ვერა ქობალია საქმეს რიგიანად შეუდგა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვერა ქობალია საქმეს რიგიანად შეუდგა
ნანახია: 783

დონალდ ტრამპი და კობა ნაყოფია სამინისტროს შენობის პირველ სართულზე რიგის მომწესრიგებელ აპარატს მოითხოვენ

ეკონომიკის მდგრადად განვითარების ახალმა მინისტრმა ძველი პრიორიტეტების შესასრულებლად საქმიანობა ახალი შემართებითა და ენერგიულობით დაიწყო. მომხიბლავმა ვერა ქობალიამ 2010 წლის პრივატიზაციის გეგმის შესრულების მიმდინარეობა თავიდანვე დაიწუნა და სახელმწიფოს ქონების გაყიდვის დაჩქარება ბრძანა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის ყველა მინისტრი ასე იწყებდა. ზოგადად, ბოლო წლების საქართველოში ეკონომიკის ხან მდგრადად და ხანაც უბრალოდ განვითარების სამინისტროს ლამის ერთადერთი ფუნქცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვაა. ასე ესმის ბენდუქიძის იდეოლოგიით მოწყობილ მთავრობას და განსაკუთრებით მმართველი ძალის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკის განვითარება.
ეკონომიკაში მთავარია ფული, ფინანსური რესურსების გასაჩენად მთავარია ინვესტიციები, ინვესტიციის მოზიდვა კი შეიძლება მხოლოდ პრივატიზაციით. პრივატიზაცია და გაყიდვა არსებითად განსხვავებული ტერმინებია. არ ვიცი, რამდენად აქვს ეს შეგნებული ეკონომიკის მდგრადად განვითარების მინისტრს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ მისი წინამორბედები ტერმინ პრივატიზაციაში გაყიდვაზე მეტ მნიშვნელობას რომ ვერ ხედავდნენ, ეს დრომ უკვე გვიჩვენა.
დონალდ ტრამპი საქართველოში ცათამბჯენებს ააშენებს, ესეც ყველაზე ცხელი ამბავი საქართველოში ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით. მითიური ამერიკელი მილიარდერის წარმომადგენლებმა უკვე შეარჩიეს ცათამბჯენების ასაშენებლად ადგილები.
სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო აუქციონები გამჭვირვალე ოფისში ჩატარდება, - ეს მნიშვნელობით, მეორე მაგრამ საყურადღებო სიახლეა ეკონომიკის სამინისტროს მდგრადად განვითარების საქმეში. იდეა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს ვერა ქობალიას ეკუთვნის, რომელმაც ამის შესახებ 2010 წლის 16 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქობალიას განმარტებით, აუქციონები სამინისტროს შენობაში, მეორე სართულზე გაიმართება, სადაც ყველა ოთახი გამჭვირვალე მინებით მოეწყობა. ოფისის გამართვა სექტემბრისთვის დასრულდება. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულის მიზანია პრივატიზაციის პროცესის მეტი გამჭვირვალობა და პოტენციური მყიდველების მაქსიმალური ინფორმირება, რისთვისაც სამინისტროს პირველ სართულზე შესაბამისი "ფრონტ-ოფისი" მოეწყობა. იქ ნებისმიერი მსურველისთვის პრივატიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები იქნება ხელმისაწვდომი.
აი, თურმე რა სჭირდებოდა ეკონომიკის მდგრადად განვითარებას. აი, რას ნიშნავს დასავლური განათლება. მთავარია განათლება დასავლური იყოს, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, სად მიიღებ?!
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პირველ სართულზე მოწყობილ "ფრონტ-ოფისში" პოტენციური მყიდველების მაქსიმალური ინფორმირება მოხდება. ალბათ, ამ ოფისში რიგის მარეგულირებელი აპარატებიც მოეწყობა, თორემ ეკონომიკის სამინისტროს პირველ სართულს იმდენი მილიონერი მიაწყდება სახელმწიფო ქონების საყიდლად, რომ შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როგორც "ლიბერთი ბანკში" იქმნება პენსიის გაცემის დღეებში. აუცილებლად უნდა მოეწყოს ასეთი აპარატები, თორემ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თავად დონალდ ტრამპი მივიდეს და ხომ უნდა იცოდეს ამ კაცმა, ასევე რიგში მდგომ ბიზნესმენ კობა ნაყოფიაზე წინ დგას თუ უკან. ან იგივე კობა ნაყოფიაც ხომ უნდა იყოს მშვიდად, რომ მის შემდეგ მისული დონალდ ტრამპი რიგს არ "აახევს", ვინ ვინ და კობა ნაყოფიამ მაინც იცის, რას ნიშნავს ამ ქვეყანაში, როცა დიდი ფული გაქვს, რიგის კი არა, მილიონიანი ქონების "ახევაც" შეიძლება.
რიგის მომწესრიგებელი აპარატების დადგმა სამინისტროს პირველ სართულზე მარტივად გადაწყვეტადი საკითხია. ავიდეთ მეორე სართულზე, იქ გამჭვირვალე ოფისი მოეწყობა, რომელშიც საპრივატიზაციო აუქციონები გაიმართება. "ყველა ოთახი გამჭვირვალე მინებით მოეწყობა"-ო, განაცხადა ვერა ქობალიამ. აი, ამ საკითხში ქალბატონი ვერა ვერ არის ორიგინალური. შუშა ქართველებს არ გვესწავლება, გამჭვირვალე შენობების სიძლიერე და ბრწყინვალება, კარგად გვაქვს გააზრებული. მაგრამ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, თურმე, შუშა გამჭვირვალე იქნება. მომხიბვლელობასთან ერთად სხარტი გონებითაც დაუჯილდოვებია გამჩენს ქალბატონი ვერა. გამჭვირვალე შუშა ნამდვილად ორიგინალურია, ამის მიგნებას ნამდვილად სჭირდება კანადაში კოლეჯის დამთავრება, აბა, ამას კორუმპირებული როინ მეტრეველის ეპოქაში თსუ-ს კურსდამთავრებული ბაკალავრი რას მიხვდება?! შუშა გამჭვირვალე არის კანადაში, ჩვენთან შუშაც კი, საქართველოში დღემდე შემოსული ოფშორული კაპიტალივით, ბუნდოვანია და გაურკვეველი. ხო და, ათას კორუფციულგარიგებანანახ შუშებს შეცვლიან და გამჭვირვალე შუშებს დაამონტაჟებენ.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, შეიძლება ქალბატონ ვერას შუშით კედლების შეცვლაც სურს. თუმცა, ესეც არ არის კანადური მიგნება. ამაში ქალბატონ ვერას სამშენებლო კომპანია "არტ-იქსი" დაეხმარება. მზიდი კედლების გამოცლა ამ კომპანიას ეხერხება ყველაზე წარმატებულად. შეიძლება ვიღაცამ თქვას, შუშა მაღალსართულიანი შენობის მეორე სართულზე მზიდ კედლად ვერ გამოდგებაო. აი, აქ ნამდვილად დაგვჭირდება მომხიბლავი მინისტრის კანადური გამოცდილება. მას შუშასავით მსხვრევადი ეკონომიკის მდგრადად განვითარება დაავალეს და მდგრადი შუშის მოძიება რა პრობლემა უნდა გახდეს?! რომც ვერ იპოვონ ასე მდგრადი შუშა, ესეც არ არის განსაკუთრებულად დიდი პრობლემა. მთავარია, სულ რამდენიმე წუთით გაძლოს, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი გახსნას და "ნაციონალური" ტელევიზიების კამერები მის გადაღებას მოასწრებენ.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48