ნანახია: 582
მიმდინარე წლის სექტემბრიდან "ბიზნეს ასოციაციაში" ახალი კომიტეტები ამოქმედდება. "ბიზნეს ასოციაციის" ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების კომიტეტს კომპანიის "თბილღვინო" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. კომიტეტი აგრარული სექტორის განვითარების კუთხით, მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს. "ბიზნეს ასოციაციასა" და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს "საქპატენტს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციასთან და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. "საქპატენტთან" მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში დაინტერესებული პირები სასაქონლო და საპატენტო ნიშნების განაცხადის შედგენასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მიიღებენ. ასევე, შესაძლებლობა ექნება დაესწრონ თემატურ ტრენინგებს. სამუშაო ჯგუფი კომპანიის "ალტა" გენერალური დირექტორი ირაკლი კაკაბაძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე "ბიზნეს ასოციაციაში" სამი კომიტეტი მოქმედებს.
|