გარემოვაჭრეებს ისევ ავიწროებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : გარემოვაჭრეებს ისევ ავიწროებენ
ნანახია: 560

უგულავას წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად ისინი უმუშევართა რიგებში გადაინაცვლებენ

თბილისში გარევაჭრობის ახალი წესები უნდა ამოქმედდეს - ეს ინიციატივა გიგი უგულავას ეკუთვნის. ცვლილებების მიზეზად გარემოვაჭრეთა პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა. მართალია ეს მხოლოდ ინიციატივაა, მაგრამ გარემოვაჭრეები შიშობენ, რომ ისინი შემოსავლის ერთადერთ წყაროსაც დაკარგავენ.
როგორი იქნება ეს ახალი წესები, ჯერ-ჯერობით, უცნობია, ამიტომ მივმართეთ თბილისის მერიას კითხვით, _ კონკრეტულად რა ინიციატივით მიმართეს პარლამენტს და მათი აზრით, როგორი უნდა იყოს წესები გარევაჭრობის პრობლემების მოსაგვარებლად? მათ კი გვიპასუხეს, რომ რაიმე დოკუმენტის სახე ამ ინიციატივას არ აქვს და არც ეს წესები აქვთ ჩამოწერილი სადმე, ამიტომ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთო.
ერთ-ერთი გარემოვაჭრე, ლაურა ჟვანია აცხადებს, რომ ისინი გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვენ და თანახმანი არიან გადასახადი ნებისმიერი ფორმით გადაიხადონ, ოღონდ საარსებო წყარო არ დაკარგონ, რადგანაც ეს არიოს მათი ოჯახების ერთადერთი საარსებო წყარო.
ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ კონსერვატორული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს, _ "საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით არსებობს წარმოება, შესაბამისად, მოქალაქეთა უმრავლესობა დასაქმებულია ვაჭრობაში. აქედან გამომდინარე, გარევაჭრობის აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს იქნება წინაპირობა ათასობით და 10 ათასობით ადამიანის ლუკმაპურის გარეშე დატოვების. რაც შეეხება ვიზუალური და სანიტარული მხარის მოწესრიგებას, ეს ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მერიის მხრიდან გაცხადებულ ინიციატივა არა გარემოვაჭრეების ზრუნვისკენ, არამედ თავიანთი ჯიბეების გასქელებისკენ არის მიმართული, ვინაიდან უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება არის აშკარა წინაპირობა იმისა, რომ მერია თანდათანობით აპირებს გარევაჭრობის სრულად აკრძალვას, რაც სრულიად მიუღებელია. მათი მოტივაცია არის საკუთარი ჯიბეების გასქელება, ვინაიდან მერიასთან დაახლოებულ ოლიგარქებს აქვთ ბაზრები დასაკუთრებული, რომლებიც გადაურჩა დანგრევას და აქედან გამომდინარე, მერიის მიზანი არის არა გარევაჭრობის მოწესრიგება, არამედ გარემოვაჭრეების შეყვანა ბაზრებზე, რომლებიც არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მფლობელობაში. მათ უნდათ თავიანთი ქონების გაზრდა და არა გარევაჭრობის მოწესრიგება და მოქალაქეების პრობლემების მოგვარება. რეალურად გარემოვაჭრეების ბაზრებზე შეყვანის შემთხვევაში მათი უმრავლესობა ვერ შეძლებს მაღალი ტარიფის გადახდას, რადგან მათ დღევანდელი ტარიფის გადახდაც კი უჭირთ, ამის მომსწრე უკვე ვიყავით გაზაფხულზე, როცა გაფიცვები მოეწყო.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთის მხრივ, გარევაჭრობის შესახებ წესების შემუშავება მოხდეს მოქალაქეების, მათ შორის გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგის, პოლიტიკური პარტიების და ყველა დაინტერესებული მხარის თანამონაწილეობით. ეს წესები შემუშავდეს ისე, რომ გარევაჭრობა არ იქნას აკრძალული, ხოლო რაც შეეხება მოწესრიგებას, სანიტარული და ვიზუალური თვალსაზრისით, გარემოვაჭრეები მზად არიან, თუ იქნება კანონიერი გადასახადი, 1 ლარის ფარგლებში გადაიხადონ მოსაკრებელი ყოვედღიურად, რაც სრულიად საკმარისი იქნება ვიზუალური და სანიტარული მხარის მოწესრიგებისთვის. რაც შეეხება იმ არგუმენტებს, რომ სანიტარული პირობების გამო გარემოვაჭრეების პროდუქტები უხარისხოა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სურსათის უვნებლობის სამსახური სწორედ ბედუქიძის და სააკაშვილის ბრძანებით გააუქმეს. გარემოვაჭრეები თანახმანი არიან მოხდეს სურსათის ხარისხის კონტროლი როგორც გარემოვაჭრეების, ისე სხვა ყველა სუპერმარკეტის თუ მაღაზიის შემთხვევაში და უვარგისი პროდუქტი ამოიღონ გაყიდვიდან.
აქვე მინდა ვთქვა, რომ გარემოვაჭრეობის აკრძალვა ზიანს მიაყენებს როგორც გარემოვაჭრეებს, ასევე მომხმარებლებსაც, რადგან პროდუქტი მაღაზიებში და სუპერმარკეტებში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გარემოვაჭრეებთან".

გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48