არის თუ არა მაღალრისკიან აქტივებში სებ-ის რეზერვები განთავსებული » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : არის თუ არა მაღალრისკიან აქტივებში სებ-ის რეზერვები განთავსებული
ნანახია: 611

ივნისის თვეში ლარის მკვეთრი გაუფასურების გარშემო არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ერთნი ამ პროცესში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, ხოლო მეორენი, პირიქით, ეროვნულ ბანკს მკაცრად აკრიტიკებენ. ექსპერტთა ერთი ნაწილის განცხადებით გაუგებარია, რატომ მოხდა ლარის კურსის გაუფასურება მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ბანკს დიდი ოდენობით სავალუტო რეზერვები გააჩნია. რატომ არ გამოიყენა ისინი სებ-მა საჭიროებისამებრ? "შესაძლოა, ვიღაც გამოვიდეს და სხვადასხვა მიზეზი მოიყვანოს ეროვნული ბანკის გასამართლებლად, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, საქართველოს იმიტომ აქვს სავალუტო რეზერვები, რომ წინასწარ გაცხადებული პოლიტიკა შეინარჩუნოს და დაიცვას. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მთავრობა იღებს ვალებს სავალუტო ფონდიდან რეზერვებად, ეს რეზერვები ძირითადად უცხოეთშია განთავსებული. მათი ნაწილი საცავში კი არ არის შენახული, არამედ საზღვარგარეთ ფასიან აქტივებშია განთავსებული", - აცხადებს ა/ო "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე. აქედან გამომდინარე, ექსპერტი სვამს კითხვას, სად არის ეროვნული ბანკის რეზერვები განთავსებული, რატომ არა აქვს ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია? იქნებ, ისინი რისკიან აქტივებში აქვს სებ-ის ხელმძღვანელობას დაბანდებული? `სად არის განთავსებული ეროვნული ბანკის აქტივები? ამის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს. კარგი იქნებოდა გაგვერკვია, თუ სად არის განთავსებული ჩვენი სავალუტო რეზერვები. ხომ არ არის ისინი მაღალ რისკიან აქტივებში, როგორც იყო საბერძნეთის სამთავრობო ობლიგაციები. თუ ჩვენი რეზერვები მართლა ასეთ აქტივებშია განთავსებული, ცხადია, მაშინ საქართველოს არ ექნება რეზერვები, იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა შეინარჩუნოს. რეზერვი უნდა ყოფილიყო ხელუხლებელი. თუკი განთავსებულია, მაშინ გამოდის, რომ ეს რეზერვი კი არა სახელმწიფო ინვესტიციაა", - აცხადებს პაატა შეშელიძე.
მართლაც, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები საზღვარგარეთ სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. თუმცა მათ შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის. სამწუხაროდ, შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად რეალურია პაატა შეშელიძის მიერ გამოთქმული ეჭვები, რადგან კონკრეტულად რომელ ქვეყნებში და რა აქტივებში აქვს სებ-ს სავალუტო რეზერვები განთავსებული, ეს ინფორმაცია კონფიდენციალური აღმოჩნდა.
"საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვები მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე წამყვან უცხოურ ბანკებსა (AA და AAA) და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აქვთ განთავსებული. ის თუ კონკრეტულად რომელ ქვეყნებში არის განთავსებული თანხები, არის კონფიდენციალური ინფორმაცია. რაც შეეხება კონკრეტულად საბერძნეთს, ამაზე შეგვიძლია გიპასუხოთ, რომ საბერძნეთში არც მთავრობის ფასიან ქაღალდებში და არც საბანკო დეპოზიტებზე არ არის ეროვნული ბანკის რეზერვები განთავსებული.
დამატებით შეგვიძლია გითხრათ, რომ რეზერვების უსაფრთხოებას ყველა ქვეყანაში, ვისაც ფული ნასესხები აქვს სავალუტო ფონდისაგან, მკაცრად აკონტროლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამისათვის აზიის კრიზისის შემდეგ სპეციალური დეპარტამენტიც შეიქმნა. საქართველოს შესრულებული აქვს მათი ყველა რეკომენდაცია.
რეზერვების მოცულობასა და მართვის პროცესს, ასევე, ამოწმებს საერთაშორისო აუდიტი, რომელიც ოთხი ყველაზე დიდი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი უნდა იყოს, შერჩევა ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ და ეროვნულ ბანკს ყოველწლიურად ამოწმებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად წყვეტს საერთაშორისო რეზერვების განთავსების საკითხს, სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, აქტივების მართვის ძირითადი პრინციპების დაცვით. ასეთი საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი პრინციპებია: პირველი - უსაფრთხოება, მეორე - ლიკვიდურობა და მესამე შემოსავლიანობა", - აღნიშნავენ ეროვნული ბანკში.
ეროვნული ბანკის საიმედოობის არ სჯერა სებ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და ეკონომიკის ექსპერტს ნოდარ ჯავახიშვილს. მისი განცხადებით, სავალუტო ფონდი საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვალდებული არაფრითაა და შესაბამისად, სსფ-ს მიერ რეზერვების რისკების კონტროლი მისთვის გარანტი არ არის. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების წინაშე არა სსფ, არამედ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი და შესაბამისად, ყოველი კითხვა, რომელიც სებ-ის საქმიანობის შესახებ წარმოიშვება, ეროვნული ბანკის მიერ უნდა იქნას პასუხგაცემული. ამასთან, იგი ვერც რეზერვების განთავსების ადგილმდებარეობის გამხელაში ხედავს რაიმე საფრთხეს და უჭირს იმის ახსნაც, თუ რატომ გახდა ეს ინფორმაცია კონფიდენციალური.
"ეროვნული ბანკი არ არის კომერციული დაწესებულება და რატომ უნდა იყოს მისი საქმიანობა კონფიდენციალური? რომ თქვას, სარეზერვო თანხები აქა და აქ აქვს დადებული, ხელს არაფერში შეუშლის.
საინტერესოა, როდიდან გახდა ეს ინფორმაცია კონფიდენციალური, რადგან ჩემს დროს იგი საჯარო იყო. კარგი იქნებოდა ეროვნულ ბანკს აეხსნა, როდის მიიღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება, კონფიდენციალურის რა ხარისხი აქვს და რა მიზეზებით იყო იგი გამოწვეული. ეს თანხები არის სახელმწიფოს, საზოგადოების საკუთრება. ეროვნული ბანკი არ არის კომერციული სტრუქტურა და რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მას ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებაში? შესაძლებელია ეროვნულმა ბანკმა არ მოგვცეს კონკრეტულად იმ ბანკის დასახელება, სადაც რეზერვები აქვს განთავსებული, მაგრამ დაჯგუფების უნდა მოგვცეს აუცილებლად. ლაპარაკია იმაზე, რომ ვთქვათ, სებ-ს ტოპათეულის ბანკებში ჰქონდეს,, რაღაც რაოდენობით რეზერვები განთავსებული.
ასეთი ტიპის პრობლემა სხვა ქვეყანაში რომ დაფიქსირებულიყო, არ გამიგია, რადგან ნორმალურ ქვეყანაში საზოგადოება ვერ წარმოიდგენს, რომ ცენტრალური ბანკის ფული შეიძლება არ იყოს ნორმალურად განთავსებული. ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეგეპაროს ადამიანს ეჭვი.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ 1,9 მლრდ. დოლარის რეზერვი გვაქვსო და აქვს თუ არა, ღმერთმა იცის. როცა საზოგადოება მოითხოვს ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, უნდა მოგვცენ და მერე ჩვენ გადავამოწმებთ, რამდენად შეესაბამება იგი რეალობას.
ეროვნული ბანკში ჩემი პრეზიდენტობის დროს სავალუტო რეზერვების 95% ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში იყო განთავსებული. ეს არის ყველაზე არასარისკო აქტივები. მართალია, დაბალი პროცენტი გვერიცხებოდა, მაგრამ აბსოლუტურად ურისკო იყო. რაღაც ნაწილი გვქონდა გერმანულ "დოიჩე ბანკში" და არც ეს ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. ჩვენ რეზერვების განთავსებით ყოველთვის მოგებას ვიღებდით, ერთხელაც არ ყოფილა, რომ ზარალი გვქონოდა. ამიტომ, ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის აზრს მე ვერ ვხედავ. პირიქით, რა მქონდა დასამალი, როცა აქტივების 95% ამერიკის ცენტრალურ ბანკში იყო განთავსებული და მისი გასაიდუმლოებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მაშინ ეროვნულ ბანკს ჰქონდა 200 მლნ-ს რეზერვები და ახლა ამბობენ, რომ 1,9 მლრდ. დოლარის რეზერვი აქვთ, რაც უზარმაზარი ფულია.
თუ ხელისუფლება თავის მოსახლეობას, საზოგადოებას, მასმედიას რაღაცას უმალავს, ეს იმ საზოგადოებისთვის კარგი არ არის. ე.ი. რაღაც ცუდს უმზადებენ, ან უკვე აქვთ რაიმე ცუდი გაკეთებული. აბა, კარგს რატომ დაგვიმალავენ? როცა პრეზიდენტი რაიმე საწარმოს ხსნის, ლენტის გაჭრას ასჯერ გვიჩვენებენ და თუ ყველაფერი კარგად აქვს ეროვნულ ბანკს რეზერვების განთავსების საკითხში, მაშინ რატომ დაგვიმალავენ? შადრევანი არ გახსნილა სახელისუფლებო ჩინოვნიკის მონაწილეობის გარეშე და სებ-ის რეზერვებთან დაკავშირებით კარგი სიტუაცია რომ იყოს, კი არ დაგვიმალავდნენ, პირიქით, თვალში და ყურში შეგვტენიდნენ, ნახეთ, რა კარგი მდგომარეობააო", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების რაოდენობას, ის ყოველწლიურად იზრდებოდა და რეკორდულ მაჩვენებელს ამ წლის 1 მარტს მიაღწია, როცა სებ-ის წმინდა საერთაშორისო რეზერვებმა 2,199 მლრდ. დოლარი შეადგინა. მას შემდეგ რეზერვების რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება და 2010 წლის პირველი ივლისისთვის 1,864 მლრდ. დოლარს შეადგენს.
ბოლო წლებია ასევე კლების ტენდენცია ხასიათდება საერთაშორისო რეზერვებიდან მიღებულ შემოსავლებშიც, რომლის 2007-2010 წლების დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
2007 წ. - 71,314,700 ლ.
2008 წ. - 64,768,201 ლ.
2009 წ. - 32,334,551 ლ.
2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით - 2,051,583 ლ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტების გარკვეული ნაწილის ეჭვი, რომ სებ-ის რეზერვები არაეფექტურადაა განთავსებული და შესაძლებელია, ისინი სარისკო აქტივებში იყოს განთავსებული, მთლად საფუძველს მოკლებული არ არის. რადგან რეზერვების ზრდის მიუხედავად, მათგან შემოსავალი ყოველწლიურად კლების ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კარგი იქნებოდა რეზერვების შესახებ ინფორმაცია საჯარო ყოფილიყო, რა შემთხვევაშიც მათი ეფექტიანობის შესახებ კითხვები ნაკლებად გაჩნდებოდა.

მერაბ ჯანიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48