ახალი საგადასახადო კოდექსით მიკრო ბიზნესის მდგომარეობა უარესდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ახალი საგადასახადო კოდექსით მიკრო ბიზნესის მდგომარეობა უარესდება
ნანახია: 1636

"ახალ კოდექსში არ არის დაკონკრეტებული, როგორ უნდა აწარმოონ ბუღალტერია მიკრომეწარმეებმა. პროექტში წერია, რომ ფინანსთა მინისტრმა უნდა განსაზღვროს ეს წესები. ოღონდ ეს წესები როგორი იქნება, კაცმა არ იცის" - ირაკლი შავიშვილი

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ხელისუფლებამ მიკრო ბიზნესის ცნება შემოიღო. ახალი კოდექსის 84.1 მუხლის მიხედვით, მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს. ანუ, მიკრო ბიზნესისთვის დადგენილია ბრუნვის 30 000 ლარიანი ზღვარი და პირს, თუ ამ ოდენობაზე ნაკლები ბრუნვა აქვს, იგი არანაირი გადასახადით არ დაიბეგრება. მართალია ხელისუფლებამ მიკრო ბიზნესის ცნება "რევოლუციურად" შეაფასა, მაგრამ ექსპერტულ წრეებში ამ კატეგორიის გადამხდელთა მდგომარეობის საგრძნობად გაუარესებაზე საუბრობენ. ამასთან, თუ მოქმედ საგადასახადო კოდექსს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მეწარმე, რომელიც განსაზღვრულ საქმიანობას ეწევა და დაქირავებულ შრომას არ იყენებს, 100 000 ლარი შემოსავლის მიღების შემთხვევაშიც კი არანაირი გადასახადით არ იბეგრება. "მოქმედ საგადასახადო კოდექსში არის ჩამონათვალი, ეგრეთწოდებული მცირე მეწარმეებისა, რომლებიც ეწევიან რაღაც განსაზღვრულ საქმიანობას, ეს იქნება მეწაღე, მესაათე თუ პარიკმახერი და ა.შ. თუ ისინი დაქირავებულ შრომას არ იყენებენ, მათ თუნდაც 100 000 ლარი მიიღონ შემოსავალი, ისინი არ იბეგრებიან არანაირი გადასახადით. ახლა ამ ხალხს ეუბნებიან, "ხომ კარგია, თქვენ 30 000 ლარამდე შემოსავალი არ დაგებეგრებათო". ანუ ეს ნოვაცია არანაირი ნოვაცია არ არის და პირიქით, ეს არის მდგომარეობის გაუარესება", - აღნიშნავს "აი-ენ აუდიტის" დირექტორი, აუდიტორი ირაკლი შავიშვილი.
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დადგენილი არაა, საქმიანობის რომელ დარგებზე ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსი, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსით საქმიანობათა სახეობები დადგენილია - მეწაღე, მესაათე, შინამოსამსახურე და ა.შ. ეს ფიზიკური პირები დაბეგვრისგან თავისუფლდებიან, თუნდაც 100 000 ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში. ამჯერად კი მთავრობამ უნდა განსაზღვროს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ ბიზნესს მიანიჭოს, ან არ მიანიჭოს აღნიშნული სტატუსი. ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მთავრობამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიკრო ბიზნესად დარეგისტრირება მხოლოდ 10 ან შეიძლება უფრო ნაკლები სფეროს წარმომადგენლებს შეეძლოთ.
მთავრობის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული მეწარმეების მიმართ ვლინდება, აგრეთვე, ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვისას, რომელიც ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად გაურკვეველია. თუნდაც იმიტომ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის 87.1 მუხლის მიხედვით მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდება და არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა აწარმოონ ბუღალტერია. ანუ, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესები. აქედან გამომდინარე, როგორ უნდა შეაფასოს საგადასახადო ორგანომ, რომელი მეწარმე გადასცდა წლიურ 30 000 ლარიან ბრუნვას და რომელი არა? კოდექსის 95.2 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით, ანუ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს ამა თუ იმ მეწარმის შემოსავალს, რაც სავსებით მიუღებელია, რადგან, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია საგადასახადო ორგანოსთვის მისაღებ გადამხდელს 30 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი დაუდგინდეს, არალოიალურს კი მეტი. "ახალ კოდექსში არ არის დაკონკრეტებული, თუ მიკრომეწარმეებმა, როგორ უნდა აწარმოონ ბუღალტერია. ანუ, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესები - რის მიხედვით უნდა აწარმოონ მათ აღრიცხვა - ეს წესები არ წერია საგადასახადო კოდექსში. პროექტში წერია, რომ ფინანსთა მინისტრმა უნდა განსაზღვროს ეს წესები. ოღონდ ეს წესები როგორი იქნება, კაცმა არ იცის. მათ არ ევალებათ სალარო აპარატისა და, პრინციპში, რაიმე აღრიცხვის დოკუმენტის ქონა. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა დადგინდეს 30 000-იან ზღვარს გადაცდა პირი თუ არა, ეს კიდევ სხვა საკითხია. საერთოდ, როცა რაიმე შეღავათი წესდება, მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი კონტროლი, რადგან უნდა დადგინდეს, სწორად იყენებს ის ამ შეღავათს თუ არა. ამ შემთხვევაში კონტროლის კიდევ უფრო დამძიმება მოხდება. გავითვალისწინოთ, რომ საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება, შეფასებითი მეთოდი გამოიყენოს და ვირტუალურად დაადგინოს, რამდენი აქვს პირს შემოსავალი, ანუ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მივიდეს ერთ მეწარმესთან და უთხრას, "შენ, ჩემი შეფასებით, გაქვს 50 000 ლარის შემოსავალი და გეხსნება მიკრომეწარმის სტატუსიო". მეორეს, რომელიც მისდამი უფრო ლოიალურია, შეიძლება უთხრას - "შენ კარგი ბიჭი ხარ და 25 000 გაქვს სულ შემოსავალიო". ანუ სუბიექტური შეფასებაც არ არის გამორიცხული, იმდენად, რამდენადაც კანონის პროექტი არ ადგენს რაიმე ზუსტ ფარგლებს, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ მეწარმის შემოსავლები", - აღნიშნავს ირაკლი შავიშვილი.
მიკრო მეწარმის სტატუსი, კოდექსის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ პირს მიენიჭება და არა იურიდიულს. ამასთანავე, სხვა გადასახადის გადამხდელებს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შესყიდული პროდუქტის თუ მომსახურების ღირებულების ხარჯში გატარება ეკრძალებათ, თუნდაც იგი დოკუმენტურად იყოს დამოწმებული. "მიკრო ბიზნესისთვის, რომელიც ასე გაპიარებულ იქნა ხელისუფლების მხრიდან, მდგომარეობა უარყოფითისკენ უფრო შეიცვლება, ვიდრე დადებითისკენ. იგი ვერცერთ იურიდიულ პირთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს, რადგან ყველა მეწარმეს ეკრძალება მიკრო ბიზნესისგან ნაყიდი პროდუქციის ხარჯებში გატარება. შესაბამისად, მეწარმეებს არ ექნებათ სურვილი, რომ მიკრო ბიზნესთან რაიმე სახის ბიზნეს-ურთიერთობები აწარმოონ", - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
ყოველივე ამის შემდეგ, რა სტიმული უნდა გააჩნდეს მეწარმეს, რომ მიკრო ბიზნესმენად დარეგისტრირდეს? მაშინ, როდესაც მისთვის მოულოდნელად შესაძლოა საგადასახადო ორგანომ გამოუცხადოს, რომ წლიურ 30 000 ლარიან ბრუნვას გადასცდა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის მომენტი ნაკლებადაა დაცული. ამასთან, კოდექსის ამ ვარიანტში კვლავ არის ორმაგი ინტერპრეტაციის მქონე მუხლები, რომელთა გამოც დაჯარიმებული მეწარმე არაა დაზღვეული, რომ დავების საბჭო მის სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს, რაც, თავის მხრივ, აზრს უკარგავს იგივე გამარტივებულ ადმინისტრირებას.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48