმოს ხარჯს და შესაბამისად, გაუარესდებოდა მდგომარეობა, მაგრამ უკვე მეორე მოსმენით ეს ნორმა შეცვალეს და რეზიდენტი ფიზიკური პირების მომსახურების დაბეგვრა უკუდაბეგვრით დღგ-თი ამოიღეს.
- კოდექსის ცვლილებათა პაკეტში ხომ არ დევს ისეთი მუხლი, რაც მძიმედ დააწვება მეწარმეებს ან ფიზიკურ პირებს?
- რაღაცეები დევს, მაგრამ საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს არ ვიცით.წესით, მეორედან მესამე მოსმენამდე, ამ შუალედში, რაიმე არსებითი ცვლილება კანონში არ უნდა შევიდეს, მაგრამ სურათი ასეთია - რეალობა სხვაგვარია მანამ, სანამ ცვლილებათა პაკეტი საბოლოო სახეს არ მიიღებს.


ესაუბრა დოდო შენგელია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48