ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონს არღვევს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონს არღვევს
ნანახია: 438

გასაყიდი ობიექტებიდან გამოსახლებულ ან გამოსასახლებელ დევნილებს კანონი იცავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა.
სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.
ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებულნი. ორ, ოთხ და ხუთსართულიან შენობაში, შესაბამისი თანმიმდევრობით, 18 და 35 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობები დევნილთა კოლექტიური ჩასახლებების ნუსხაში აქვს შეტანილი. საერთო საცხოვრებლის შენობების აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, დევნილებს კოლექტიური ცენტრის დატოვება მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპრივატიზაციო გეგმა აქვს შესასრულებელი და დევნილების ქუჩაში დატოვებას არ ერიდება, ამ ობიექტის გაყიდვამდე სახელმწიფოს დევნილების წინაშე გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუწევს. დევნილებს, რომლებმაც თავის დროზე ეს შენობა საცხოვრებლად ვარგისი საკუთარი სახსრებით გახადეს, კანონი იცავს.
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის მესამე პუნქტი მიუთითებს, რომ დევნილთა გამოსახლება კოლექტიური ცენტრებიდან იკრძალება, თუ დევნილებთან არ დადებულა შეთანხმება ან დევნილებს არ გამოეყოთ შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები.
ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათ კანონით გათვალისწინებული შეთანხმება არ დაუდიათ და არც ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე ჰქონიათ ლტოლვილათა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელთან საუბარი.
კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან დევნილთა გამოსახლების შესახებ, სახელმწიფოს დეკლარირებული პოლიტიკის თანახმად,დევნილთა საბინაო პრობლემების გადაჭრისას, სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ დევნილთა გამოსახლება კანონის დაცვით უნდა მოხდეს და კომპაქტურად ჩასახლებული ცენტრებიდან გამოსახლებული არც ერთი დევნილი უბინაოდ არ უნდა დარჩეს:
"ა) კომერციული დატვირთვის მქონე კოლექტიური ცენტრები გამოთავისუფლდება კერძო ინვესტიციებისათვის. საცხოვრებლების სანაცვლოდ, დევნილთათვის გასაცემი ფულადი დახმარება უნდა იყოს საბაზრო ფასების შესაბამისი და ადეკვატური; ბ) საცხოვრებლად ვარგისი, განსაკუთრებული დატვირთვის არმქონე კოლექტიური ცენტრები სურვილისამებრ გადაეცემათ დევნილებს პრივატიზაციის ფორმით (საპრივატიზაციო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული დევნილის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით),"- ნათქვამია ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის” ამსახველ დოკუმენტში.





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48