ოთარ თოიძე: პენსიონერებს სესხის აღებას არავინ აიძულებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ოთარ თოიძე: პენსიონერებს სესხის აღებას არავინ აიძულებს
ნანახია: 554

პარლამენტში "ლიბერთი ბანკისთვის" საპენსიო მომსახურების აკრძალვას ითხოვენ

საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი "ლიბერთი ბანკისთვის" საპენსიო მომსახურების უფლების ჩამორთმევას ითხოვს. მათი თქმით, ბანკს არა აქვს უფლება პენსიების მომსახურებაში მონოპოლისტი იყოს და საპენსიო სესხებზე 36%–იან განაკვეთებს აწესებდეს. "გავწყვიტოთ ხელშეკრულება ბანკთან, რომელმაც მძარცველური პროცენტი დააწესა საპენსიო მომსახურებაზე,"–აცხადებენ უმცირესობის წევრები. უმცირესობის ნაკლებ რადიკალური ნაწილი კი ამბობს, რომ ბანკს გაფრთხილება უნდა მიეცეს. მათი განმარტებით, ბანკმა საპენსიო რესურსით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს და ეს თანხა საკრედიტო რესურსად არ უნდა გაიხადოს. უმცირესობის წევრთა თქმით, პენსიონერების უმეტესობას იურიდიული განათლება არა აქვს და კრედიტით სარგებლობისას ხელშეკრულებას წაუკითხავად აწერენ ხელს, ხოლო ბანკი, შესაძლოა, ამით სარგებლობდეს.
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კი "ლიბერთი ბანკისთვის" საპენსიო მომსახურეობის უფლების ჩამორთმევას გამორიცხავს. ოთარ თოიძის განცხადებით, ეს უფლება ბანკმა ტენდერით მოიპოვა, რადგან საპენსიო მომსახურეობისათვის საუკეთესო პირობები წარმოადგინა. მისივე თქმით, საპენსიო სესხის აღება ნებაყოფლობითია და პენსიონერებს ამას არავინ აიძულებს. რაც შეეხება მაღალ პროცენტებს, თოიძე განმარტავს, რომ "ლიბერთი ბანკი" კომერციული სტრუქტურაა და სახელმწიფო მას პირობებს ვერ უკარნახებს. ამასთან, თოიძის განმარტებით, საპენსიო სესხს, მისი მომხმარებლიდან გამომდინარე, მაღალი რისკები ახასიათებს და ბანკი ამ რისკებს პროცენტებში ასახავს. როგორც ჩანს ბატონ ოთარს კარგად არ ესმის, რა განსაზღვრავს საკრედიტო რისკს. საპენსიო სესხი 6 თვის ვადით გაიცემა და ბანკი უფლებას იტოვებს გაცემული კრედიტი ყოველგვარი შეთანხმების მხესხებელის კუთვნილი პენსიით დაფაროს. ანუ ?იბერთი ბანკის ეს მომსახურება გამორიცხავს ყველანაირ ეკონომიკურ რისკს. ბანკი მხოლოდ კლიენტის გარდაცვალების შემთხვევაში, შეიძლება დაზარალდეს. თუმცა, როგორც ცნობილია, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებიდან სამი თვის განმავლობაში პენსია მის ოჯახს ეკუთვნის. ერთი სიტყვით, ?იბერთი ბანკის საპენსიო სესხის რისკი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.
შეგახსენებთ, ყოფილმა "სახალხო ბანკმა" პენსიონერებს საახალწლო საჩუქრის სახით საპენსიო სესხის ოდენობა გაუზარდა. ნაცვლად სამმაგი ოდენობისა, პენსიონერებს უკვე სესხის ხუთმაგი ოდენობის აღება შეუძლიათ.
თუმცა, თუ ადრე ბანკი სამმაგი სესხის სანაცვლოდ სამ ან ხუთ პროცენტიან სარგებელს იტოვებდა, ხუთმაგი სესხის გაცემის შემთხვევაში უკვე მთლიანი სესხის 15 პროცენტს იტოვებს. ეს კი თითქმის ერთი თვის პენსიის ტოლია.
ექსპერტთა ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ საპენსიო სესხის შემთხვევაში ბანკი საერთოდ არ რისკავს, რადგან გასესხებულ ფულს ბიუჯეტიდან იღებს. პენისონერებისთვის ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი, კი ექსპერტების შეფასებით, კაბალურია.
"ლიბერთი ბანკში" (ყოფილი "სახალხო ბანკში") კი საპენსიო სესხის პირობების კაბალურობას კატეგორიულად უარყოფდნენ. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ წულაია აღნიშნავდა, რომ ეს სესხი პენსიონრებისათვის იმდენად ხელმისაწვდომია, რომ სწორედ მათი მოთხოვნით გაიზარდა სამთვიანი ვადა ხუთ თვემდე. მისივე თქმით, ამ სესხით სარგებლობის შემთხვევაში პენსიონერი მიღებული თანხის 3%–ს ყოველთვიურად იხდის. ამასთან, ზურაბ წულაია აცხადებდა, რომ გასესხებული ფული ბანკის შიდა რესურსია და არა ბიუჯეტიდან მიღებული ფული.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48