ფინანსთა მინისტრის ეკონომიკური განათლება სერიოზულ ეჭვებს ბადებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ფინანსთა მინისტრის ეკონომიკური განათლება სერიოზულ ეჭვებს ბადებს
ნანახია: 606

4-10 ივნისის პერიოდში ლარის მკვეთი გაუფასურების შემდგომ, საქართველოში პროდუქციის ფასები მასიურად გაიზარდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ექსპერტების განცხადებით, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ლარის გაუფასურება, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას იწვევს. იმპორტს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 80%-ი უჭირავს, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის დევალვაციამ იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება და ქვეყანაში ინფლაციის მასტიმულირებელი პროცესები გამოიწვია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებას პროდუქციის გაძვირება არ უნდა გამოეწვია და ეს კომპანიებმა საკუთარი მოგები გაზრდის მიზნით გააკეთეს. ბაინდურაშვილის განცხადებით, პირველი კურსის ეკონომიკის სტუდენტმაც კი იცის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არაფერი აქვს საერთო ქვეყანაში პროდუქტების გაძვირებასთან. "ფასების ზრდას ჩვენ არ ველოდებით. დოლარის კურსი გამყარება ფასების ზრდას არ უკავშირდება. ინფლაცია დამოკიდებულია ჭარბი ფულის მასაზე და არა კურსის სხვაობაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების სრული უმრავლესობა ფინანსთა მინისტრს არ ეთანხმება. გთავაზობთ ექსპერტთა კომენტარებს კახა ბაინდურაშვილის განცხადებაზე.
ნოდარ ხადური, ეკონომიკის ექსპერტი, - "წინა წელთან შედარებით ლარის კურსი დაახლოებით 20 პუნქტით გაუფასურდა, ანუ 1 იანვრისთვის დოლარი 1,69 იყო, ახლა 1,89-ზე ავიდა. თავისთავად ცხადია, როდესაც ჩვენი იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს, როცა მოხმარებაში იმპორტი ჭარბობს და, შესაბამისად, იმპორტი ნაყიდია დოლარში, დოლარის გაძვირება იწვევს ავტომატურად იმის სტიმულს, რომ დოლარში ნაყიდი პროდუქცია, ასევე, გაძვირდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პროდუქცია დაახლოებით 100%-ით უნდა გაძვირდეს. ფასების ზრდა იმისდა მიხედვით მოხდება, თუ ბაზარზე როგორი კონკურენტული მდგომარეობაა, პროდუქციის გაძვირება შესაძლებელია ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებაზე პროცენტულად მეტი იყოს, ან ნაკლები, მაგრამ ის, რომ დანახარჯების ზრდა იწვევს საქონლის გაძვირებას, ეს, მგონი, კამათს არ უნდა იწვევდეს. დანახარჯი კი აშკარად გაიზარდა, ვინაიდან ლარის კურსი, სამწუხაროდ, დოლართან მიმართებაში დაეცა და დოლარში ნაყიდი პროდუქცია გაძვირდა დაახლოებით 10%-ით.
ლარის კურსს რაც შეეხება, არა მგონია ახლო მომავალში გამყარდეს. თუ ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებები მოხდება და დოლარზე მოთხოვნა დაეცემა, ხოლო ლარზე გაიზრდება, ამ შემთხვევაში შესაძლოა ლარი გამყარდეს, ასევე, ლარის ხელოვნური გამყარებასაც უნდა ველოდოთ".
ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი, - "ერთის მხრივ, საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ იწვევს სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდას და აქ მიზეზი არის მარტივი, იმიტომ რომ პროდუქციის უმრავლესობა, რომელიც ქართულ ბაზარზეა, არის იმპორტირებული, მეორეს მხრივ, ადგილზე წარმოებული პროდუქციის კომპონენტებში, ძალიან ბევრი იმპორტირებული ნედლეული შედის და ესეც არის მიზეზი, რის გამოც მოხდა ფასების ზრდა. გავიდეთ სამომხმარებლო ბაზარზე, გადავხედოთ მას, იქ ჩანს ძალიან კარგად, გაძვირდა თუ არა რეალურად პროდუქციაზე ფასები. ბიზნესის რეაქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური, იმიტომ რომ ბიზნესი მოგების მარჟაზე მუშაობს და თუ მას საქართველოში პროდუქციის შემოტანა უძვირდება, ბუნებრივია, ის ფასებს გაზრდის, ანუ საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ამ შემთხვევაში დოლართან მიმართებაში, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს, ეს შედეგი არის ცალსახა და ამას მრავალი წელის პრაქტიკა მოწმობს და ეს რეალურად ასე ხდება.
ჩემთვის, პირადად, მინისტრის განცხადება, რომ ლარის გაუფასურება პროდუქციის ფასების ზრდას არ იწვევს სრულიად გაუგებარია. მას შეუძლია გავიდეს სამომხმარებლო ბაზარზე და თავად დარწმუნდეს იმაში, გაიზარდა თუ არა ამ პროცესის შემდეგ ბაზარზე რეალურად ფასები.
ლარის კურსის ზრდას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკს ლარის კურსის რეგულირების ყველაზე დიდი ბერკეტი გააჩნია და მგონია, რომ წლის ბოლომდე ამ მხრივ ცვლილებები მოხდება, ანუ ეროვნული ბანკი ჩაერევა სავალუტო ბაზარზე და კურსი მეტნაკლებად სტაბილური იქნება. შეიძლება მცირეოდენი გაუფასურება მოხდეს, მაგრამ მთლიანობაში სტაბილური იქნება, ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკზე არის დამოკიდებული, წლის ბოლომდე თუ რამდენად სტაბილური იქნება ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში".
შოთა მურღულია, ეკონომიკის ექსპერტი, - "მინისტრის ასეთი ლოგიკით არც ინფლაციაა საშიში. ზოგადად, პირველი კურსის სტუდენტმაც იცის, რომ ინფლაციის გრძელვადიანი პროცესი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, არადა ადამიანებს ინფლაცია ყველაზე საშიშად მიაჩნიათ, კერძოდ კი იმიტომ არის საშიში, რომ არსებობს მოკლეხნიანი ეფექტები ანუ მოკლე პერიოდის ეფექტები და დანახარჯები, რამაც შეიძლება დაანგრიოს ეკონომიკა და ზოგადად სოციალური მდგომარეობა. ლარის კურსის ცვალებადობას თეორიაში ბაზარი განსაზღვრავს, მაგრამ პირდაპირ გამოჩნდა, ვინ კეთილსინდისიერად მოიქცა და ვინ არაკეთილსინდისიერად. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ამ მიზეზით მოხდა ფასების მატება. ადამიანებს ადრეც უნდოდათ უფრო მეტი მოგების მიღება, მაგრამ სწორედ ამ პროცესებმა შეუწყო ხელი. აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.
ასევე მნიშვნელოვანია ლარის კურსის ცვალებადობა და დანახარჯების გაზარდა იმპორტირებულ პროდუქტებზე, ანუ იმპორტიორი დოლარში ყიდულობს და მისი გამყარებით დანახარჯები ეზრდება. ჩვენი ძირითადი ვალუტა დოლარია. ევროპაშიც რიგი გარიგებებისა, დოლარში იდება და არა ევროში. საქართველოში ძირითადად მოთხოვნა არის დოლარზე, და, შესაბამისად, ლარი გაუფასურდა მის მიმართ. ქვეყანაში შემოდინებული დოლარის რაოდენობა და გადმორიცხული ინვესტიციები გაიზრდება, შემდეგ ლარში დახურდავდება, მაშინ ლარი გამყარდება თუ არა, არანაირი პირობა არ არსებობს ლარის გამყარების. საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან მაღალია ყველა ცდილობს დოლარში შეინახოს ფული, დოლარში დაზოგოს, დოლარში გაყიდოს და ასე შემდეგ. სწორედ ამან დაუკარგა ლარს ნდობის ფაქტორი".
დავით ნარმანია, ეკონომიკის ექსპერტი, - "მინისტრის ამ განცხადებას ვერ დავეთანხმები. იმიტომ, რომ იმპორტირებული პროდუქციის ფასების გაზრდა, მინიმუმ, ამ ყველაფერმა გამოიწვია. ყველა კატეგორიის არა, მაგრამ ძირითადი კატეგორიის პროდუქციის ფასები არის გაზრდილი და გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან მოხმარებული პროდუქციის დიდი ნაწილი არის იმპორტირებული, ამან გავლენა იქონია. იმიტომ, რომ როდესაც გაუფასურებული ლარის პირობებში იმპორტიორს უწევს უფრო მეტის გადახდა დოლარის შესაძენად, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ავტომატურად ძვირდება და მეწარმეებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ყოველთვის, კურსის ასეთი მყისიერი ვარდნის დროს მოგება შეამცირონ და ეს ტვირთი თავიანთ თავზე აიღონ.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს ყველაფერი ახლაც გრძელდება და ჯერ კურსის შემცირების პროცესი არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში პროდუქციაზე ფასი კიდევ გაიზრდება. აბა, რამ გამოიწვია ამ ათი დღის განმავლობაში ფასების სწრაფი ზრდა, თუ არა ამ პრობლემამ? ალბათ, ლარის ძალიან დიდი გაუფასურებაც არ მოხდება, გამომდინარე რეზერვების მოცულობიდან, რომელიც ეროვნული ბანკს გააჩნია, მაგრამ უახლოეს მომავალში მყისიერ შემცირებასაც არ უნდა ველოდოთ".
ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, - "მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიხმარს იმპორტირებულ პროდუქციას და პირველი კურსის სტუდენტმაც იცის, რომ როდესაც ადგილობრივი ვალუტა უფასურდება და უცხოური ვალუტის კურსი მყარდება, ასეთ შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება. საქართველოში კი იმპორტი ექსპორტს ოთხჯერ აღემატება. აქედან გამომდინარე, უმეტესი ნაწილი იმპორტირებული პროდუქციისა, ჯაჭვური რეაქციით ადგილობრივ პროდუქციასაც აძვირებს. პროდუქცია ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ცალკე იმპორტირებული და ცალკე ექსპორტირებული არ არის. ლარის კურსის დაცემა რომ პროდუქციას არ აძვირებს, ასეთი განცხადების გაკეთება, ვფიქრობ, სწორი არ არის.
საქართველოს ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ლარის კურსის დაცემა მოსალოდნელია. ჩემთვის ის არის გასაკვირი, რომ აქამდე როგორ მოახერხეს ლარის შედარებით მყარი კურსის შენარჩუნება. ეროვნულ ბანკს აქვს იმის ბერკეტები, სავალუტო რეზერვების სახით, რომელიც თუკი სწორად იქნება გამოყენებული და რაღაც სხვა მიზნები არ არის აქ ჩადებული, ამ სწრაფად გაუფასურებაში ეროვნულ ბანკს შეუძლია, გარკვეულწილად, შეაფერხოს ეს პროცესი. თუმცა, ხელოვნურად ამის შენარჩუნება ძნელია და საბოლოოდ მაინც გაუფასურდება".
ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი, - "მე ცოტა გამაოცა ბატონი ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებამ, რომ ლარის კურსი გავლენას არ ახდენს სამომხმარებლო ფასებზე და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა უცხოც და ცოტა უცნაურიცაა, თუ რატომ გაიზარდა ფასები, მაგალითად, წიწიბურაზე, ბრინჯზე, შაქარზე, მედიკამენტებზე საცალო ქსელში და ა.შ. საერთოდ, ეჭვს გამოვთქვამ, რომ წინა კვირაში გავრცელებული ფინანსთა მინისტრის, ასე ვთქვათ, ეს ფრთიანი გამონათქვამი, პრესის ცოტა გადაჭარბებული აქტიურობის ბრალია. ვეჭვობ, რომ მინისტრმა კარგად ვერ გაიგო, რა შეკითხვა დაუსვა მას ჟურნალისტმა და მისი ეს პასუხიც უცნაური სწორედ ამიტომ არის.
ჩვენი ფინანსთა მინისტრი საკმაოდ კომპეტენტური, საკმაოდ პროფესიონალი ფინანსისტია, რომლის ბოლოდროინდელი მუშაობა სწორედ ამის მანიშნებელია. ყველა პირველკურსელმა ეკონომიკის სახელმძღვანელოდან იცის, რომ ვალუტის მსყიდველობითი უნარი სწორედ ვალუტის კურსზეა დამოკიდებული და ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჟურნალისტების ზედმეტ აჟიოტაჟს მივაწერ ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას და არა უხერხულ კომენტარებს, რაც ჟურნალისტების მხრიდან მოჰყვა მის ამ განცხადებას საპასუხოდ.
ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრად ნეგატიური პროგნოზი მაქვს. ლარის გამყარება ერთჯერადი აქტი არ არის. სავალუტო ექსპანსიით ეროვნულ ბანკს, ბუნებრივია, აქვს გარკვეული ბერკეტები და საშუალებები, რომ გარკვეული პროგნოზირებადი და მართვადი გახადოს დროის გარკვეულ პერიოდში ლარის კურსი, სტაბილურობის თვალსაზრისით. მაგრამ აქ მთავარი ლარის კურსის დაცემის და ლარის არასტაბილურობის საფუძველია. თუ საფუძველში არ გადაწყდა ეს პრობლემა, ლარის ერთჯერადი, თუნდაც სავალუტო აუქციონებზე ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნურად განხორციელებული ლარის დაჭერით, ეროვნულ ვალუტას არ ეშველება, ლარის დღევანდელი კურსი და არასტაბილურობა არის გარკვეულწილად სარკე და გამოძახილი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა. ჩვენ მთლიანად დამოკიდებულნი ვართ უცხოურ ეკონომიკაზე, ჩვენი სავაჭრო…ბალანსი მკვეთრად უარყოფითი, მოხმარებული პროდუქციის 80%-ი არის იმპორტირებული და რაც ყველაზე მთავარია, ამ იმპორტირებული პროდუქციაში ხვედრითი წილი დოლარისა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, სადღაც 70-75%-ი, ანუ ჩვენ მთლიანად დოლარზე და დოლარის ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ვართ მიბმული. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის მიერ, თუნდაც პირველად პროდუქციაში გადახდილი ფული, მიდის უცხოეთის ეკონომიკის დაფინანსებაში. სანამ ჩვენ არ დავაფინანსებთ ჩვენს ეკონომიკას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სავაჭრო სალდო მეტნაკლებად სტაბილური და დაბალანსებული არ იქნება, ლარს არაფერი ეშველება. აქ ერთადერთი შემთხვევა ლარის მეტნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებისა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ექსპანსიონისტური მონეტარული პოლიტიკაა. სხვა გზით ჩვენ ლარს ვერ დავიჭერთ, მაგრამ როდემდე შეიძლება ამ მეთოდით დავიჭიროთ ლარი, კრიზისული ეკონომიკის ფონზე, იმედიანი პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა".

მოამზადა ქეთი ქასრაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48