პურის 10 თეთრით გაძვირება არაკეთილსინდისიერი ქმედებაა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : პურის 10 თეთრით გაძვირება არაკეთილსინდისიერი ქმედებაა
ნანახია: 627

როგორც მოგეხსენებათ, ლარის გაუფასურებამ ბევრ პროდუქტზე გამოიწვია ფასების ზრდა. რამდენიმე დღის წინ კი პურის ფქვილის მწარმოებელმა წისქვილ-კომბინატებმაც ერთი ტომარა სარეალიზაციო პურის ფქვილის ფასი 29 ლარიდან 34 ლარამდე გააძვირეს, რაც ბევრის აზრით, პურზე ფასის მომატების მიზეზი გახდება.
მართალია, პურის მწარმობელი კომპანიების უმეტესობა ფასების მატებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა უახლოეს მომავალში ამას გარდაუვალ რეალობად მიიჩნევენ. ძალიან არ გვინდა და გვიჭირს, მაგრამ იძულებული ვართ პურის ფასი გავაძვიროთ. მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, რომ, თითქოს, 31 ლარი ღირდეს ერთი ტომარა ფქვილი, სიმართლე ის გახლავთ, რომ 34 ლარზე იაფად არსად იშოვება.
ჩვენ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ და ვცდილობთ, ძველი ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ დიდხანს ვერ გავძლებთ. მომავალი კვირიდან ალბათ ჩვენც მოგვიწევს გაძვირება, - აცხადებენ პურის მწარმოებელ კომპანიაში "ბერიკა"-ში.
"ბერიკასგან" განსხვავებით, უფრო რადიკალურია "კოლხეთი" და ფასების ზრდას დღეიდანვე აპირებს: "თუ ასე გაგრძლედა და პურის ფქვილის ფასმა არ დაიწია, რასაკვირველია, პურიც გაძვირდება, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ისედაც ზარალზე ვართ. უკვე მივეცით დავალება და ვაპირებთ, რომ დღესვე ავწიოთ ფასები", - გვითხრეს პურის მწარმოებელ კომპანიაში "კოლხური".
თავის მხრივ, პურის მწარმოებელი წისქვილ-კომბინატები ფასების მატებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ და ამით პასუხისმგებლობასაც იხსნიან.
მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტი, არკადი მექერიშვილი კი პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასის 5-10 თეთრით ზრდას არარეალურს უწოდებს. მისი თქმით, შარშანაც ერთი ტომარა ფქვილი 32-33 ლარი ღირდა და პურზე ფასები არ მომატებულა. აქედან გამომდინარე, არც ახლა ელოდება ფასის 10 თეთრიან მატებას: "პურის ფასმა მაქსიმუმ 0,5 თეთრიდან 1 თეთრამდე მოიმატოს და ამაში არავითარი კატაკლიზმი არ არის", - განაცხადა არკადი მექერიშვილი.
ასე, რომ გაურკვეველია, რატომ აპირებენ პურის მწარმოებელი კომპანიები ფასის 10 თეთრით მატებას, მაშინ, როდესაც ფქვილის სარეალიზაციო ფასი შარშანდელს მხოლოდ 1-2 ლარით აღემატება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48