სავაჭრო-სამრეწველო პალატას არაფრად აგდებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : სავაჭრო-სამრეწველო პალატას არაფრად აგდებენ
ნანახია: 754

თბილისის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინიციატივით თბილისში საქართველოს საერთაშორისო სასაქონლო ბირჟას 15 ივლისიდან უნდა დაეწყო სავაჭრო საქმიანობა, თუმცა, როგორც ბირჟის ხელმძღვანელი ალექსანდრე გორგიჯანიძე აცხადებს, ტექნიკური მიზეზების გამო, სასაქონლო ბირჟამ საქმიანობის დაწყება სექტემბრამდე გადადო.
"15 ივლისს ვაჭრობა ჩვენ ვერ ჩავატარეთ, რადგან სხვა შენობაში გადავედით, რომელშიც ძალიან ცუდი მდგომარეობა დაგვხვდა, ყველაფერი არეულდარეული იყო, იქ ჯერჯერობით ვაჭრობის ჩატარება შეუძლებელია. შენობა მდებარეობს "ახმეტელის" მეტროსთან მდებარე სავაჭრო ცენტრის, ყოფილი "ჩემპიონი 2004"-ის შენობაში. სექტემბერში კი ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას", - განმარტავს ალექსანდრე გორგიჯანიძე.
იდეის ავტორები პესიმისტურად არიან განწყობილი და იმედი აქვთ, რომ ბირჟის ამოქმედება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, თანამედროვე საბითუმო ბაზრის შექმნას, საქონელბრუნვის ეფექტურობის გაზრდას, ფასწარმოქმნის მექანიზმის სრულყოფას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, რადგან ისეთ ვითარებაში, როცა სასაქონლო ბირჟას უარყოფითი შედეგები არცერთ ქვეყანაში არ ჰქონია, ნაკლებსავარაუდოა საქართველო ამ მხრივ პირველი ქვეყანა იყოს. ამ შეფერხებას კი დროებითს და უმნიშვნელოს უწოდებენ.
"რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, ამაზე არ გავჩერებულვართ. ბროკერებმა დაამყარეს კავშირები სხვადასხვა ბირჟებთან. ჩვენ ავიღეთ ძირითად მიმართულება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი. ჩვენმა ბროკერებმა შაქართან დაკავშირებით სერიოზული ნაბიჯები გადადგეს. პირველი ვაჭრობა, რომელსაც დავიწყებთ, გვინდა დავიწყოთ სწორედ შაქრით", - აცხადებს ბირჟის ხელმძღვანელი.
აქტიური მუშაობის დაწყებამდე ალექსანდრე გორგიჯანიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა, რის შესახებაც "ბ&ფ"-თან წინა ინტერვიუში ისაუბრა, მაშინ ბირჟის ხელმძღვანელს მინისტრთან ისეთი სახის წინადადებები ჰქონდა, რომელიც მათი ერთობლივი საქმიანობით ქვეყნის ეკონომიკას წაადგებოდა. საუბარია კონკრეტულ წინადადებებზე, როგორიცაა ქვეყანაში ფასების დარეგულირება, კონკურენტული ფასების შექმნა და მონოპოლიების აღმოფხვრა. თუმცა, ახალმა მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო წინადადებების განსახილველად მაშინ ვერ მიიცალა, თუმცა, მოგვიანებით ფორმალური შეხვედრა მაინც შედგა.
"თქვენი გაზეთის წინა მასალამ გაჭრა, ჩვენ 15 ივლისს მივიღეთ მოწვევა და ვიყავი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. შევხვდი ეკონომიკის მინისტრს, ხელიდან ხელში გადავეცი წერილი და ვუთხარი, თუ მისთვის საინტერესო იქნებოდა, შევხვდებოდი, რათა უფრო დეტალურად გამეცნო ის წინადადებები, რომელიც ჩვენი ერთობლივი საქმიანობით ქვეყნის ეკონომიკას წაადგებოდა. ჯერჯერობით ისევ არავინ დაგვკავშირებია.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი, ბიზნესმენებისთვის ამერიკიდან ჩამოსულმა მაღალი რანგის მენეჯერმა ჩაატარა სპეციალური სემინარი, მას არავინ დაესწრო, რითაც მინისტრი უკმაყოფილო დარჩა და ეს ხმმაღლა გამოთქვა. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავესწრებოდით ამ შეხვედრას, მაგრამ იქ არავის დავუპატიჟებივართ და არ უთქვამთ ამ შეხვედრის შესახებ. ეს ხდება, მას სემდეგ რაც ჩვენ თანამშრომლობის აშკარა სურვილი გამოვთქვით. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ახალმა გუნდმა არ იცის, ვინ უნდა მიიწვიოს მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებებზე, არ იცის ვის აქვს რეალური ინტერესი ბიზნეს-ფორუმის მიმართ, ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესფორუმზე განხილული საკითხებით რეალურად დაინტერესებულ პირებს არ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია. რატომღაც ჯერ არ თვლიან, რომ სავაჭრო პალატა არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხებში. ჯერჯერობით ვერ ვიმსახურებთ ისეთ ყურადღებას, როგორიც უნდა ჰქონდეს ბირჟას ქვეყანაში", - აცხადებს ალექსანდრე გორგიჯანიძე.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48