რატომ იზრდება ახალი სადაგასახადო კდოექსით, გადასახადები? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რატომ იზრდება ახალი სადაგასახადო კდოექსით, გადასახადები?
ნანახია: 569

ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვა უკვე პარლამენტში დაიწყეს და პირველი მოსმენით დაამტკიცეს კიდეც. თავდაპირველად ახალი კოდექსი მთავრობამ რევოლუციურად მონათლა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, კოდექსს ბევრი სერიოზული ხარვეზი აღმოაჩნდა, ზოგი მათგანი ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა და კოდექსის სამუშაო ვარიანტში ცვლილებები შეიტანა, მაგრამ საბოლოოდ როგორც ექსპერტების, ასევე საზოგადოების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ახალი კოდექსის თანახმად დასაბეგრი ობიექტების არეალი ფართოვდება და საგადასახადო წნეხი კი იზრდება. მაშინ, როცა 2010 წლისთვის საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 18%-მდე, ხოლო დივიდენდზე გადასახადი 5-დან 0%-მდე უნდა შემცირებულიყო. რატომ მიიღო ხელისუფლებამ შემცირების ნაცვლად ასეთი გადაწყვეტილება, "ბ&ფ"-ს ეკონომიკის ექსპერტი შოთა მურღულია ესაუბრა.
- ბატონო შოთა, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დასაბეგრი ობიექტების არეალი ფართოვდება და ის დაგეგმილი შემცირებები, რაც 2010 წელს უნდა მომხდარიყო, აღარ შემცირდება. თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ საგადასახადო წნეხის გაზრდა?
- მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება უნდათ. ყველაზე მარტივად ასეა და რეალურად, რა ცვლილებებიცაა დასახული, იგივე შეღავათები მცირე მეწარმეებისთვის თუ მიკრო მეწარმეებისთვის, ეს ფინანსურ დანაკარგს არ მოიცავს სახელმწიფოსთვის, არამედ რეალურად ხდება ზრდა, რომელიც მიმართული იქნება უფრო მეტი სახსრების მობილიზებაზე. საუბარი იმაზე, რომ მცირე და საშუალო თუ მიკრო ბიზნესისთვის შეღავათები დაწესდა, რეალობას არ შეესაბამება, რადგან გადასახადები არავის შეუმცირდება, გარდა იმ 30000-ლარამდე გათავისუფლებლი ბიზნესებისა, რომლებიც უმეტესად ისედაც არ იყო აღრიცხული და ისედაც არ იხდიდა ბიუჯეტში თანხებს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ უფრო მეტი თანხების მობილიზება მოხდეს ბიუჯეტში.
- ხელისუფლება იმიტომ ხომ არ ცდილობს წნეხის გაზრდას, რომ საერთაშორისო დახმარებები და გრანტები 2010 წლის შემდეგ საქართველოს შეუწყდება?
- გრანტები არც აქამდე არ გვქონდა დიდი ანუ ძირითადად კრედიტებს ვიღებდით და ახლა მიდგომა არის ისეთი, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ხარჯების შემცირებას, რაც სამწუხაროა. აქამდე ის მიდიოდა ვალდებულებების ზრდაზე, ახლა კი მიდის განაკვეთების ზრდაზე და სხვა რაღაცეების დაბეგვრაზე იმისთვის, რომ არ მოახდინოს სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითი არ არის. საგარეო ვალდებულებები აღარ გაგრძელდება, რადგან უკვე კრიტიკულ ზღვარზე ვართ, ამიტომ მთავრობამ გამოიყენა საგადასახადო წნეხის გაზრდა.
ამ თემასთან დაკავშირებით ა/ო "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტის, ეკონომიკის ექსპერტის გია ჯანდიერის კომენტარი ასეთია, - "გარდა იმისა, რომ საგარეო ვალდებულებების აღება ვეღარ გაგრძელდება, რადგან უკვე კრიტიკულ ზღვარზე ვართ, ხელისუფლებას დაუდგება ვალების გადახდის დრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადები უნდა გაზარდო. შესაძლებელია სხვა ხარჯები შეამცირო და იმის ხარჯზე მოახერხო ამ პრობლემის გადაჭრა. ვალების გასასტუმრებლად კი ორი გზა არსებობს: პირველი - გადასახადები გაზარდო, რაც საეჭვოა, რადგან თუ გაზრდი, შეიძლება, პირიქით, შემოსავალი შემცირდეს და მეორე ის, რომ სხვა ხარჯები შეამცირო და იმ ფულით გადაიხადო ვალები. ჩემი აზრით, მთავრობა უნდა შეეშვას უაზრო ხარჯებს და დროულად გადაიხადოს ვალები".

გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48