ნანახია: 474
კომპანიამ "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" სავაჭრო ქსელში დღეიდან გაძვირებული პროდუქცია შეიტანა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ერეკლე გამყრელიძემ განაცხადა, პროდუქციის გაძვირება ნედლეულის გაძვირებას უკავშირდება. მისივე თქმით, პროდუქციაზე ფასებმა სხვადასხვა სახეობაზე სხვადასხვა მაჩვენებლით მოიმატა, თუმცა საშუალოდ პროდუქცია 6%-ით არის გაძვირებული. "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ბაზარზე 17 წელია მოღვაწეობს. იგი "ჯი-ემ-თი ჯგუფის" ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. "ჯი-ემ-თი ჯგუფი" საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ მსხვილ კერძო უცხოურ ინვესტიციას - 80 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის პორტფელს მართავს. "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" რძის პროდუქტების გარდა, ნატურალურ წვენებს აწარმოებს.
|