წლიურმა ინფლაციამ დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : წლიურმა ინფლაციამ დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა
ნანახია: 432

"საქსტატის" ინფორმაციით საქართველოში დეფლაციის, ანუ ფასების კლების პერიოდი გრძელდება. თუ ამ წლის ივნისში 0,3%-იანი ინფლაცია იყო, ივლისში დეფლაციამ უკვე 0,2%-ი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ "საქსტატი" უკვე ზედიზედ 3 თვეა, რაც ქვეყანაში დეფლაციას აფიქსირებს, მაისი - 0,4%, ივნისი - 0,3%, ხოლო ივლისი - 0,2%. ამის პარალელურად კი ეროვნული ბანკი, რომლის მთავარი ფუნქციაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და შენარჩუნება, ანუ ინფლაციის დაბალ ნიშნულზე დაბალანსებაა, ინფლაციის ზრდის საშიშროებაზე საუბრობს და ამ მიზეზით, ფასების ზრდასთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უკვე ორჯერ გაამკაცრა. ჯერ 5%-დან 6,25%-მდე, ხოლო შემდგომ კიდევ 0,25% საბაზისო პუნქტით აწია რეფინანსირების სესხის მინიმალური ზღვარი. ანუ "საქსტატი" აცხადებს, რომ ქვეყანაში ფასები იკლებს, ხოლო ეროვნული ბანკი მის საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ ფასები იზრდება.
გასულ თვეში დაფიქსირებული თვიური დეფლაციის მიუხედავად, ივლისში საქართველოში წლიური და საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, წლიური ინფლაცია, ივნისთან შედარებით ერთბაშად თითქმის გაორმაგდა და 3,7%-იდან 7%-მდე გაიზარდა, ამასთან, ასევე საგანგაშო ზრდა დაფიქსირდა საშუალო წლიურ ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებითაც, რომელიც 2,8%-დან 3,4%-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ თუ 2010 წლის მსგავსად 2009 წელსაც ივნისი (0,1%) და ივლისის (1,2%) თვეში თვიური დეფლაცია ფიქსირდებოდა, გასულ წელს წლიური და საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლებიც იკლებდა. წელს კი ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. თუ შარშან ივნის-ივლისში, შესაბამისად წლიური 2,3% და 0,1%-იანი ინფლაცია გვქონდეს, წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 7%-ს მიაღწია, რაც 2010 წელს დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელზე 1%-ით მეტია. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს წელს ინფლაციის 6%-იან ნიშნულს ქვემოთ შენარჩუნება აქვს დაგეგმილი. ეს პირველი შემთხვევაა 2010 წელს, როცა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელმა ეს ნიშნული გადაკვეთა.

თეა ცერაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48