ნანახია: 614
Fitch-ი რამდენიმე კვირაში ქართული ბანკების რეიტინგების გადახედვას გეგმავს
Fitch Ratings-მა განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სექტორის შემდგომი განვითარება ნაკლებად მაღალრისკიანი უნდა იყოს იმასთან შედარებით, რაც კრიზისამდე იყო. ეს იქნება დაფუძნებული ნაკლებად აგრესიულ ბიზნეს-სტრატეგიაზე და მეტად დაბალანსებულ ფონდირების სტრუქტურაზე. ამავდროულად სექტორში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ხარვეზები საქართველოს ეკონომიკის მწირი ბაზის, დაფინანსების შიდა წყაროების არარსებობის და სისტემის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების სახით. მთლიანობაში, საქართველოს საბანკო სექტორი გლობალური ფინანსური კრიზისის და ეკონომიკური ვარდნის პერიოდიდან საკმაოდ კარგ მდგომარეობაში გამოდის. ეს დაკავშირებულია კრიზისამდე ბევრი ბანკის ლიკვიდობის და კაპიტალის კარგ მაჩვენებლებთან, საქართველოს მიერ მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარების მიღებასთან, რამაც შეამსუბუქა კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ასევე ბანკების აქტივების ხარისხზე. ასევე განპირობებულია ბანკების დახმარებით საკუთარი უცხოელი აქციონერების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. 2010 წლის პირველი კვარტლის ბოლოს კაპიტალის ადექვატურობის სისტემურმა მაჩვენებელმა 18% შეადგინა, კაპიტალიზაციასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი რეგულირების მოთხოვნის მიუხედავად, ხოლო წლის პირველი ნახევრის ბოლოს Fitch-ის მიერ შეფასებულ 5-ვე ბანკს საკმაოდ მაღალი შესაძლებლობები ჰქონდა თავი აერიდებიდათ დანაკარგებისათვის. "საქართველოს ბანკი" ("B"/ პროგზონი "სტაბილური"), "თიბისი ბანკი" ("B+"/ პროგნოზი "სტაბილური"), "პროკრედიტბანკი" ("BB-"/ პროგნოზი "სტაბილური"), "ვითიბი ბანკი ჯორჯია" ("BB-"/ პროგზონი "სტაბილური") და "ბაზისბანკი" ("CCC"/ პროგნოზი "სტაბილური"). კრედიტების გაუფასურების მაჩვენებელმა პიკს 2009 წლის ნახევარში მიაღწია. მას შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა და გაუმჯობესდა კიდეც, რაც კრედიტების ჩამოწერით და ასევე მუშაობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. 2009 წლის ბოლოსათვის სესხების 77% უცხოურ ვალუტაში იყო გაცემული, რაც დამატებითი რისკია, თუმცა კრიზისის დროს ეროვნული ვალუტის შედარებითი სიმყარე ამ რისკს ამცირებდა. ზარალიანი 2008 და 2009 წლების შემდეგ, ქართული ბანკები მოგებაზე 2009 წლის ბოლო კვარტალში გავიდნენ და 2010 წელს დადებით შედეგებს ველოდებით. ამასთან კრედიტების დეპოზიტებთან შეფარდების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი რჩება (131% 2010 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, ხოლო 2009 წლის პირველი კვარტლის ბოლოს 182% იყო), ხოლო შიდა ბაზარზე დაფინანსების წყაროები შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს დაკრედიტების ზრდისათვის. თუმცა FITCH-ი არ ელის, რომ დაკრედიტების მასშტაბები კრიზისამდე პერიოდისას მიაღწევს. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბანკებისათვის კრიზისის პერიოდში. თუმცა, ორ ძირითად ბანკს, "საქართველოს ბანკს" და "თიბისი ბანკს" არ ჰყავს სტრატეგიული უცხოური აქციონერი. Fიტცჰ-ი უახლოეს რამდენიმე კვირაში ბანკების რეიტინგების გადახედვას გეგმავს.
|