ინტერვიუ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ირაკლი კოვზანაძესთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ირაკლი კოვზანაძესთან
ნანახია: 759

ინტერვიუ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ირაკლი კოვზანაძესთან

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით ლარის კურსის გაუფასურებას და მის მიერ გამოწვეულ შედეგებს. მთავრობის ზოგიერთი წევრის განცხადებით ლარის 3-4%-იან გაუფასურებას პროდუქციის გაძვირებაზე ასახვა არ უნდა ჰქონოდა. თქვენი შეფასებით აძვირებს თუ არა ეროვნული ვალუტის დევალვაცია პროდუქციას?
- ლარის დევალვაცია, ცხადია, გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე. მაგრამ სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებდეთ, ვფიქრობ სურათის უკეთ დასანახად მოკლედ განვიხილოდ საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობა ბოლო პერიოდისათვის და ამ ანალიზის შემდეგ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას.
მინდა შეგახსენოთ ის ტენდენციები, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე გამოიკვეთა ქართულ საბანკო სისტემაში. პირველი რაც აქ უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ 2008 წელი სისტემამ 215 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, ასევე 2009 წელიც ზარალით დასრულდა, ეს მაჩვენებელი 65 მილიონს შეადგენდა. 2008 წელი ყველას კარგად გვახსოვს რა პერიოდი იყო - რუსეთ-საქართველოს ომი და ფინანსური კრიზისის დასაწყისი. ბუნებრივია, ამ ფონზე მოხდა საბანკო სისტემის აქტივების შემცირებაც აგვისტო-ოქტომბერში, კერძოდ, 12%-ით, რამაც ციფრობრივ გამოხატულებაში ერთი მილიარდ ოცდაექვსი მილიონი ლარი შეადგინა.
თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წლის აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე საქართველოს საბანკო სისტემა უკვე იდგა არსებითი პრობლემების წინაშე და ეს პრობლემები იყო მნიშვნელოვანი და აშკარა (ამ საკითხებზე ჩვენ ადრე თქვენს გამოცემაში გვქონდა საუბარი).
2009 წლის დასაწყისიდან საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტების (ევრობანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვ.) დახმარებით მოხერხდა გარკვეულწილად ამ პრობლემების სიმწვავის მოხსნა, მათ შორის წამყვანი ქართული ბანკების უკვე ვადადამდგარი საგარეო ვალდებულებების დაფარვა 2010 წლიდან, ჩვენ უკვე ვხედავთ გარკვეულ დადებით ტენდენციებს. კერძოდ, საბანკო სისტემის აქტივები 2010 წლის დასაწყისთან შედარებით 4 თვეში 5.1%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 8.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ ეს თითქმის 2008 წლის ომამდელი მაჩვენებლის ტოლია. საბანკო აქტივების ყოველთვიური ზრდა (გარდა ერთი გამონაკლისისა) 2009 წლის ივლისიდან ფიქსირდება.
პირველად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბოლო ოთხი თვეა ხდება ბანკების საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური ზრდა, სულ 2010 წლის დასაწყისიდან მისი მოცულობა 6%-ითაა გაზრდილი.
ბოლო ორი თვეა სახეზე გვაქვს არსებული საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესების ტენდენცია. თუკი 2010 წლის თებერვლის ბოლოს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შეფარდება საკრედიტო პორტფელთან 12.9% იყო, აპრილის ბოლოს 12.1% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ივლისის ბოლოს 4.3%-ის ტოლი იყო.ეს უარყოფითი ტენდენცია, ანუ საკრედიტო პორტფელის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, გახლდათ ერთ-ერთი მთავარი რისკი საქართველოს საბანკო სისტემის და კარგია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათი მოცულობა 1.5 მლრდ ლარიდან 2.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ეს კი 50%-იანი ზრდის ტემპია. მართალია ეს ტემპი ბოლო პერიოდში შენელდა, მაგრამ ბოლო 4 თვის 8%-იანი ზრდაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ბოლო სამი თვეა საბანკო სისტემა მოგებით ამთავრებს თვის შედეგებს და თუკი 2009 წელი 12 ბანკმა დაამთავრა ზარალი, 2010 წლის 4 თვის შედეგებით ზარალიანი ბანკების რაოდენობა 7-მდე შემცირდა, მთლიანად საბანკო სისტემის წმინდა მოგებამ კი 24 მლნ ლარს გადააჭარბა.
ახლა დავუბრუნდეთ საკითხს რასაც ლარის შესუსტების ტენდენცია ქვია. ლარის კურსის კორექტირების ტენდენცია დაწყებულია 2010 წლის მარტიდან და ამ პროცესზე გავლენა მოახდინა უცხოურ ვალუტაზე, განსაკუთრებით აშშ დოლარზე მზარდი მოთხოვნის ფონზე კომერციული ბანკების ანგარიშებზე სავალუტო ჩარიცხვების და საერთოდ სავალუტო ნაშთების შემცირებამ. ამ დისბალანსის ზრდას ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების მოცულობის შემცირებაც და ტრადიციული უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი, რაც ქვეყანას გააჩნია. მოგეხსენებათ, იმპორტი 4 ჯერ აღემატება ექსპორტს და პრაქტიკულად ამ სხვაობის დაბალანსება უწევს ეროვნულ ბანკს. ეს რამდენიმე ძირითადი მომენტი გარე ფაქტორებთან ერთად (დოლარის მნიშვნელოვანი გამყარება მსოფლიოს სხვა ვალუტებთან, განსაკუთრებით ევროსთან მიმართებაში), გავლენას ახდენს საქართველოში ლარის შესუსტებაზე.
ეს ტენდენცია, ვიმეორებ, დაწყებულია ადრე გაზაფხულიდან და ვფიქრობ, ეს პროცესი გარდაუვალი იყო. სხვა საკითხია, რამდენად სწორი იყო ამ პროცესის ამ ტემპით წარმართვა, როცა ეს ვარდნა ივნისის პირველ კვირაში თითქმის 535 პუნქტით მოხდა, ამის თქმა იოლი არ არის, თუმცა, ვიმეორებ, რომ ლარის შესუსტების ტენდენცია, ზემოთაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, შეუქცევადი იყო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება.
- პირდაპირ აისახება თუ არა ლარის გაუფასურება პროდუქციის გაძვირებაზე, ანუ უნდა გაძვირებულიყო პროდუქცია თუ არა, იმ პროცენტით, რა პროცენტითაც გაუფასურდა ლარი? და აქვე, თქვენი აზრით, შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს, არ დაეშვა ლარის გაუფასურება, რამაც შედეგად პროდუქციის გაძვირება გამოწვია. ფასების სტაბილურობაზე ზრუნვა ხომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა?!
- გეთანხმებით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, მაგრამ მთელი სისრულით ამ ამოცანის გადაჭრა ეროვნული ბანკის ძალებს ვფიქრობ დღეს აღემატება.
საქართველოს ეკონომიკას უფრო სხვა ტიპის პრობლემები აქვს და მათგან ერთ-ერთს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრობლემა ქვია. ცხადია, ფასებს ბაზარი უნდა არეგულირებდეს, მაგრამ ხშირად, სწორედ რეალური, ჯანსაღი კონკურენციის არ არსებობის გამო, სურათი განსხვავებულია. როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკას დღეს სხვაგვარი ხედვა და მიდგომები ესაჭიროება, რომ შედეგად მოსახლეობის კეთილდღეობა და მსყიდველობითუნარიანობა უმჯობესდებოდეს. თუმცა ეს უკვე ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებია და ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა ესაჭიროება, რათა რამდენადაც შესაძლებელია, რეალური კონკურენცია გაიზარდოს, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ეფექტურად ამოქმედდეს და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეროვნული ბანკის და სამთავრობო გუნდის მუშაობის რეალური შედეგები.
- ბოლო ორ თვეში ბანკების საკრედიტო პორტფელში კვლავ ზრდა დაიწყო სამომხმარებლო დაკრედიტების წილმა. აღიარებული მოსაზრებით, ერთ-ერთი რამაც ომისა და კრიზისის ფონზე ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხის `გაფუჭება~ გამოიწვია, სწორედ ბანკების მხრიდან ხელაღებით წარმოებული სამომხმარებლო დაკრედიტება იყო. ხომ არ ხედავთ შეცდომის განმეორების საფრთხეს?
- როგორც აღვნიშნეთ, გამწვავებული საკრედიტო პრობლემები იყო ის ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომლის წინაშეც ქართული საბანკო სისტემა აღმოჩნდა 2008 წლის II ნახევარში და 2009 წელს. თუმცა ამ პრობლემის სათავე შედარებით ადრეულ პერიოდშია. ომმა და კრიზისმა ამ პრობლემის სიმწვავე მთელი სიცხადით წარმოაჩინა, რამაც გამოიწვია კიდეც სისტემის საკრედიტო პორტფელის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, მანამდე კი კიდევ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია და ზოგჯერ ლიკვიდობის პრობლემის დადგომაც.
ცხადია, ომმა და კრიზისის შედეგებმა, სამუშაო ადგილების დაკარგვამ, შემოსავლების შემცირებამ ნეგატიურად იმოქმედა მსესხებელთა მხრიდან საკუთარი ვალდებულებების მომსახურებაზე. რამაც საკრედიტო პორტფელის სამომხმარებლო სეგმენტი განსაკუთრებით მგრძნობიარე გახადა. ამას თან ერთვოდა, რომ სამომხმარებლო პორტფელის დიდი ნაწილი არ იყო სათანადოდ, ხშირ შემთხვევაში კი, საერთოდაც არ იყო უზრუნველყოფილი.
დღეს ბანკები ისევ ააქტიურებენ სამომხმარებლო დაკრედიტებას. მე არ ვიცნობ ამჟამად სამომხმარებლო დაკრედიტების მიმდინარე პროცედურებს, მაგრამ ვიცნობ ბანკისა და ბანკირის ბუნებას და იმედს გამოვთქვამ, რომ მიღებულ გაკვეთილებს გაითვალისწინებენ და მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან ამ სეგმენტში საკრედიტო რისკების მართვას.
დღეს საბანკო სისტემაში დეპოზიტების ზრდის დინამიკა აჭარბებს დაკრედიტების ზრდის დინამიკას, სახეზე გვაქვს ჭარბი ლიკვიდობა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დადგა კარგი,ჯანსაღი საკრედიტო პროექტების ნაკლებობა
- არსებობს მოსაზრება, რომ ლარის კურსის დევალვაციამ ბიუჯეტის გაზრდა გამოიწვია. რამდენად აქვს კავშირის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიუჯეტში შემოსავლების ზრდასთან?
- ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა არ შეიძლება, რადგან ამ პროცესს გავლენა აქვს ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანის ეკონომიკა იმპორტზეა ორიენტირებული, ხოლო, მაგალითისათვის, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა , როცა ფასები მეტწილად აშშ დოლარშია ფიქსირებული, ცხადია ამ კონტექსტში საბიუჯეტო შემოსავლების გარკვეულ ზრდას გამოიწვევს. მაგრამ ქვეყანას სავალუტო ხარჯიც არ აკლია, მაგალითად, საგარეო ვალის მომსახურება, დიპლომატიური მისიების დაფინანსება და სხვა ა.შ. რაც მცირედი არ არის. ცალსახად მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, - ლარის დევალვაცია იწვევს ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
- ხელისუფლებაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სავალუტო რეზერვების (2 მლრდ-ის) დახარჯვა არ ღირს. მაშინ რა გზას უნდა დავადგეთ, მივუშვათ ლარი ნელ-ნელა, ერთბაშად თუ საერთოდ უარი ვთქვათ საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე? იქნებ ბენდუქიძე მართალია და საამისოდაც დადგა დრო?
- ეროვნული ბანკი რეზერვებს ცხადია, იყენებს. ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ ლარის კურსი შეინარჩუნოს იმ ნიშნულზე, რომელ ნიშნულზეც ამას საჭიროდ მიიჩნევს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი.
საკითხი დგას ამგვარად - რამდენად სწორი და მართებული იქნება მთელი რეზერვის მიმართვა კურსის შესანარჩუნებლად. მე ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩვენი სავალუტო რეზერვები, არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკით, აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს და არის ყოველთვიური იმპორტის რამდენიმეჯერმე ჯერადი და სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ახდენს რეზერვების გამოყენებას ეროვნული ბანკი.
ეროვნულ ბანკს გააჩნია სხვა ბერკეტებიც, რომლებსაც, ვფიქრობ, იგი უფრო აქტიურად გამოიყენებს, ესაა სტერილიზაციის ღონისძიებები, იგივე სადეპოზიტო აუქციონები, სარეზერვო ანგარიშებზე ანარიცხების ზრდა და სხვა. ამ ბერკეტების კომბინირებულად გამოყენება სავალუტო რეზერვის მკვეთრი დანახარჯების გარეშეც იძლევა გაცვლით კურსზე შესაბამისი ზემოქმედების საშუალებას.
რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, არ მგონია, რომ ამ საკითხზე ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს. ეს არასერიოზულია.
- როგორი იქნება თქვენი პროგნოზი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. რას ურჩევდით მოსახლეობას, რომელ ვალუტას ენდონ, იგივე ანაბრის გახსნისას ან ბანკიდან კრედიტის გამოტანის დროს?
- ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის შესუსტება გაგრძელდება. სხვა საკითხია, რამდენად სწრაფად განხორციელდება ეს პროცესი. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ლარის შემდგომი შესუსტება რაც შეიძლება ნაკლებ ნეგატიურად აისახოს ჩვენი მოსახლეობის ფართო ფენებზე.
აქვე ვიტყვი, რომ მე ლარის კურსის ისეთი ნახტომისებური ცვლილებების, როგორიც 2008 წლის ნოემბერში იყო, ფაქტობრივად 15-16 %-იანი ვარდნის, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამან, ვფიქრობ, საგრძნობლად შეარყია ლარისადმი საზოგადოების ნდობა. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ მან თავიდან აირიდოს რყევის ასეთი დიდი ამპლიტუდები.
რაც შეეხება რჩევას, იგი მარტივია, - ჩემი აზრით, ადამიანმა დანაზოგი უნდა გააკეთოს იმავე ვალუტაში, რაშიც აქვს შემოსავალი. იგივეს გეტყოდით სესხით სარგებლობის შემთხვევაშიც. უნდა ეცადოთ კრედიტი მიიღოთ იმ ვალუტაში, რაშიც შემოსავალი გაქვთ. ამით მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული სავალუტო რისკები.

ესაუბრა შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48