მომხმარებელსა და კრედიტორს შორის "სტატუს ქვო" არ არსებობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მომხმარებელსა და კრედიტორს შორის "სტატუს ქვო" არ არსებობს
ნანახია: 644

მომხმარებელსა და კრედიტორს შორის "სტატუს ქვო" არ არსებობს, რაზეც პასუხისმგებლობა ბანკებს ეკისრებათ

იპოთეკური სესხი ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეიცავს საკრედიტო რისკს, ვინაიდან მოვალის მიერ კრედიტის არ დაფარვის შემთხვევაში, უძრავი ქონება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გადავა კრედიტორის საკუთრებაში

2003-2007 წლების საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გაიზარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის მოცულობა, შეიქმნა უამრავი ახალი საწარმო, ქვეყანაში შემოვიდა ბევრი ახალი ინვესტიცია, შემცირდა უმუშევრობაც და ა.შ. აღნიშნული სასიკეთო გარემოებების გარდა, ერთ-ერთი ყველაზე იოლი, მარტივი და სწრაფი მოხმარების პროდუქტი გახდა საბანკო, სამომხმარებლო კრედიტის აღება. რამაც დიდწილად განაპირობა ქვეყანაში ზემოთნახსენები ეკონომიკური აქტივობა.
2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოში, შეიძლება ითქვას, სრული სიმძლავრით მიმდინარეობდა ე.წ. "საკრედიტო ბუმი". მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ხშირად მოვისმენდით მსგავს ფრაზებს: "სესხის აღება 2 წუთში", "უპროცენტო კრედიტი 30 დღის განმავლობაში", "გახდი ორენჯ ბარათის მფლობელი და მიიღე საჩუქარი" და ასე შემდეგ. საბანკო სესხი გახდა მოქალაქეთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ქართული ბანკები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გასცემდნენ სესხებს, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალდებულო, მაგრამ ნომინალური კონტროლის თანხლებით. კრედიტით შეძენილი: სახლი, ავტომანქანა, საოჯახო ტექნიკა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა. ყოველივე ამან კი საქართველო ეკონომიკის კრიზისამდე მიიყვანა, მოსახლეობამ ვეღარ შეძლო აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური პირობების გამო, რაც, თავის მხრივ, საკრედიტო ორგანიზაციებს, ბანკებს სერიოზულ პრობლემებად ექცათ, ამას დაემატა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც და საქართველოს ბანკების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეზღუდა ან საერთოდ შეაჩერა კრედიტების გაცემა.
საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებებისა და კომპეტენტური ექსპერტების დასკვნებით, შესაძლებელია აღვნიშნოთ, რომ ქართული ეკონომიკის კრიზისი თვითმყოფადია, მან სერიოზულ მასშტაბებს საკრედიტო ორგანიზაციების (ბანკების) გაუმართლებელი ფინანსური პოლიტიკის, სახელმწიფოს, ეროვნული ბანკის არასათანადო, უნიათო კონტროლის შედეგად მიაღწია.
აუცილებელია აღნიშნულ მოვლენას შევხედოთ სამართლებრივ ჩარჩოში და განვიხილოთ სახელშეკრულებო სამართლის, სასესხო ურთიერთობის დეფინიცირება, პირობები და მხარეთა პასუხისმგებლობა. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკი, კრედიტორი არასათანადოდ განუმარტავს მოვალეს ხელშეკრულების შინაარსს, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და გასცემს კრედიტს, თუმცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის, გარიგების, სახელშეკრულებო ვალდებულების წამყვან პრინციპს წარმოადგენს მხარეთა თანასწორობის იდეა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა თანაბარუფლებიანობას გულისხმობს.
სესხის ხელშეკრულება, თავის მხრივ, შესაძლებელია იყოს უზრუნველყოფილი: (იპოთეკა, თავდებობა, და ასე შემდეგ) ან უზრუნველყოფის გარეშე პირადი პერსონალური პასუხისმგებლობით.
პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული იპოთეკის, იპოთეკური სესხის შემთხვევაში. შეიძლება ითქვას რომ იპოთეკური სესხი ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეიცავს საკრედიტო რისკს, ვინაიდან მოვალის მიერ კრედიტის არ დაფარვის შემთხვევაში, უძრავი ქონება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, სააღსრულებო კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავა კრედიტორის საკუთრებაში. ეს გარემოება მოვალეს პრაქტიკულად ართმევს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას დაიბრუნოს კუთვნილი ქონება. იპოთეკური სესხის დროს მოვალეთა სასარგებლოდ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის: 300-ე მუხლის 3-ე და 301-ე მუხლის 11 პუნქტების განმარტება, კერძოდ, კრედიტორის მოთხოვნა, რომელიც არის უზრუნველყოფილი იპოთეკით, დაკმაყოფილებული ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული გარემოება პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება, მხარეები იპოთეკური სესხის დროს ერთი უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვითაც კმაყოფილდებიან.
სასესხო, სახელშეკრულებო ურთიერთობების დროს საქართველოში საოცრად ხშირი, პოპულარული და პრობლემურ გარიგებას წარმოადგენს სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რასაც ძალიან ხშირად შეცდომით უწოდებენ თავდებობის ხელშეკრულებას. თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს, ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შესაძლოა მოიცავდეს გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებას, რაიმე მოქმედების განხორციელებას და ასე შემდეგ.
თავდებობის ხელშეკრულება არსობრივად მსგავსია სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების, მაგრამ აღსანიშნავია მნიშვნელოვანი სხვაობაც. სოლიდარული ვალდებულების დროს ხელშეკრულების დადებისას, მოვალე მხარეებს ერთდროულად და თანაბრად ან სახელშეკრულებო ვალდებულების წილების განსაზღვრებით ეკისრებათ ქმედების განხორციელების ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ანდა ვალდებულების საგნის განუყოფლობით. კრედიტორი შესაბამისი პირობების არსებობისას, განსხვავებით თავდებობის ხელშეკრულებისგან, უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. სოლიდარული ვალდებულების დროს პრაქტიკულად კანონმდებელი არ იცნობს ძირითადი მოვალის ცნებას, ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რატომ გახდა ფინანსური ვალდებულებების დაფარვა ასეთი აქტუალური. დღეს ს.ს. კრედიტინფოს მონაცემთა "შავ სიაში" მრავლად გვხვდება ისეთი ადამიანი, რომლებსაც საერთოდ არ უსარგებლიათ საბანკო კრედიტით, მაგრამ იყვნენ სოლიდარული მოვალეები და ვერსად გაექცეოდნენ სახელშეკრულებო ვალდებულებას. დღევანდელი "სტატუს ქვოს" არსებობაზე პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ეკისრებათ, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, საკრედიტო ორგანიზაციებს (ბანკებს) გაუმართლებელი და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არსებული ფინანსური პოლიტიკისა და სახელმწიფოს, ეროვნულ ბანკს არასათანადო, უნიათო კონტროლის გამო.
დღევანდელი მდგომარეობით ბანკებმა განაახლეს კრედიტების გაცემა, თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დიდად არც ახლა იწუხებს თავს კრედიტორი ხელშეკრულების განმარტების ვალდებულებაზე, ასევე აღსანიშნავია, რომ დიდად არც მოვალეები მოითხოვენ ხელშეკრულების კომპეტენტური პირის მიერ სრულ განმარტებას. ეს გარემოება კი ხშირად სავალალო მდგომარეობაში აგდებს ხელშეკრულების მხარეებს. ასეთი მიდგომა კი დაუშვებელია. მხარეებმა უნდა გაათვითცნობიერონ საკრედიტო ხელშეკრულების მთელი სიმძიმე და ისე აიღონ ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ფინანსური კრიზისი საბოლოოდ გაანადგურებს საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას.

ლაშა ქურდაძე




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48