გილაურმა გაუტია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : გილაურმა გაუტია
ნანახია: 567

რამდენად რეალურია პრემიერის მოსაზრება, საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის შესახებ

საქართველოს მთავრობას თვეში ერთხელ ტრაბახის ჟამი დაუდგება და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები მოხსნიან კიდეც გუდას პირს. ამჯერად ასპარეზზე ქვეყნის პერმიერია. ბოლო დროს ნიკა გილაური დრო და დრო ეკონომიკურ სასწაულებზე საუბრობს, მაგრამ ახლა ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა. უფრო სწორად, ზედმეტი აქამდეც მოსდიოდა, ახლა ზედმეტის ზედმეტი გამოუვიდა.
პრემიერ-მინისტრი ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ქვეყანამ ეკონომიკის ზრდის ტემპი მაქსიმალურად შეინარჩუნა. გილაურის განცხადებით, 2010 წლის 6 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები წინასწარი მონაცემებით, 5.5-6 პროცენტის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა, 6 თვის საბოლოო მაჩვენებლები სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
?აც შეეხება ივლისის თვეს, ზრდის ტემპი აქაც შენარჩუნდა და ის იმავე ფარგლებშია. რაც 2010 წლის პირველ 6 თვეში იყო. ივლისის თვეში გაიზარდა დეპოზიტების მოცულობა და ის 2009 წლის ივლისის თვეს რომ შევადაროთ, გაზრდილია 44 პროცენტით. დღეისათვის გაზრდილი ასევე სასესხო პორტფელი და ის 2009 წლის ივლისთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა. ივლისში გაიზარდა ასევე ავტომობილების რეგისტრაცია და თუ 6 თვეში ზრდა 15 პროცენტი იყო, ივლისში 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 პროცენტითაა გაზრდილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ასევე დღგ-ს ბრუნვასთან მიმართებაში და ივლისში 2009 წლის ივლისთან შედარებით 28 პროცენტია, - განაცხადა გილაურმა.
პრემიერის განცხადებით, გაზრდილია ასევე ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლებიც. 6 თვის მონაცემებით, საქართველოში 33 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2009 წლის 6 თვეში.
?კონომიკური მაჩვენებლებიც ასეთი ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში იქმნება სამუშაო ადგილები და ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას, - განაცხადა გილაურმა.
ყველა?ველა და ეს ბოლო დატრაბახება კი პრემიერ-მინისტრს ძალიან გადაჭარბებული გამოუვიდა. საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ სამუშაო ადგილები არათუ იზრდება, დიდი სისწრაფით მცირდება. სხვა რომ არა იყოს რა, უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას სტატიტიკის დეპარტამენტიც კი ვერ მალავს.
ოფიციალური მონაცემებითაც კი, წლიდან წლამდე უმუშევრობა მინიმუმ 1 პროცენტით იზრდება. სხვათა შორის, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ?აქსტატის მონაცემებით უმუშევრობა 17 პროცენტს აჭარბებს, 1-პროცენტიანი ზრდა მართლაც შემაშფოთებელია.
ეს რაც შეეხება ოფიციალურ ციფრებს, თორემ სპეციალისტები რა ხანია მიუთითებენ, რომ რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი უკვე გასცდა 25%-იან ზღვარს და ამ მომენტისათვის 27-28 პროცენტის ფარგლებშია.
სწორედ ამიტომაც, ექსპერტი დავით ნარმანია პრემიერისგან განსხვავებით ეკონომიკურ სასწაულს ვერ ხედავს, თუმცა, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა მართლაც ფიქსირდება.
მისი შეფასებით, ეკონომიკაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, მათ შორის ფასების ზრდა, საინვესტიციო პასიურობა და ჯერაც მოუწესრიგებელი არასტაბილურ ბიზნეს-გარემო. ამიტომ, ექსპერტი პრემიერს ურჩევს ამ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება და მშრალ და არაფრისმთქმელი ციფრებით თავის მოწონებას თავი გაანებოს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48