"120 დღიანი გეგმის" დაწყებიდან 60 დღე უკვე გავიდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "120 დღიანი გეგმის" დაწყებიდან 60 დღე უკვე გავიდა
ნანახია: 496

"120 დღიანი გეგმის" დაწყებიდან 60 დღე უკვე გავიდა

გეგმა ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა მის შესრულებაში აზიის განვითარების ბანკი კი ჩაერთო


"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო თბილისელებს ნდობის გამოცხადებისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენი პროგრამის აზრი მარტივია და ამავე დროს შეიცავს დიდ პასუხისმგებლობას: თბილისი უკეთესი ქალაქია, ვიდრე 5 წლის წინ იყო, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩემი პრიორიტეტი დასაქმებაა. მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი ერთადერთი მიზანი თბილისელებისთვის მიცემული დაპირების შესრულება იქნება.
არჩევნები დამთავრდა, ჩვენ მივიღეთ თბილისელთა უმრავლესობის მანდატი. შესაბამისად, იწყება ყოველდღიური შრომა ნდობის გასამართლებლად და დაპირებების შესასრულებლად. მე მზად ვარ პირველი ანგარიში წარვუდგინო მოქალაქეებს არა მომავალ წელს, არამედ 120 დღის შემდეგ!", - ეს განცხადება თბილისის მერიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და მისი ავტორი თავად გიგი უგულავაა.
"120 დღიანი გეგმის" შესახებ ახლადარჩეულმა მერმა 2010 წლის მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ისაუბრა.
ამ 120 დღიდან 60 დღე უკვე გავიდა. ჩვენ დავინტერესდით, რა გააკეთა, კიდევ გასაკეთებელთა შორის, დედაქალაქის მერიამ და თავად გიგი უგულავამ. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უგულავამ და მისმა ოჯახმა საქართველოს ერთი ძალიან საყვარელი ვაჟკაცი აჩუქა. ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ბატონ მერს შვილის შეძენას და ვუსურვებთ სამშობლოსთვის საამაყო შვილი გაეზარდოს.
თუმცა, უფრო საინტერესოა, რა გაუკეთა გიგი უგულავამ პატარა ალექსანდრე უგულავას და მასთან ერთად უამრავ თბილისელს, მერად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. ამის შესახებ მერმა არჩევნებიდან 120 დღის შემდეგ უნდა ისაუბროს, 60 დღე ანუ ვადის ნახევარი უკვე გავიდა.
როგორც უგულავამ განაცხადა, სამოქმედო გეგმა ძირითადად მოსახლეობის დასაქმებაზეა ორიენტირებული, რომელიც პროექტის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ფარგლებში განხორციელდება. ამასთან, სამოქმედო გეგმის მიხედვით, თბილისის მერიის ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლების პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. უახლოესი 120 დღის განმავლობაში, ასევე, თბილისის მასშტაბით გამრიცხველიანებისა და გაზიფიცირების დასრულებაც იგეგმება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უნდა განისაზღვროს ასევე გარე ვაჭრობის წესებიც, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღები იქნება და მოვაჭრეებსაც არ დააზარალებს.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა ბანკების დახმარებით, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განხორციელდება რამდენიმე პროექტი. კერძოდ, "ვეფხვისა და მოყმის" ძეგლთან იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობა, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - გვირაბის მშენებლობა, რკინიგზის გადატანა დედაქალაქიდან გარეუბანში, რეკრეაციული ზონის მოწყობა თბილისის ზღვაზე.
ყველაფერი გასაგებია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. როგორ უნდა გაკეთდეს გასაკეთებელი, ამ შინაარსის კითხვა მერიის რამდენიმე ინსტანციაში დავსვით. აგვისტოს მხურვალებას გარიდებული ჩინოვნიკების უხალისო და უშინაარსო პასუხების ფონზე, ყველაზე გასაგები ინფორმაცია მერიის პრეს-სამსახურის უფროსმა თამუნა დვალმა მოგვაწოდა.
ჩამოთვლილი პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის და აზიის განვითარებისა ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მერია ადგენს პროექტებს, იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება ქალაქს და ამ პროექტებზე ტენდერს აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდი და აზიის განვითარების ბანკი. მერია გამოცხადებულ ტენდერებზე და მასში მონაწილე კომპანიებზე ინფორმაციას არ ფლობს. ანუ, მერიაში წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მიმდინარეობს პროექტი და ისიც ძნელი გასარკვევია, რა უნდა ილაპარაკოს ბატონმა უგულავამ მერად მეორედ არჩევის 120 დღისთავზე, რადგან ყველაფერი აზიის განვითარების მარიფათზეა დამოკიდებული და არა თავად დედაქალაქის მერიის მუშაობაზე.
ჩვენ მოვიკითხეთ მერიაში, არსებობს თუ არა 120 დღიანი გემის დოკუმენტური ვერსია. მერიდიან ამ გეგმის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა, აცხადებენ, რომ გეგმა ზოგადი სახით არსებობს და მის შესახებ საზოგადოებამ უკვე ბევრი იცის. საზოგადოებამ მართლაც ბევრი მითიური ამბავი იცის, რკინიგზის გადატანის, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობის დასრულების, ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნის სიკეთეებსა და უამრავი გასაკეთებელის შესახებ. საზოგადოებას აინტერესებს, როგორ აპირებს მერია გასაკეთებელის გაკეთებას, მაგრამ, თურმე, მერიის საქმე არ ყოფილა ამ პროექტების განხორციელდება და თუ მათ აზიის განვითარების ბანკი გააკეთებს, მერიის 120 დღიანი გეგმა რა შუაშია?!
მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებულია შემდეგი სახის ინფორმაცია, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გაეცნონ "გორგასლის ქუჩის რეკონსტრუქციის" და თბილისის მეტროპოლიტენის "უნივერსიტეტის" სადგურის მშენებლობის დასრულების პროექტების წინასწარი გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტაციას და მონაწილეობა მიიღონ საჯარო განხილვებში. თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდის საიტზე ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორი პროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტაციაა წარმოდგენილი, მაგრამ არც ერთ პროექტზე ტენდერი გამოცხადებული არ არის. შესაბამისად, საეჭვოა 120 დღიანი გეგმის ფარგლებში მოესწროს ამ პროექტების შემსრულებელთა ვინაობის გარკვევა. საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რეალურად რა გაკეთდება და რამდენი ადამიანი დასაქმდება.
არჩევნები დამთავრდა, დაპირებების მიუხედავად, გიგი უგულავას 120 დღიანი გეგმის არც ერთი პროექტი (თუ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბრიგადასთან ერთად, კრილოვის ქუჩის 1-ში ძველი კოროზირებული მილის ახლით შეცვლას არ ჩავთვლით) არათუ დასრულებულის ან მიმდინარეობის პროცესში, არამედ დაწყებულიც არ არის. დარჩენილია მხოლოდ ორი თვე – გასაკეთებელი კი ჯერ კიდევ ბევრია.
ასე რომ, გიგი უგულავა შემდგომ არჩევნებსაც მოიგებს, რადგან მთავარი ხომ ისაა, რამდენია გასაკეთებელი კიდევ, თუ დღევანდელმა მერმა გასაკეთებელის კეთება ამ ტემპით გააგრძელა, 4 წლის შემდეგ გასაკეთებელი უფრო მეტი იქნება.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48