რაში იხარჯება თანხები მერიის სარეზერვო ფონდიდან » ბანკები და ფინანსები

რაში იხარჯება თანხები მერიის სარეზერვო ფონდიდან

მთავარიფინანსები 23.07.2010

დედაქალაქის სარეზერვო ფონდიდან კომედი გრუპს კონცერტების გასამართვად 62 ათასი ლარი გამოეყო

გიგი უგულავას მერობის პერიოდში დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა აქამდეც რომ ბევრ კითხვას აჩენდა.
დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ?ომედი გრუპისთვის" 62 ათასი ლარი გამოიყო .
მიმდინარე წლის 27 იანვარს, მერის განკარგულებით, "ქომედი გრუპს" სპორტის სასახლეში 14 თებერვალს ჯგუფ "კენზოს" და ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საორგანიზაციო საქმეების უზრუნველსაყოფად, 12 000 ლარი გამოეყო.
ასევე, 18 თებერვალს, "კომედი გრუპს" ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იუმორისტული კონცერტის ჩასატარებლად დედალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან, 50 000 ლარი გამოეყო.
მოკლედ, როგორც ჩანს, გიგი უგულავა აღფრთოვანებულია კომედი გრუპის იუმორით და ამისთვის მხოლოდ პირველ კვარტალში 62 000 ლარი გამოუყო.
უგულავას ეს სიკეთე არც კომედი გრუპის წევრებმა დაივიწყეს და საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს 30 მაისის საღამოს, ჯერ კიდევ მერობის კანდიდატისთვის ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად რიგში მდგომი კომედი გრუპის წევრები, რომლებიც უგულავასთან მერის არჩევნებში გამარჯვების მისალოცად იყვნენ მისულნი.
ამას გარდა, დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან "ფორმულა კრეატივ გრუპს" რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, 25 თებერვალს, 30 ათასი ლარი გამოეყო.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქართველოს რაგბის ნაკრებზე ფილმის გადაღება ნამდვილად არაა ცუდი საქმეო. გეთანხმებით, რომ ამ ბიჭებზე ფილმის გადაღება მართლაც ალალია და ისინი ბევრად მეტსაც იმსახურებენ, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, თუ საიდან უნდა ხდებოდეს ამ ფილმის გადაღების დაფინანსება და უნდა იყოს თუ არა ამ თანხის წყარო მაინცდამაინც დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები მიზნობრივი დანიშნულებით, გაჭირვებული ადამიანებისთვის ერთჯერადი დახმარებისთვის, მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, ფორსმაჟორული ვითარებისას გამოიყოფა და თანხები მხოლოდ მერის განკარგულებით გაიცემა.
ბიუჯეტისგან განსხვავებით, სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვა არ არის წინასწარ გაწერილი, ასევე არ არის აუცილებელი მისი ხარჯვის დროს რთული ადმინისტრაციული პროცედურების გავლა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ფორსმაჟორულ პირობებში ფულის ხარჯვა უფრო ეფექტურად და მოქნილად გახდეს შესაძლებელი.
საინტერესოა, ?ომედი გრუპის კონცერტები გაჭირვებული ადამიანების ერთჯერად დახმარებას უნდა მივაკუთვნოთ, მერიის გაუთვალისწინებელ ხარჯებს თუ ფორსმაჟორულ ვითარებას.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის I კვარტალში მერის სარეზერვო ფონდიდან თანხები შემდეგ საკითხებზეც გამოიყო:
ქ. თბილისის 18.02.2010 წლის #484 განკარგულებით ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს ტელეკომპანია ?ზე-ს მიერ მომზადებული გადაცემის ?ძიმე სამუშაო-ს გაგრძელებისთვის გამოეყო 40710 ლარი.
ქ. თბილსის მერის 23.02.2010 წლის #499 განკარგულებით კატალოგის - ?ე მიყვარს თბილისი გამოსაცემად გამოიყო 6118 ლარი.
ქ. თბილისის მერის 15.02. 2010 წლის #409 განკარგულებით მერიის ადმინისტრაციას წიგნის ?ოეზიის სამეფო 1000 ეგზემპლიარის შესაძენად გამოეყო 17000 ლარი. უცნობია, რისთვის იქნა ეს წიგნები შეძენილი და ვის გადაეცა ისინი.
ქ. თბილისის მერის 15.01.2010 წლის #126 განკარგულებით მსოფლიოში აღიარებული იაპონელი ჯაზ-პიანისტის ჰირომი მიჰარას სოლო კონცერტისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ჰონორარის ასანაზღაურებლად გამოეყო 33 139 ლარი.
ქ. თბილისის მერის 25.02.2010 წლის #552 განკარგულებით შპს ბილისი ივენთ ჰოლს საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის ჯაზ-სერიები-ს განხორციელების ხელშესაწყობად გამოეყო 23600 ლარი.
გარდა ამისა, სარეზერვო ფონდიდან თანხები ასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს გამოეყო. როგორც ჩანს, ასეთივე სოციალურად დაუცველები არიან პარლამენტის დეპუტატი გიორგი მელაძე და ამჟამად უგულავას ცოლი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ლელა კილაძე, რომელთაც 2008 წელს დედაქალაქის მერმა 9277 ლარი გამოუყო.
ეს მაშინ, როცა გიორგი მელაძეს ხელფასმა იმ წელს 52 000 ლარს გადააჭარბა, ხოლო მისი მეუღლის 26 000 ლარს. ამასთან, იმავე წელს მისმა მეუღლემ, მაკა ლაჩაშვილმა 35 ათას დოლარიანი ?იცუბიში პაჯერო შეიძინა. ამასთან, მიუხედავად რამდენიმე ბინისა და საბანკო ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხებისა, მას მერის სარეზერვო ფონდიდან მაინც გამოეყო ეს თანხა.
რაც შეეხება ლელა კილაძეს, მისი იმდროინდელი ქონების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.
მოკლედ, დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდის არამიზნობრივი ხარჯვა გრძელდება და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მსგავსი არაერთი ფაქტი გამოვლინდება.

გიორგი შუბლაძე




მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით
მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

18.04.2014 · ფინანსები
უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება.

შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა
შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა

18.04.2014 · ფინანსები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 410 ათასზე მეტია.

გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს
გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს

18.04.2014 · ფინანსები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული საბანკო სექტორის ერთერთ მთავარ პრობლემად მსესხებლებში დაბალ საბუღალტრო სტანდარტებს და გაუმჭვირვალობას ასახელებს.

რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?
რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?

18.04.2014 · ფინანსები
მთავრობამ „განვითარების ბანკის“ დაფუძნების განზრახვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

18.04.2014 · საზოგადოება
2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია

,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს
,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს

17.04.2014 · ბიზნესი
გაიზრდება თუ არა სილქტივის პაკეტების ღირებულება?

რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი
რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი

17.04.2014 · ბიზნესი
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს.

სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა
სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა

17.04.2014 · ეკონომიკა
სახელმწიფო ბანკებს ბიზნესის დასაკრედიტებელ რესურსს აცლის

სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად
სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

17.04.2014 · საზოგადოება
ბოლო წლებში მეცხვარეებს საქმე ისე წაუვიდათ, რომ რეალურად გადასახადების გარდა, ხელში აღარაფერი შერჩა

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს

17.04.2014 · ეკონომიკა
,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩადებული თანხებისგან იქნება შედგენილი"