დავეწიოთ ისრაელს (და არ გავუსწროთ) » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : დავეწიოთ ისრაელს (და არ გავუსწროთ)
ნანახია: 683

ჟურნალ “ტაბულაში” გამოქვეყნებულმა მიშა თავხელიძის მასალამ, უფრო სწორად, სათაურმა, – “დავეწიოთ ისრაელს”, ერთი ძველი, მაგრამ ძალიან კარგი ანეკდოტი გამახსენა.
კი დავეწევი და კი გავასწრებ, ძამა, ამერიკას, მაგრამ არ ვიზამ მაგას! – აცხადებს გურული გლეხი, . . რატომ? – კითხეს გურულს, . . იმიზა, ძამა, რომე, რომ გავასწრო, შარვალი მაქვს უკან გამოხეული, დამინახავს მთელი ამერიკა და შევრცხვები, – ასეა გაქილიკებული ამბიციად ქცეული საბჭოური პროპაგანდა.“დავეწიოთ ისრაელს”, – აცხადებს მიშა თავხელიძე და საქართველოსა და ისრაელს შორის მსგავსებების ძიებას იწყებს.

“საწყისი ეკონომიკური პოტენციალი(ც) მსგავსი გვაქვს: ისევე როგორც ჩვენ, ისრაელს არ გააჩნია დიდი რაოდენობით ექსპორტისათვის გამოსადეგი ბუნებრივი რესურსები. . .”, – აგრძელებს თემას მიშა თავხელიძე.

ასე დაიწყო ბატონმა მიშამ სათაურში გაჟღერებული განწყობის რეალურობის მტკიცება. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ სტატიაში ავტორმა შეგნებულად დაიწყო ტყუილებზე დაფუძნებული არგუმენტების მტკიცება. ეს ის ზღვარია, როდესაც საქმე გვაქვს ჟურნალისტის მიერ არა ფაქტის არასწორ კონსტანტაციასთან, არამედ ელემენტარულ ტყუილთან. შეიძლება ამ განცხადებისთვის გვეწოდებინა შეცდომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბატონმა მიშამ იცის, რას ამბობს და რატომ. ამიტომ, ვთვლი, რომ ის შეგნებულად ამბობს სიცრუეს, ანუ ტყუის.

ავტორმა ამ სტატიაში შეგნებულად თქვა უარი დეტალებში ჩაღრმავებაზე, რადგან ზუსტად იცოდა, რომ აუცილებლად აღმოაჩენდა თავის თავში შეუსაბამობებს.

ბოლოს და ბოლოს, ზუსტად ვიცი, რომ ბატონ მიშას თავისუფლად შეუძლია ციფრების გარჩევა და მათი რიცხვებად აღქმა (ელემენტარულია, სულ 10 ციფრი არსებობს, რომელთაგანაც შემდეგ დგება რიცხვების კომბინაცია).

“ისრაელის ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ისევე როგორც საქართველოსი, დაიწყო ლიბერალიზაციითა და მკაცრი ფისკალური პოლიტიკით, რომელმაც მოთოკა ინფლაცია და შექმნა ქვეყნის ეკონომიკის შედარებით თავისუფალი განვითარების პირობები”, – მიშა თავხელიძე

საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაიწყო 2005 წელს და ის გაგრძელდა 2008 წლის გაზაფხულამდე, მაისამდე, სანამ მსოფლიო ფინანსური კრიზისი გაღვივდებოდა, როდესაც საბანკო სისტემამ შეზღუდა კრედიტების ხელმისაწვდომობა.

სხვა საკითხია, კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრობის დროიდან დაწყებული პოლიტიკა ლიბერალიზაცია იყო, თუ იგი ულტრალიბერალიზმის საკმაოდ მოჭარბებულ ნიშნებს ატარებდა. მთავარი ისაა, რომ მკაცრი ფისკალური პოლიტიკით ბიუჯეტის შემოსავლების გაკონტროლება შეიძლება, ხოლო ინფლაციის კონტროლი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამსახურება შეიძლება ყოფილიყო. რაც შეეხება ინფლაციის მოთოკვას, გავახსენებ ბატონ მიშას, რომ სწორედ იმ პერიოდში დაფიქსირდა ბოლო წლებში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი – წლიური 14.5%. ეს ოფიციალურად, პრაქტიკოსი ანალიტიკოსების გათვლებით იმ დროს ინფლაციის მაჩვენებელი წლიურ 30%-საც აღწევდა. (ოფიციალურ სტატისტიკას ადგენდა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული და დამოუკიდებლობადაკარგული სტატისტიკის დეპარტამენტი, ეს ის შემთხვევაა, როცა ქვემდგომი აფასებს ზემდგომს. მერე რა, რომ ეს ინსტიტუციური აღრევაა, ულტრალიბერალები ხომ არ ცნობთ ინსტიტუციებს).

“1990 წლამდე ისრაელის ეკონომიკა ყველაზე სოციალისტურ ეკონომიკად, კომუნისტური ბლოკის ქვეყნების შემდეგ. დღეს ის ყველაზე თავისუფალი და დივერსიფიცირებული (შესაბამისად სტაბილური) ეკონომიკაა რეგიონში”, – მიშა თავხელიძე

დღეს ისრაელი ძალიან კარგი ქვეყანაა, ბატონო მიშა, იმაშიც გეთანხმებით, რომ ის თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მე თავისუფლებაში ვგულისხმობ, რომ სახელმწიფო არ ერევა ბიზნესურთიერთობებში და ეკონომიკა ვითარდება კონკრეტული ჩინოვნიკებისა თუ ჩინოვნიკებზე აღმატებული პერსონების ხუშტურების გარეშე. თუმცა, თქვენ თავისუფალ ეკონომიკაში გულისხმობთ იმას, რომ ის არ არის სოციალისტური, თქვენი გაგებით, ის არ არის სოციალურად ორიენტირებული ანუ პასუხისმგებლიანი სახელმწიფო.

თქვენი ეს განცხადება არის ტყუილი. დღეს ისრაელში მოქმედებს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მძლავრი სოციალური დაცვის სისტემა და მოქმედებს დასაქმებულზე ორიენტირებული შრომის კანონმდებლობა. ერთ ფაქტს აღვნიშნავ, შრომითი კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსახლეობის რელიგიურ განწყობებსაც კი, იქ დამსაქმებელი თხოვნასაც კი ვერ გაბედავს დასაქმებულისთვის, რომ იმუშაოს შაბათს, . .

რაც შეეხება ტერმინ დიფერენცირებულ ეკონომიკას, სწორედ მისი გამოყენებით ეწინააღმდეგებით საკუთარ განწყობას. დიფერენცირებული ეკონომიკა ძალიან კარგია, ისრაელთან მიმართებაშიც მართალი ბრძანდებით, მაგრამ საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში ამ ტერმინის გამოყენება, თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი,.. უბრალოდ, ექსპორტ-იმპორტის შეფარდებას გადახედეთ (www.geostat.ge).

“ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 200 მილიარდ ამერიკულ დოლლარს აღემატება, რომლის 46% სერვისზე მოდის, 25% მრეწველობაზე და დანარჩენი სოფლის მეურნეობაზე”, – ესეც ბატონი მიშას სტატიის ამონარიდია. ჯერ მაქვს კითხვა, რატომ არ დათვალა მან სოფლის მეურნეობის წილი ისრაელის ეკონომიკაში, იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოსას ვერ შეადარებდა?! ამის შემდეგ, უნდა შევნიშნოთ, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობის სიძლიერე, უმეტესწილად სახელმწიფოს სპეციალური პროგრამების დამსახურებაა. აბა, სოციალისტური აღარ არისო?

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მსგავსებაზე რომ საუბარი უნამუსობაა, ეს სხვა თემაა. (ბატონო მიშა, www.geostat.ge, მშვენიერი ვებ-გვერდია, მხოლოდ 10 ციფრის ცოდნა გჭირდებათ).

ისრაელი “საზღვარგარეთ ყიდის,…… და, რაც მთავარია, სამხედრო ტექნოლოგიებს. სწორედ ეს უკანასკნელია ის, რამაც, ჩემი აზრით, უდიდესი როლი ითამაშა ისრაელის განვითარებაში და საშუალება მისცა მას, ჩამოყალიბებულიყო მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკად”, – მიშა თავხელიძე


ეს ამონარიდიც მიშა თავხელიძის სტატიიდანაა. სამხედრო ტექნოლოგიები ტყუილად არ უხსენებია. იწყებს მარტივი ჭეშმარიტების მტკიცებით და აგრძელებს პროპაგანდით. თუმცა, რა პროპაგანდა, ეს ადამიანი ან ისრაელით არის საკმარისზე მეტად აღფრთოვანებული, ანაც საქართველოს მთავრობით, ან უბრალოდ მკითხველი შეჰყავს შეცდომაში. ყველაზე სარწმუნო, ბოლო ვარიანტია, რადგან ბატონ თავხელიძეს ჭკვიან ადამიანად მივიჩნევ და ვთვლი, რომ მისი დონის ინტელექტუალს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საქართველო, თვალსაწიერ მომავალში სამხედრო ტექნოლოგიებით მოვაჭრე ქვეყანა გახდება.

“სამხედრო ინდუსტრია მეცნიერებადტევადი, კომპლექსური საქმეა. არც ერთი სხვა ინდუსტრია არ ქმნის იმდენ მოთხოვნილებას კვალიფიციურ კადრებზე და ეკონომიკის ინოვაციურ პოტენციალს, რამდენსაც სხვა ინდუსტრია”, – მიშა თავხელიძე

აი, ბატონმა მიშამ უკვე გამოსახა კონკრეტული კონტურები, რა შეიძლება მოიტანოს სამხედრო ინდუსტრიის განვითარებამ.

“წარმოიდგინეთ, რამდენი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი და ექსპერტი სჭირდება, მაგალითად, მაღალი სიზუსტის, ე.წ. ჭკვიანი ბომბის შექმნას და შემდეგ, მის გაყიდვას: პროექტის მენეჯერები, ინჟინრები, პროგრამისტები, ქიმიკოსები, ელექტრონული ინჟინრები, ფიზიკოსები, მარკეტოლოგები, მარკეტინგის სპეციალისტები, იურისტები, ფინანსისტები და ა.შ.”, – მიშა თავხელიძე

მძღოლები გამოგრჩათ ბატონო მიშა, მძღოლები,… “ჭკვიან ბომბებს” გადატანა ხომ უნდა?! გეთანხმებით, ორჯერ ორი არის ოთხი, მაგრამ მძღოლებმა რა დააშავეს?! ისე, იქნებ გვითხრას ბატონმა მიშამ, ეკონომიკის რომელ სექტორში, ან თუნდაც კონკრეტულ დარგში, არ არის საჭირო მარკეტოლოგი, იურისტი და ფინანსისტი,… თუ, ეს ფრაზა იმიტომ დაიწერა, რომ მომავლის საქართველოში მათაც იპოვონ ადგილი, ისინი ხომ დღეს ასე ბევრნი არიან,.. მათაც ხომ უნდა იკითხონ “ტაბულა” და მათაც ხომ უნდა მისცენ ხმა, სამხედრო ტექნოლოგიებზე გადართულ საქართველოს,.. მაგრამ მძღოლები?! ისინიც საკმაოდ ბევრნი არიან, ბატონო მიშა,…

“ეს ხალხი უნდა აღვზარდოთ, ამას სწავლება სჭირდება. გასაკვირი არ არის, რომ ისრაელი, რომელიც იარაღის ბაზრის 10% აკონტროლებს, მთლიან მოსახლეობასთან შედარებით, მეცნიერების რაოდენობით დღეს პირველ ადგილზეა. რაკი მოთხოვნა არის, მიწოდებაც იქნება – ეს თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტური კანონია”, - მიშა თავხელიძე

ველოსიპედიც აღმოვაჩინეთ, თურმე “ტაბულა” უნდა იკითხო, იმის გასაგებად, რომ რაკი მოთხოვნა არის, მიწოდებაც იქნება. და თურმე მიშა თავხელიძის პერსონალური აღმოჩენაა, ის რომ პროფესიონალებს აღზრდა სჭირდებათ.

იქნებ, ისიც ეთქვა, როგორ აღვზარდოთ,.. ბოდიში, მაპატიეთ, მოთხოვნა თუ არის მიწოდებაც იქნებაო,.. ანუ თუ სამეცნიერო ტექნოლოგიები განვითარდება, შრომის ბაზარზე გაჩნდება მეცნიერ მუშაკების მიწოდებაც,.. წახვალ მერე “ელიავას ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე, აიყვან ერთ-ორ ცალ ქიმიკოსს და მათემატიკოსს და ამუშავებ,.. ესეც თავისუფალი ბაზრის ლოგიკაა, ოღონდაც მისი ულტრალიბერალური გაგების,…

ეს ხალხი უნდა აღვზარდოთო, გვეუბნება ბატონი მიშა, აღვზარდოთ, მაგრამ აღზრდა რა სახელმწიფოს მოვალეობაა, მაშინ ხომ ვიღაცამ შეიძლება სოციალისტური გვიწოდოს, აქაოდა საქართველო მეცნიერმუშაკების ადგილობრივი “წარმოების” მიმართ პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებსო,.. როგორ შევხედოთ შემდეგ თვალებში ნეტარ ლი კუანს,…

ლი კუანის კი არა ღირსი კახა ბენდუქიძისაც შერცხვება მიშა თვახელიძეს, თუ მისი წონიანი თანამესვეტე, სტატიის შემდეგ მონაკვეთს წაიკითხავს

“ეს ერთადერთი ინდუსტრიაა, რომლის განვითარება სახელმწიფოს პირდაპირი მოვალოება და პრეროგატივაა, რადგან სახელმწიფო სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების ექსკლუზიური მომხმარებელია და, შესაბამისად, დამკვეთიც უნდა იყოს”, – მიშა თავხელიძე

ასე ხომ ჟურნალ “ტაბულას” იმავე ნომერში კახა ბენდუქიძის მიერ გათახსირებულ ევროკავშირში ხდება, ბატონო მიშა?! ბნელით და უკუნით მოცულ ევროპაში სახელმწიფო ზრუნავს, უფრო სწორად პასუხისმგებლობას იღებს, პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე. ეს რა მესმის, რას ხედავს ჩემი თვალები, მომავალ სინგაპურში სახემლწიფოს რაიმე მოვალეობა და პრეროგატივა უნდა ჰქონდეს?!

ეს ირონია, მართლაც, გაკვირვების გამოძახილი იყო, მაგრამ გულის სიღრმეში, მაინც მჯერა, რომ ავტორს ასეთი რამ არ შეეშლებოდა, . . ვერც ერთი პატიოსანი (!) ლიბერალი, მით უფრო ულტრალიბერალი ვერ ამიხსნის, რატომ უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება, ვიდრე თუნდაც სოფლის მეურნეობა,.. სოფლის მეურნეობაშიც შეიძლება დავასაქმოთ პროექტის მენეჯერები, ინჟინრები, პროგრამისტები, ქიმიკოსები, ელექტრონული ინჟინრები, ფიზიკოსები, მარკეტოლოგები, მარკეტინგის სპეციალისტები, იურისტები, ფინანსისტები და ა.შ.

“სახელმწიფო სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების ექსკლუზიური მომხმარებელია – ო”, – აცხადებს ბატონი მიშა. ანუ სახელმწიფო მოიხმარს-ო და გარანტირებული ბაზარი იქნება-ო (მაშინ მარკეტოლოგები რად გვინდა, თუ აუცილებლად გაიყიდება და ბაზრის შესწავლა-ანალიზის საფუძველზე გაყიდვების სტრატეგიის დამუშავება აღარ დაგვჭირდება?!).

თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბატონ მიშას კიდევ ერთხელ წამოსცდა ისეთი რამ, რისთვისაც ბენდუქიძე მას ყურს აუწევს. სახელმწიფო ექსკლუზიურად შეიძენს-ო, ესაა მიშა თავისუფალი ბაზარი? (რას გასწავლიდნენ, ბიჭო გიმნაზიაში?!). კარგი, მჯერა, რომ დიადი მიზნისკენ სვლისას “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის დარღვევა დიდი არაფერი დანაშაულია და არ გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერებს, მაგრამ მაშინ იურისტებსაც, რომ ეკარგებათ ფუნქცია მომავალ საქართველოში?! ქიმიკოსების ხმებით შორს ვერ გავფრინდებით.

ისე, ერთი რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა, რაში სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს ადგილობრივი თუ ებრაული წარმოების იარაღის შესყიდვა?! ხო, “ველური” რუსეთი გამახსენდა,.. გეთანხმები, გვჭირდება,.. ისე, რა ველურია ეს რუსეთი, ხორბლის ექსპორტიც აკრძალა,.. ხორბლის ექსკლუზიური შესყიდვაზეც ხომ არ გვეფიქრა?! არა, არა, ასე ხომ ბნელ ევროკავშირში ხდება,…

“ისრაელთან შედარებით, ჩვენ ეკონომიკური ზრდა დავიწყეთ 20 წლით გვიან, მაგრამ თუ დეტალებს ძალიან არ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ საწყისი პირობები თანაბარი გვქონდა – რთული გარემოცვა და არაფერი გასაყიდად, გარდა საკუთარი ტვინისა და ცოდნისა”, – მიშა თავხელიძე

გასაყიდი როგორ არ არის მიშა, მათემატიკის ინსტიტუტის და არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შენობები დაგავიწყდა?! თუ ვერა ქობალია, როგორც ქალი არ მოგწონს, როგორც მინისტრს მაინც მოუსმინე, ხანდახან.

ხო, ხო მათემატიკის ინსტიტუტს ვგულისხმობ. ეს ხომ იცი, მეცნიერებაა, სულ 10 ციფრია,… ინსტიტუტი კი ის ადგილია, სადაც ის მეცნიერები უნდა გაიზარდოს, რომლებმაც მერე ისრაელს უნდა დაგვაწიოს.

არის, ასრულდა ოცნება. დავეწიოთ ისრაელს. მაგრამ არ გავუსწროთ, . . (შარვალი შევიმოწმოთ, მიშა (ბატონო იმიტომ არ დავწერე, რომ პრეზიდენტს მივმართავ))

“საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკური წარმატება საწყისი ლიბერალიზაციით, ინფრასტრუქტურითა და სერვისის (ტურიზმის) განვითარებით განპირობებული ბუნებრივი მოვლენა იყო”, – მიშა თავხელიძე

ბუნებრივი მოვლენაო. ბატონო მიშა, ლადო გურგენიძეც შენი თანამესვეტეა, როგორ შეხედავ თვალებში ქართული საბანკო სისტემის მამამთავარს, რატომ უკარგავ დამსახურებას ყველაზე “ლიბერთი” საბანკო სისტემის არქიტექტორს. რა ინფრასტრუქტურა და რის სერვისი, ბატონო მიშა, ინფრასტრუქტურაც და სერვისიც, ხომ 2005 წლიდან დაწყებული საკრედიტო ბუმის შედეგად განვითარდა?!

ბუნებრივი მოვლენა, ბუნებრივიო.

ზოგადად, ეკონომიკაში საბანკო სისტემის როლი უდიდესია, ეკონომიკას მუდმივად სჭირდება ფინანსური რესურსები, თავის დროზე, ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტები ქართული ეკონომიკისთვის ყველაზე მთავარი მასტიმულირებელი გახდა.

მაგრამ ეს არ იყო ბუნებრივი მოვლენა, პირიქით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეკონომიკაში რეალურად არ იყო ამხელა საკრედიტო რესურსების შესაბამისი მოთხოვნა. ამ ფონზე, ეკონომიკის ოფიციალური ზრდა კი დაფიქსირდა, მაგრამ ეკონომიკა ვერ განვითარდა. მოსახლეობის მიერ კრედიტით აღებული ფულით ხდებოდა იმპორტული საქონელის შეძენა. შესაბამისად, ვერ განვითარდა ადგილობრივი წარმოება.

“ეკონომიკური წარმატება საწყისი ლიბერალიზაციით” იყო განპირობებული-ო. ბატონო მიშა, სწორედ ეროვნული ბანკის ფუნქციების მოშლამ და ფაქტობრივმა გაუქმებამ, ანუ ლიბერალიზაციამ, მისცა საშუალება ბანკებს უპრაგონოდ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) გაეცათ კრედიტები, განსაკუთრებით სამომხმარებლო და შეექმნათ კეთილდღეობის ვირტუალური ეფექტი. სწორედ ვირტუალური ეფექტი იყო ეს და არა ეკონომიკური წარმატება, რადგან საპნის ბუშტივით, ხელოვნურად, გაბერილი ეკონომიკა, ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე გასკდა, მაშინ როცა რუსეთი თუ ომის დაწყებას აპირებდა, არც თქვენ იცოდით და არც მე, . . ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ლიბერალიზაციის შედეგია, ის რომ დღეს “კრედიტინფოს” “შავ სიაში” 300 000-ზე მეტი ჩანაწერია და “მოვალეთა რეესტრი” 60 000-მდე საქმეს განიხილავს.

“თუ გვინდა, რომ არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო წინ წავიდეთ, საჭიროა ზრდის მეორე, ინოვაციური, ტექნოლოგიური ეტაპი. მთავრობას ეს ეტყობა ესმის და ამიტომაც გამოვიდა ინიციატივით – საგადასახადო შეღავათების გზით საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია განავითაროს” – მიშა თავხელიძე

მატემატიკის ინსტიტუტის შენობა იყიდება, ბატონო მიშა (ეტყობა ესმის-ო)

(უი, უკაცრავად, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი განათლების სამინისტრომ შენობიდან გამოასახლა, რაც თავისთვად არ ნიშნავს რომ შენობა გაიყიდება,.. იქნებ მითხრათ, ბატონო მიშა, რომ იქ გამომცემლობა “სამშობლოდან” გამოძევებულ დევნილებს შეასახლებენ.)

P.S. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგად, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა გამოაქვეყნა, გაირკვა, რომ მინიმლური კომპეტენციის ზღვარი ფიზიკაში ვერ გადალახა აბიტურიენტთა 58%-მა, ქიმიაში – 38%-მა და მათემატიკაში – 33%-მა. ცნობისთვის ეროვნულ გამოცდებში ჩასაბარებლად ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა აბიტურიენტთა რეკორდულად მცირე რაოდენობამ აირჩია.

ეს განათლების სისტემაში გატარებული ლიბერალური რეფორმების შედეგია, მაგრამ ეს სხვა დროს,..

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48