სახელმწიფომ ბანკებს დეველოპერების დაკრედიტებისთვის გარანტიები არ მისცა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : სახელმწიფომ ბანკებს დეველოპერების დაკრედიტებისთვის გარანტიები არ მისცა
ნანახია: 513

დაპირებული 200–ის ნაცვლად მთავრობამ მხოლოდ 47 მილიონის გარანტია წარმოადგინა

თბილისელების ყურადღება უკვე ერთი წელია მიიპყრო ქალაქის რეაბილიტაციის ახალმა პროგრამამ შთამბეჭდავი სახელწოდებით - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". ამ პროგრამამ სერიოზული იმედები გაუჩინა ძველი თბილისის უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას.
მოსახლეობის იმედები წელს თბილისის მერს "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპით უნდა დაეკმაყოფილებინა. ამ პროექტით გამოცხადებულ კონკურსში 34 კომპანია მონაწილეობდა, წარმოდგენილი პროექტების შესწავლის შემდგომ კომისიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა - "კიდ არქიტექტურა", "არსი", "კალასი", "კერა+", "თბილელიტ ჰაუსი", "7 sky", "ბაგები სითი", ამხანაგობები "გუნიას 22" და "ქეთევან წამებულის 64". ეს კომპანიები 47 მილიონი დოლარით დაფინანსდებიან.
გამარჯვებულ პროექტებს "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "კორ სტანდარტ ბანკი", და "ბაზისბანკი" დააფინანსებენ.
შედეგად კი საცხოვრებელი პირობები თბილისში ძველ უბნებში მცხოვრებ 223 ოჯახს გაუუმჯობესდება. ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მყოფები ახალ ბინებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადავლენ. ასევე, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყება პროგრამის მე-3 ეტაპი.
ვიცმე-მერმა არ დააკონკრეტა, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ გამარჯვებული კომპანიები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ გამარჯვებული 9 კომპანია პროექტს წარმატებით განახორციელებს.
"ეს პროგრამა, პირველ რიგში, გამდიდრების პროგრამა არ არის. ეს არის დახმარების პროგრამა ყველა კომპანიისთვის, რათა კრიზისული სიტუაციიდან გამოვიდნენ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტის თანახმად, დეველოპერებზე ბანკებმა კრედიტი მერიის თავდებობით უნდა გასცენ. ამ თანხით მათ დაწყებული მშენებლობები უნდა დაასრულონ და იქ ავარიულ სახლებში მცხოვრები თბილისელები შეასახლონ. პროექტის მიხედვით, გამოთავისუფლებული ძველი სახლები მერიის საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რომელიც მათ დაანგრევს და გამოთავისუფლებულ მიწას ინვესტორებს შესთავაზებს. თუ სამშენებლო კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, მშენებლობა ვერ დაასრულა და ბინა ვერ გაყიდა, რისკის ქვეშ ბანკის ფული აღმოჩნდება.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპი 3-წლიანია და მისი დაფინანსება თავდაპირველად 200 მლნ ლარით განისაზღვრა. კულუარული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სწორედ პრეზიდენტის ბოლო დროს გაზრდილი ფონდიდან დაფინანსდება. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის ქულებს გიგი უგულავას ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილი ჩაიწერს.
ჩვენ დავუკავშირდით მერიის პრეს-სამსახურს, რათა გაგვეგო, თუ რატომ შემცირდა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპის დაფინანსება და როდის დაიწყება მესამე ეტაპი, თუმცა არა თუ ეს ინფორმაცია, მათ ისიც ვერ დაასახელეს, ამ პროექტის მეორე ეტაპი დღეისათვის დასრულდა თუ არა.
კულუარული ინფორმაციით კი, გამოყოფილი 200 მლნ. ლარიდან, "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტზე დაიხარჯა ამ თანხის მხოლოდ 1/4, ამის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ვერ მისცა შესაბამისი გარანტიები კომერციულ ბანკებს, რათა მათ სესხი გაეცათ სამშენებლო კომპანიებისთვის. აღნიშნული პროექტი კი მხოლოდ საარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48