კორუფცია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : კორუფცია
ნანახია: 660

აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო დონორებმა დევნილთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფისთვის, ჯამში, 74,5 მილიონი ევრო გამოყვეს. ეს თანხა საქართველოს მთავრობის მხრიდან პერიოდულად ირიცხებოდა თანხები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისთვის. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი საბუთები მთელ რიგ შემთხვევებში დეფექტური და შეუსაბამო გახლდათ.
2008 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიღო. აქედან 74,5 მილიონი ევრო მოხმარდა დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცასა და ახალი სახლების აშენებას.
საქართველოს სახელმწიფომ გრანტი მიიღო ევროგაერთიანებისგან, GTZ-სგან (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო), KFW-სგან (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) და TIKA-სგან (თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო). GTZ-სა და TIKA-ს მიერ გამოყოფილი გრანტები განკარგული იყო თავად ამ დონორებიის მიერ. ამიტომ "საიას" კვლევის სამიზნე ჯგუფი ევროგაერთიანება და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი იყო. პირველმა საქართველოს 60 მილიონი და მეორემ 6 მილიონი ევრო გამოუყო.
სულ დონორებიდან მიღებულმა თანხამ, რომელიც ბიუჯეტში აისახა, დაახლოებით 180 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში, საქართველოს მთავრობამ იძულებით გადადგილებული პირების საცხოვრებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 199 მილიონი ლარი გამოყო.
"საიას" თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტების მოპოვება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ადვილი არ იყო. "ხშირად გვიწევდა ადმინისტრაციული საჩივრებისა დაწერა და სასამართლოში წასვლაც კი, რომ ინფორმაცია მიგვეღო. მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე აღმოჩნდა. ხოლო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ინფორმაციის მიღება საერთოდ ვერ მოვახერხეთ", - აცხადებს ხიდაშელი.
დონორთა გრანტების განკარგვა ორი გზით ხდებოდა, - ტენდერებითა და ერთ პირთან მოლაპარაკებით. ტენდერების გზით სახსრების ნაწილი 105 მილიონი ლარი დაიხარჯა. სახელმწიფომ 85 პოზიციაზე გამოაცხადა ტენდერი. მონაწილე 101 სამშენებლო კომპანიიდან სახელმწიფო დაკვეთა 26-მა კომპანიამ მიიღო.
დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა პრობლემები. "საიას" ექსპერტი, ალექსი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ტენდერებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი გამოვლინდა - ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში.
"როდესაც კომპანიასთან ფორმდება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, ეს არის ისეთი კონტრაქტი, რომელშიც კანონით ახლად აღმოჩენილი ცვლილებები არ უნდა იქნას გათვალისწინებული. მთელ რიგ შემთხვევებში საკონტრაქტო პირობები იცვლებოდა".
26 შემთხვევიდან 23-ში საკონტრაქტო ფასის ზრდა არის დაფიქსირებული.
სახელმწიფო კონტრაქტს უფორმებდა იმ კომპანიას, რომელიც სატენდერო პირობების შესრულებას ყველაზე დაბალი თანხით შეძლებდა. შემდეგ კი კომპანია თანხის გაზრდას ითხოვდა, თანხის ზრდა დაფიქსირდა 50-60-70%-ითაც კი, რასაც სახელმწიფო თანხმდებოდა. მაგალითად, თუ კომპანიას კედლიდან ნალესის ჩამოყრის განფასება იყო 0.10 ლარი, კონტრაქტის შეცვლის შემდეგ ეს თანხა იზრდებოდა 0,40-0,50 თეთრამდე. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს 400-500 პროცენტიან ზრდასთან.
26 კომპანიისგან, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა უპირატესობა ორმა კომპანიამ - "ნიუ ენერჯიმ" და "ბკოკ ჯორჯიამ" - მიიღო. "ნიუ ენერჯიმ" 15 სახელმწიფო დაკვეთა მიიღო, ხოლო "ბლოკ ჯორჯიამ" 19. საერთო ჯამში, ტენდერების 34 პოზიციაში ამ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რაც ტენდერების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. ჯამში, ამ ორმა კომპანიამ სახელმწიფოსგან დაახლოებით 37,5 მილიონი ლარი მიიღო.
ამ ორი კომპანიიდან საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი "ბკოკ ჯორჯიას", რომელსაც თავის დროზე მთელი ქვეყნის ჰოსპიტალური რეფორმის განხორციელება ჩააბარეს. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რბილად რომ ვთქვათ, ჩააგდო ეს პროექტი. სამი წლის განმავლობაში "ბლოკ ჯორჯია" მხოლოდ საავადმყოფოებისა და კვლევითი ლაბორატორიების ინვენტარიზაციით იყო დაკავებული, ინვენტარიზაცია კი მხოლოდ შენობებიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გატანით გამოიხატა. რაც ყველაზე საინტერესოა, სამწლიანი ლოდინის შემდეგ, "ბლოკ ჯორჯია" პროექტიდან უბრალოდ გაუშვეს, დაკარგული სამი წლისა და უამრავი გაპარტახებული საავადმყოფოს გამო, პასუხისმგებლობა არავის დაეკისრა.
ამ ფონზე, უკვე გაკვირვებას აღარ იწვევს "ბლოკ ჯორჯიას" სასარგებლოდ მთავრობის მიერ სხვა პროექტებში მიღებული გადაწყვეტილებები. მით უფრო, როდესაც ყველამ კარგად იცის, რომ ეს კომპანია ბოლო წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი მთავარი დამფინანსებელია.
დავუბრუნდეთ, დონორთა მიერ დევნილთა საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვას და ეფექტიანობას. "საიას" ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კომპანიების შეჯიბრება მხოლოდ ერთადერთი პრინციპით ხდებოდა - მათ მიერ წარმოდგენილი ფასით, ხოლო სხვა რესურსები, როგორიცაა გამოცდილება და სამუშაოებისთვის საჭირო ბაზა უგულვებელყოფილი იყო. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვები უხარისხოდ და ზერელედ იქნა მომზადებული. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი და არასრულფასოვანი.
ამ საკითხთან დაკავშირებით კონტროლის პალატის დასკვნაში წერია, - "ყველა დეფექტი აღმოფხვრილია კედლების, ჭერისა და იატაკის შეკეთების სამუშაოების გარდა". "საიას" იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ მათ დევნილთა დასახლებები მოინახულეს და ძირითადი პრობლემა საცხოვრებელ სახლებში სწორედ ესაა. ამიტომ "საიას" უჭირს იმის განსაზღვრა, სხვა რა პრობლემების აღმოფხვრაზეა საუბარი კონტროლის პალატის დასკვნაში.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48