ინტერიუ სოსო ცისკარიშვილთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერიუ სოსო ცისკარიშვილთან
ნანახია: 680

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით განვლილ 2008 წელს, რა მოვლენებმა მოახდინეს საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური და ნეგატიური მოვლენა?

- როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი, ისევე როგორც პოლიტიკური, ჩრდილოეთისკენაა მიმართული და არა დასავლეთისკენ. ის, რისი პროგნოზირებაც რთული არ იყო, საომარი ვითარების პირობებში სრულიად მკაფიოდ გამოჩნდა. რუსეთი საქართველოში საკუთარი ინვესტიციების პროტეჟეა. არაბების კუთვნილი ფოთის პორტი და გერმანელების კუთვნილი კასპის ცემენტის ქარხანა სრულიად დაუფარავად და თავხედურად დაიბომბა. თურქული უალკოჰოლო სასმელების ქარხანას ახალგორში კი მესაკუთრე საერთოდ შეეცვალა. ამ დროს, მსგავსი შემთხვევები ოქროს საწარმოს, სპილენძის მომპოვებელ ქარხანას და სხვა რუსული საკუთრების მქონე ობიექტებს არ შეხებია. ეს, ერთის მხრივ, რეალური პოზიტივია, ნეგატივის თვალსაზრისით - უკიდურესად ტრაგიკული. ქვეყნის შიგნით რაიმე ტიპის ეკონომიკური განვითარება, მთავრობის კონტროლის გარეშე არ ხდება. ყველაზე მძიმე ეს წელი საბანკო სისტემისთვის აღმოჩნდა, რომელიც ამ წლამდე სახელმწიფო რეკეტისგან თავისუფალი იყო. საკუთარი დამოუკიდებლობით და საბანკო ეკონომიკის პრინციპების ერთგულებით, ბანკებმა მოახერხეს სერიოზული ავტორიტეტის დამკვიდრება. როგორც მთლიანად საერთაშორისო საფინანსო სისტემაში, მათი წარმატებაც და სანდოობაც მოსახლეობაში გაზიარებული იქნა. მას შემდეგ, რაც საბანკო სისტემა ხელისუფლების მხრიდან სარეკეტო ქმედებების მსხვერპლი გახდა, შედეგად, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, გაორმაგებული საბანკო პროცენტი მივიღეთ. ამით საბანკო სისტემის მდგრადობა საზოგადოების ნდობის მხრივ შეირყა. საბანკო სექტორში ომის შემდეგი მდგომარეობა კი ჩვენი პოლიტიკური ნების შედეგია. ვგულისხმობ ნახტომისებურ ლარის დევალვაციას. საბანკო წარმომადგენლების პარადულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თურმე საქონელზე ფასები არ მატულობს და მხოლოდ ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია ხდება, ძნელია თეორიულ კამათში ვინმე გამოიწვიო, რადგან დარწმუნებული ვარ, თავადაც კარგად იციან ასეთი რამ არ ხდება. ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს ისაა, რომ მათ ავტორებს ხელი უნდა ჩაკიდო, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში წაიყვანო და ეს ტყუილი საჯაროდ გამოვაცხადოთ. რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ის, რასაც ვითხოვთ თუ არა ვითხოვთ, რომ გავიტანოთ ბენდუქიძე! ეს იყო ჩემთვის შედარებით პოზიტიური და ნეგატიური. ის, რაც დღეს ბანკებს ემართებათ, შეიძლება ვუთანაგრძო, მაგრამ ბანკებმა ამ მთავრობის შემყურე, მოსახლეობის ნდობა დაკარგეს და ახლა საბანკო სისტემა წლებს ნდობის აღდგენისთვის დახარჯავს, რომელიც შეგვეძლო განვითარებისთვის გამოგვეყენებინა.

- შეაფასეთ პოლიტიკისა და ბიზნესის ურთიერთობა 2008 წელს. დავიწყოთ ცნობილი ბიზნესმენების გაპარლამენტარებით, მათ მიერ დაფინანსებული სახელისუფლებო ღონისძიებებით და მონოპოლიებით.

- პოლიტიკისა და ბიზნესის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მუქი ფერები დაიხატება. ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციურ დონეზე ბიზნესომბუცმენის თანამდებობის შემოღება აუცილებლად მიმაჩნია, რომელიც სრული კონსტიტუციური უფლებით იქნებოდა აღჭურვილი. დღევანდელი ჩვენი სასამართლო სისტემა არამარტო ჩვენს მოსახლეობას, არამედ ნატოსაც აფრთხობს. ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებამ ქვეყანაში ისეთი ბოროტი პრეცედენტი შვა, როგორიცაა "ავერსი" და "პსპ". მონოპოლია რატომღაც მხოლოდ იოდიანი მარილის შემოტანაში აღმოაჩინეს. თუმცა კაცი, ვინც ამას მოსპობდა, იქვე ცხადი გახდა. როცა ქვეყანაში მონოპოლიზმის ძალაუფლება სუფევს, ცხადია, მას მონოპოლიების ჩამოყალიბება არც ბიზნესში ეთაკილება. რადგან ამ ხელისუფლებას როგორც მოესურვება, ისე მოქმედებს. გამომდინარე აქედან ქვეყანაში კანონი ზედმეტი ფორმალობაა. ანტიმონოპოლიურ სამსახურის არსებობა აუცილებელია, მაგრამ არა მარტო ქაღალდზე. ასეთი სამსახურები ევროპაში წარმატებული ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი სერიოზული პირობაა. მაგრამ, სადაც ჩვენი ეკონომიკური არსთა განმრიგე ბატონი ბენდუქიძეა, ისევე როგორც ნოღაიდელი და გურგენიძე, რომლებიც ბენდუქიძის ინტერესებს იცავდნენ, ამ ვითარებაში ძნელია მსგავსი სამსახურების შექმნა. ანტიმონოპოლიური სამსახურის შესაქმნელად ევროკავშირმა არაერთი მილიონი გამოყო - კადრების მოსამზადებლად, ლიტერატურის სათარგმნად, ტრენინგებისთვის და ა.შ. ამ ხელისუფლების მიერ ანტიმონოპოლიური სამსახური უყოყმანოდ იქნა უკუგდებული, თუმცა საზოგადოების მხრიდან ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციონირება, ევროკავშირის მიმართ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ჯერ კიდევ აუცილებელ მოთხოვნად რჩება. ყველა მსგავს ცვლილებას საქართველოში ერთი და იგივე ძალა ეწინააღმდეგება. ხელისუფლება აბსოლუტურად ცინიკურია ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის იდეის მიმართ. მათთვის მისაღები არ არის თანხა, რაც დასახმარებლად ევროკომისიამ გამოყო. იმ გამჭვირვალე პრივატიზაციის ფონზე, რასაც ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს და სადაც თანხა აისბერგის წვერივით ჩანს, თუ რეალურად მიმოქცევაში რამდენია. ქვეყანაში კონკურენციის თემა სრულიად არაადეკვატურია, რადგან პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა მიმართულებით ჩვენ კვლავ ბენდუნომიკის ტყვეობაში ვიმყოფებით. ვიდრე არ შევეცდებით, რომ რეალურად საბაზრო ეკონომიკის გზაზე დავდგეთ, მანმადე, არა მგონია, საბაზრო ეკონომიკის სიკეთეზე და კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებლობაზე რაიმე ქადაგება შედეგიანი გამოდგეს.

- რას ფიქრობთ ბენდუქიძის როლზე ახალი მთავრობის პირობებში. ახალი პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი მას ღიად დაუპირისპირდნენ, რეალურად დღეს ისევ ძლიერია თუ არა ბენდუქიძის გავლენა?

- ვფიქრობ, ბენდუქიძე მგალობლიშვილზე და ჟვანიაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მიხელ სააკაშვილზე ისევ ახდენს გავლენას. სად არიან ბენდუქიძის ის კადრები, ის მინისტრის მოადგილეები, რომლებიც ჟვანიამ გაათავისუფლა? ისინი დღეს, როგორც ეკონომიკის მრჩევლები, პრემიერ-მინისტრის კაბინეტის აპარატში ისევ მუშაობენ და ბენდუქიძის დაქვემდებარებაში არიან. ანუ პრაქტიკულად ჟვანიას სერიოზული ღობე გაუკეთეს, რათა მისმა წინადადებებმა პრემიერ-მინისტრამდე პირდაპირ არ მიაღწიოს. ანუ ფაქტიურად პრემიერ-მინისტრის ნებისმიერი განსახილველი საკითხი, ისევ ბენდუქიძის გადასაწყვეტი ხდება. რა თქმა უნდა, ამას ბენდუქიძე ვერ გაბედავდა, თუ არა სააკაშვილისგან მისთვის ანთებული მწვანე შუქი. ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილს ბენდუქიძის კომპეტენციის ფარგლებში ხელეწიფებოდეს მთავრობის შენობიდან მისი გამოყვანა.

ესაუბრა ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48