გამოკითხულთა 32,5% ახალი საგადასახადო კოდექსისგან გადასახადების ზრდას ელის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : გამოკითხულთა 32,5% ახალი საგადასახადო კოდექსისგან გადასახადების ზრდას ელის
ნანახია: 375

ახალი საგადასახადო კოდექსის შედეგად საკუთარი კომპანიისთვის მუშაობის გაიოლებას commersant.g–ს მკითხველთა მხოლოდ 15% ელის. უმრავლესობა კი გადასახადების მომატებისა და ადმინისტრირების გამკაცრების მოლოდინშია.
ასეთია ჩვენი საიტის ამ კვირის გამოკითხვის შედეგი, რომლის კითხვა ასე იყო დასმული: „რას შეცვლის ახალი საგადასახადო კოდექსი თქვენი კომპანიისთვის?“
გამოკითხვაში მონაწილეთა ყველაზე დიდი ნაწილი – 32,5% აცხადებს, რომ კოდექსის ამოქმედების შემდეგ მათი კომპანიისთვის გადასახადები მოიმატებს, 15,5% კი ფიქრობს, რომ ადმინისტრირება გამკაცრდება; გადასახადების შემცირებას 8,7% ელის, ადმინისტრირების გამარტივების იმედი კი 6%–ს აქვს. 19,6% აცხადებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი მათი კომპანიისთვის არაფერს შეცვლის, 17,7%–ს ჩვენს შეკითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 465–მა უნიკალურმა მომხმარებელმა მიიღო.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე ახალი კოდექსისადმი ჩვენი მკითხველის დიდი ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებას, ძირითადად, ფსიქოლოგიური ფაქტორით ხსნის, რადგან, მისი თქმით, საგადასახადო კოდექსისადმი ჩვენთან, ტრადიციულად, უარყოფითი დამოკიდებულებაა და ეს განწყობა ინერციით გრძელდება. თუმცა, ჩახვაძის განცხადებით, კოდექსში ბევრი რამ დასახვეწი და უკეთ განსამარტია, რამაც საზოგადოებას კოდექსის შესახებ რეალური წარმოდგენა უნდა შეუქმნას.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით კი, ჩვენი მკითხველის სკეფსისი უსაფუძვლო არაა, რადგან ახალი საგადასახადო კოდექსის დღევანდელი ვარიანტით საგადასახადო წნეხი მოსახლეობასა და ბიზნესზე იზრდება.
„დავიწყოთ იმით, რომ 2 წლით გადავადდა იმ დაპირებული გადასახადების შემცირება, როგორიცაა საშემოსავლო და დივიდენდის გადასახადი. შესაბამისად სრულიად ლოგიკურია საზოგადოების უმეტესი ნაწილის მოლოდინები, რომ ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მათი კომპანიებისთვის გადასახადები მოიმატებს, რადგან ეს რეალურად ასეც მოხდება. იგივე მიკრო ბიზნესისათვის, რომელიც ასე "გაპიარებულ" იქნა ხელისუფლების მხრიდან, მდგომარეობა უარყოფითისკენ უფრო შეიცვლება, ვიდრე დადებითისაკენ. იგი ვერცერთ იურიდიულ პირთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს, რადგან ყველა მეწარმეს ეკრძალება მიკრო ბიზნესისაგან ნაყიდი პროდუქციის ხარჯებში გატარება. შესაბამისად, მეწარმეებს არ ექნებათ სურვილი, რომ მიკრო ბიზესთან რაიმე სახის ბიზნეს–ურთიერთობები აწარმოონ.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი კოდექსით ბევრი საურავის თუ ჯარიმის ოდენობა იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ბიზნესს დააწვება ზურგზე. მართალია, გარკვეული მიმართულებებით ადმინისტრირება მარტივდება, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით, პირიქით – უფრო მკაცრდება. ამასთან, კოდექსის ამ ვარიანტში კვლავ არის ორმაგი ინტერპრეტაციის მქონე მუხლები, რომელთა გამოც დაჯარიმებული მეწარმე არაა დაზღვეული, რომ დავების საბჭო მის სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს, რაც თავის მხრივ აზრს უკარგავს იგივე გამარტივებულ ადმინისტრირებას,“ – აცხადებს ჯანიაშვილი.
სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ წურწუმია, რომელიც ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეთა დიდი ნაწილის ნეგატიურ განწყობებს ინერციითა და იმით ხსნის, რომ მოსახლეობა ბოლომდე არაა გაცნობიერებული ახალი დოკუმენტის ნიუანსებში.
წურწუმია ამბობს, რომ ადმინისტრირება მართლაც გამკაცრდება, მაგრამ ეს კოდექსის არა უარყოფითი, არამედ დადებითი მხარეა, რადგან ლიბერალური მიდგომა, რომელიც დოკუმენტშია ასახული, ვერ აიტანს სუსტ ადმინისტრირებას. თემურ წურწუმიას მტკიცებით, ახალი კოდექსი ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საქმის კეთების ელემენტარული უნარი აქვს, დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. დეპუტატი აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი აზრი კოდექსის სასარგებლოდ შეიცვლება.

www.commersant.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48