შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტი კვლავ რისკების მართვის სისტემაა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტი კვლავ რისკების მართვის სისტემაა
ნანახია: 787

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 11-13 ივნისს, ქობულეთში, Georgia Palace Hotel-ში მედიის წარმომადგენლებისთვის, სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტების, სიახლეებისა და მიმდინარე ცვლილებების გაცნობის მიზნით, სემინარი გამართა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი ცხაკაიას განცხადებით, საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადების რაოდენობა მატულობს. ამ დროისთვის სამსახური 500-მდე კომპანიის განაცხადს განიხილავს. მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შეთანხმება უკვე 60 კომპანიასთან აქვს გაფორმებული, მაგრამ კონკრეტულად რომელ კომპანიებთან, არ სახელდება. კომპანიებთან გაფორმებული შეთანხმების თანხობრივი მოცულობა კი დაახლოებით 10 მლნ. ლარია. საგადასახადო შეთანხმება ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო დავა აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში კომპანიამ წამოწყებული დავა უნდა შეწყვიტოს და დავალიანება აღიაროს.
ცხაკაიამ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების ლიკვიდაციის პროცესზეც ისაუბრა, რომელიც მისივე განმარტებით, 2010 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორც მან აღნიშნა, საწარმოთა ლიკვიდაციის პროცესი 2010 წლის მარტიდან გამარტივდა და თუკი მანამდე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს 3-4 წელი სჭირდებოდა, მისი დასრულება უკვე რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც საწარმოთა ლიკვიდაციის პროცესი გამარტივდა, უკვე 50-მდე კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა.
რაც შეეხება სიახლეებს, გიორგი ცხაკაიას განმარტებით, 2010 წელს მათი მიზანია მომხმარებელს ერთ ადგილზე მობილიზებული სერვისები შესთავაზონ. მაგალითად, საგადასახადო სამსახურს თბილისის მასშტაბით " KSB ბანკი" მოემსახურება. თუ რატომ მიენიჭა აღნიშნულ ბანკს უპირატესობა, ცხაკაიას განმარტებით, საუკეთესო პირობები მათ სწორედ "KSB ბანკმა" შესთავაზა. ამასთან, ბანკი საგადასახადოს თანამშრომლების დაზღვევასაც დააფინანსებს.
შემოსავლების სამსახურის მთავარ ამოცანად კვლავ რისკების მართვის სისტემა რჩება. როგორც გიორგი ცხაკაიამ აღნიშნა, ამჟამად "ცენტრალიზებულ რისკზე" იწყებენ მუშაობას, რომელიც შემოსავლების სამსახურის ოფიცრის კონტროლს გულისხმობს. ცხაკაიას განმარტებით, ოფიცერს პირად ელექტრონულ ფოსტაზე მიუვა შეტყობინება, რომელ საათზე, რომელი კომპანია უნდა შეამოწმოს და მან ზუსტად მინიშნებულ საათზე უნდა შეამოწმოს მინიშნებული კომპანია. ცხაკაია სისტემის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია, რადგან შემოსავლების სამსახურის მიერ მათი ოფიცერიც გაკონტროლდება.
გარდა ამისა, იგეგმება ახალი სალარო აპარატების შემოტანა, რომელიც ამჟამად მოხმარებაში არსებული აპარატებისგან სრულიად განსხვავებული იქნება. როგორც გიორგი ცხაკაიამ აღნიშნა, იგი "ჯი-პი-ეს" სისტემაში ჩაერთვება და მეწარმის მიერ სალარო აპარატზე დაფიქსირებული ყველა ჩეკი გაკონტროლდება, რაც გადასახადის დამალვის რისკს შეამცირებს. როგორც ცხაკაიამ აღნიშნა, ყველა მეწარმე ვალდებული იქნება ახალი სალარო აპარატი შეიძინოს.
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება ახალი ტერმინალების მშენებლობაც და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 მლნ ლარია გამოყოფილი. შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი ცხაკაიას განმარტებით, სამსახური სხვა მრავალ სიახლეზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48